მეტსახელი Albicelestes (ცისფერ-თეთრები)
ასოციაცია: არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია
მწვრთვნელი: დიეგო მარადონა (2008-დან)
კაპიტანი ხავიერ მასკერანო
ფიფა-ს კოდები :ARG
ყველაზე მეტი ჩატარებული შეხვედრა:ხავიერ ძანეტი (117)
საუკეთესო ბომბარდირი:გაბრიელ ომარ ბატისტუტა
საშიანო არენა: ელ მონუმენტალი
პირველი საერთაშორისო შეხვედრა: ურუგვაი არგენტინა 2-3
დიდი ანგარიშით გამარჯვება:არგენტინა ეკვადორი 12-0(22იანვარი 1958)
დიდი ანგარიშით მარცხი:ბოლივია არგენტინა 6-1(2 აპრილი 2009)
მსოფლიო თასზე პირველად:1930წელი
საუკეთესო მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე:პირველი ადგილი:1978,1986
ტიტულები:მსოფლიო ჩემპიონი: 1978-1986 ,
კოპა ამერიკას გამარჯვებული:1921,1925,1927,1929,1937,1941,1945,1946,1947,1955,1957,1959,1991,1993
კონფედერაციის თასის მფლობელი: 1993...
ოლიმპიადის გამარჯვებული:2004,2008
ნაკრების მწვრთნელები
ყველაზე მეტჯერ არგენტინის მაისური მოირგეს
გოლეადორები
ნაკრების ეკიპირება
არგენტინის ნაკრები მსოფლიო პირევლობებზე 1930 წლიდან გამოჩნდა, თუმცა მე შევეხები იმ ორ მუნდიალს რომელმაც არგენტინა გრანდად აქცია...
არგენტინა 1978
მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:ნორბერტო ალონსო,ოსვალდო არდილესი,ბალეი,დანიელ ბერტონი,ლუის გალვანი,რუბენ გალვანი,რეე ჰუსმანი,მარიო კემპესი,ომარ ლაროსა,რიკარდო ლავოლპე,ლეოპოლდო ლუკე,მიგელ ოვიედო,დანიელ პასარელა,ალბერტო ტარანტინი,ხოსე დანიელ ვალენსია,რიკარდო ვილა..მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი..
ჩემპიონატი არგენტისითვის 1978წლის 2 ივნის დაწყო ა ჯგუფის მატჩით,სადაც არგენტინელები გადაჭედილ მონუმენტალზე უნგრეთს დაუხვდნენ, მატჩს 71ათასი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს,შეხვედრის დასაწყისი მოულოდნელი აღმოჩნდა და 9წუთზე უნგრელმა ცაპომ(მგონი ასეა) თავისიანები დააწინაურა,თუმცა არგენტინელებმა გამონახეს ძალა და ჯერ ლუკეს(14წუთზე) გატაინილი გოლით წონასწორობა აღადგინეს შემდგომ ტაიმის მიწურულს (83წუთი) ბერტონის გოლით წინაც გავიდნენ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს...მენოტიმ შემდეგი 11 ფეხბურთელი დაუპირისპირა უნგრელებსფილოლი,არდილესი,ჰოუსმანი,კემპესი,ლუკე,პასარელა,ტარანტინი,ვალენსია,გალვანი,ოლგუინი,გალეგო..
პარალელურად იტალიის ნაკრებმა 2-1დაამარცხა ფრანგები..მომდევნო მატჩი ისევ მონუმეტალზე შედგა და არგენტინის ნაკრებმა პასარელას(45წთ) და ლუკეს(73წთ) გოლებით ისევ 2-1 დაამარცხა ფრანგები,(ევროპელებიდან ერტადერთი გოლი პლატინიმ შეაგდო60წუთზე)..
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სიევ მონუმელტალზე გაიმართა, შეხვედრა პირველი ადგილის ბედს წყვეტდა, არგენტინას მონუმენტალზე იტალია დაუპირისპირდა,რომელსაც არგენტინის მსგავსად ორივე შეხვედრა ჰქონდა მოგებული...
მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის შუა წელს ბატეგამ შეაგდო და იტალიელებმა 0-1 მოიგეს..პირველი რაუნდის A ჯგუფში არგენტინამ მეორე ადგილი დაიკავა...
ჩემპიონატის მეორე რაუნდში არგენტინა ისევ რთულ ჯგუფში აღმოჩნდა,ამჯერად მათ ურთიერთობის გარკვევა მოსისხლე ბრაზილიასთან, პერუსთან და პოლონეთტან მოუხდათ
14ივნისს როსარიოში გაამრთულ შეხვედრაში არგენტინელები კემპესის დუბლით (16,72წთ) ამარცხებენ პოლონეთს,პარალელურად ბრაზილია 3-0ს უგებს პერუს..
