
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა .
აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით ავლაბრის რეზიდენციიდან მივიდნენ და საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებდნენ. ამ მომენტში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორების, ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ.
ფიზიკური დაპირისრების შედეგად აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
საბოლოოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" რამდენიმე აქტივისტი.
ლაშა ჩხარტიშვილი კი დაკავებას გადაურჩა, დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისი წაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს.
შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც პარლამენტის შენობასთან რჩებიან და საპროტესტო აქციის გაგარძელებას აპირებენ, თუმცა ვითარება ბოლომდე განმუხტული არ არის.
http://new.interpressnews.ge/ge/samartali/...eba-mokhda.htmlლიცემერი: გურამ ოდიშარია: განა-იძულებით გადაადგილებული პირი, განა-დროებით გადაადგილებული, ან კიდევ სხვა, არამედ ლტოლვილი!
ახლა სულ რამდენიმე მინი-ისტორია. ამ ისტორიებს იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვინმეს თანაგრძნობის ცრემლი მოვგვარო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ , ისევე როგორც საკუთარ თავსაც, ერთხელ კიდევ შევახსენო ზოგი რამ.
ერთ-ერთ გაზეთში განცხადება წავიკითხე, დაახლოებით ასეთი: ლამაზი ახალგაზრდა ქალი ვარ, განათხოვარი. მაქვს ბინა, მანქანა და ა. შ. მეუღლეს ვეძებ ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცს. დაბლები, მელოტები, ჭარბწონიანები და ლტოლვილები ნუ გამომეხმაურებიანო.
მახსენდება ერთი საგაზეთო განცხადებაც, რომელსაც რამდენიმე მოქალაქე აწერდა ხელს, თითოეული მათგანის სახელისა და გვარის ქვეშ მინიშნებული იყო მისი პროფესიაც-ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი...და მხოლოდ ერთი მათგანის სახელი და გვარი იყო გამორჩეული, ის მოხსენიებული იყო არა პროფესიის მიხედვით, არამედ, როგორც "ლტოლვილი"
ლტოლვილი თვისობრივად სხვა ადამიანი გახდა. ის ნაღალატევია ყველა მთავრობისაგან, ყველა პოლიტიკოსისაგან, ის არ დაინდო არავინ. ხანდახან, როცა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს ვუსმენ , ან მათ ინტერვიუებს ვკითხულობ, მიკვირს, როგორი არაჰუმანური, ვიტყოდი არაადამიანური დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მათგანს ლტოლვილთან, როგორ ცუდად იცნობენ მათ ცხოვრებას. ასეა, ლტოლვილის არსებობა ბევრს ხელს აძლევს, ზოგიერთისთვის იგი პოლიტიკური ქულების მოპოვების საშუალებაა, ზოგიერთისათვის -სატრენინგო-სასემინარო მასა.
This post has been edited by licemer on 19 Aug 2010, 16:41
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.