შესავალი:
ახალხანს გავიგე, ვაჭრებით სავსე თევდორე მღვდლის ქუჩა ძველ თბილისს მიეკუთვნება და მასზე განთავსებული შენობები დაცულია, როგორც კულტურული ძეგლები. ამიტომ ამ ქუჩაზე მოვაჭრე მეწარმეებს, რომელთაც სახლის წინ, მზისგან მოსაჩრდილი თუნდაც პატარა გადახურვა მაინც ჰქონდა, ყველას მოუჭრიეს, იმ მიზეზით, რომ ტენტები თბილისის იერსახეს ამახინჯებდა. რა თქმა უნდა სინამდვილეში არაფერსაც არ ამახინჯებს და ისედაც მახინჯია ეგ ქუჩა, ისეთი დანგრეულია და ამორტიზებულია სახლები. ნამდვილი მიზეზი კი არის, მოვაჭრეების შევიწროება და მათი იძულება გადავიდნენ ახლადგარემონტებულ სავაჭრო ცენტრებში, რომელთა ადმინისტრაციაც, საკმაოდ დიდ გადსასახადს იხდის ქალაქის მერიაში როგორც ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად.
რაც შეეხება ჩემს კითხვას. ვიყავი მერიაში და მითხრეს, რომ ნებართვისთვის შემდეგი მასალა მოიტანეთო:
1) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
2)ფოტო ამჟამინდელი
3)ფოტომონთაჟი დასრულებულის (ფოტოშოფში გაკეთეული რა ალბათ)
4)სიტუაციური გეგმა 2000:1
ხოდა, II და III გასაგებია, მაგრამ პირველი და მეოთხე როგორ მოვიპოვო იქნებ მირჩიოთ, ან ლინკი დამიგდოთ. . . ეხლა ვაპირებ წასვლას საჯაო რეესტრში და იქაც ვიკითხავ.
P.s. საჯარო რეესტრი სადაა ხო არ იცით?