დღეს ბრწყინვალე დღესასწაულია - ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. :"და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე;17,2).
დასავლეთში, კერძოდ ... სამეგრელოში

ფერცვალობას ეძახიან
ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ეს დღე ბებიები ათასნაირ ხილს აწყობდნენ სუფრაზე ...ამ დღემდე არ გვაჭმევდნენ ყურძენს და ჭყინტ სიმინდს არ ხარშავდნენ არც კვახს ...
ალექსანდრა ბებიას ფოთის "ოსტროვის" ეკლესიაში მივყავდით (სანამ პატარები ვიყავით). მახსოვს ძალიან სანდომიანი და თავაზიანი ხანდაზმული რუსი ცოლ-ქმარი თეთრებში ჩაცმულები ქალი ფართოფარფლიანი ქუდით და კაცი ხელჯოხით ... ეკლესიის მარცხენა კედელზე ხატი სინზე იონაე ნათლისმცემლის მოკლეთილი თავით ... მარჯვნივ "მწყემსი კეთილი" - მხარზე ბატკნიანი მაცხოვარი ...
წითელი (ჩვენები შავს ეძახდნენ) ღვინით ჩვენც, ბავშვებსაც, აუცილებლად შეგვიფერადებდნენ წყალს ფუჟერში ...
და კიდევ 19 აგვიტოს აწი აგრილდებაო აუცილებლად იტყოდა ბაბუა ... ფერცვალობას სახლისხელა ყინული ვარდება ზღვაშიო
ჰო და ჩვენი ქვეყნის ფერისცვალება მიგველოცოს ერთმანეთისათვის ... სასიკეთო ფერისცვალება .... შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და რუსული ინტერესების "გაგრილება"
This post has been edited by August on 19 Aug 2010, 11:12
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/