#21212401 · 21 Aug 2010, 08:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას კარგად მოეხსენება მიშიკოს ხელისუფლების სისუსტეები. მერე და რამდენია და როგორი დაუსრულებელი... იმდენად ვრცელია ჩადენილი და გამოუსწორებელი შეცდომების რაოდენობა, რომ ეჭვიც ჩნდება - აქვს თუ არა ამ ხელისუფლებას ან უნარი ან სურვილი რომ ქვეყანა მართოს. შემთხვევით რაიმე სხვა მოტივაცია ხომ არ უდევს საფუძვლად ხელისუფლებაში ყოფნას?
თუ დავაკვირდებით ყოფილ ჯიბეგახვრეტილებს, რომლებიც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ 2იოდე წელიწადში წარმატებულ ბიზნესმენებად და მილიონრებად მოგვევლინნენ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა აუცილებელი ტვირთი იყო ფულის საშოვნელად. შესაბამისად, ქვეყნის მართვა მხოლოდ ძალაუფლებითა და ფულის შოვნის სურვილითაა მოტივირებული და არა ქვეყნის მართვის და ჭაობიდან ამოყვანის მიზნებით.
რას აკეთებს ხელისუფლება, როცა მას მხოლოდ ფულის შოვნა უნდა? ის ამ ფულს შოულობს და ქვეყნის ინტერესები ხშირად ავიწყდება. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ ხელისუფლებას გარედან ემუქრება ვინმე? ის თავის მსუყე ლუკმას გამწარებული იცავს.
ვინ ემუქრება სააკაშვილის ხელისუფლებას დღეს? - მიშა გვეუბნება რუსეთიო. იცავს მიშა თავის ძალაუფლებას რუსეთის წინააღმდეგ? - კბილებით. როგორ იცავს? - ქმნის მეტნაკლებად ძლიერ კონტრდაზვერვას, აიარაღებს ჯარს როგორც გამოსდის, "ფეხზე აყენებს" ეკონომიკას, "არ ჩამოიშლება" ომის შემდეგ და ა.შ.
შესაბამისად არსებობს კავშირი რუსულ საფრთხესა და საქართველოში მიმდინარე იმ პროცესებს შორის რომელიც ხელს უწყობს მეტნაკლებად ქვეყნის გაძლიერებას.
მაშდამე,
აქვს თუ არა რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ პოზიტიური შედეგი ჩვენთვის?
რომ არ იყოს რუსეთი, რა საფრთხე ექნება სააკაშვილის ხელისუფლებას? - თითქმის არანაირი.
უსაფრთხოდ მყოფი ხელისუფლება - განსაკუთრებით "ნაციონალისტური" მორალის მქონე ხელისუფლება განა თავს შეიწუხებს და საქვეყნო საქმეებით დაშვრება? ეჭვი მეპარება.
ჰოდა გიხაროდენ, რუსეთი ის ძალაა, რომელიც მიშას ფრთების ბოლომდე გაშლის საშუალებას არ აძლევს და ნაძალადევად მაინც საქვეყნო საქმეების კეთებისკენ უბიძგებს თავისუფალ დროს - როცა ფრენით, მასაჟით ან მეპურეებთან ცეკვით არაა დაკავებული.
თქვენ რას ფიქრობთ? თქვენც ხედავთ ამ მომენტს თუ არა?
განსაკუთრებით რუსეთუმეების აზრი მაინტერესებს
|