შემდეგი მატჩი მოსისხლე ბრაზილიასთან შედგა,მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, რითაც არგენტინელებმა გაირთულეს ჯგუფიდან გასვლის საკითხი,მათ პერუ ბოლო ტურში მინიმუმ 4ბურთიანი ანგარიშით უნდა დამეარცხებინათ...შეხვედრა 1978წლის 21 ივნის შედგა და არგენტინამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, კემპესის (21,49)და ლუკეს(50,72) დუბლებს ტარანტინიმ(43) და ჰოუსმენმა(67) თითო თითო ბურთი წამატეს და ანგარიში კატასტოფული გახადეს 6-0,,(შემდგომში დაიწერება რომ შეხვედრა ჩაწყობილი იყო,რომ პერუ არ იყო ცუდი გუნდი და გაგნგებ წააგებინეს და აშ)
ასე იყო თუ ისე არგენტინა ფინალში გავიდა და მას საკმაოდ ძლიერ ჰოლანდიასთან მოუწია შეხვედრა...
ფინალი მონუმენტალზე გაიმართა, შეხვედრას 71483 მაყურებელი დაესწრო..ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, კემპესმა (37) ხოლო ჰოლანდიელთაგან ნანინგამ (83) გაიტანეს გოლები..დამატებით დროში კი სამხრეთ ამერიკელებმა იძალეს და კემპესმა (104) ხოლო ბერტონიმ (115) წუთზე გაიტანეს...
არგენტინა ისტორიის მანძილზე პირველად დაეუფლა სანუკვარ თასს..
ნაკრების მწვრთნელები
არგენტინას გადაეცა ფეირ ფლეის თასი ...
ტურნირის ბომბარდირი 6გოლით მარიო კემპესი გახდა
მექსიკა 1986
მექსიკაში არგენტინელებს უკვე მომწიფებული(საჩემიონოდ) მარადონა ჩაჰყვა,რომლის ბენეფისადაც იქცა 1986 წელი...არგენტინელებმა შედეგი შემადგენლობა იახლეს მექსიკაში..ნერი პუმპიდო სერხიო ბატისტა,ბრაუნი,ბურუჩაგა,ვალდანო,მარადონა,ოსკარ გარე,რუგერი,ისლასი,ზელადა,ალმირონი,OLARTICOECHEA ,ტაპია,ენრიკე,ტრობიანი..გუნდის მწვრთნელი ბილარდო იყო..
სამხრეთ ამერიკეებისთვის 1986წლის მსოფლიო პირველობა 2ივნიის მეხიკოში დაიწყო სადაც ვალდანოს დუბლით (6,46) და რუგერის გოლით (18)სამხრეთ კორეა დაამარცხეს,შემდეგ იყო მატჩი მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან,იტალიელებმა 6წუთზე პენალტით გახსნეს ანგარიში, ამ შეხვედრაში გაიტანა ტავისი პირველი გოლი მიმდინარე მუნდიალზე მარადონამ,მან 34წუთზე გაამთანაბრებელი შეუგდო იტალიელებს,მატჩის ფრედ 1-1 მორჩა..
ჯგუფის მესამე მატჩი კი ბულგარელებთან შედგა, არგენტინამ აუღელვბელად ისევ ვალდანოს(3) და ბურუჩაგას(79) გოლით 2-0 დაამარცხა ბელგია და 1/16ფინალში გავიდა...
ადვილად სცდებიან არგენტინელები ურუგვაისაც, პასკულის გოლით 1-0..აი შემდეგი შეხვედრა ინგლისთან მართლაც ისტორიული და დასამახსოვრებელი გამოდგა, ,,ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა ეს იყო 1982წლის კონფლიქტის გაგრძელება,ოღონდ მოედანზე''იხსენებდა მარადონა..
შეხვედრა 22ივნის აცტეკაზე გაიმართა და 115000გულშემატკივარი დაესწრო..შეხვედრა ნერვიულად დაიწყო,მეტოქეებმა საგოლე მომენტები გაცვალეს,ტაიმის შუაწელისკენ არგენტინელბმა უპირატესობა მოიპოვეს,ბევრს ცდილობდა მარადონა თუმცა ტაიმი 0-0 ჩამთავრდა..
მეორე ტაიმში კი მოხდა ორი მომენტი,ორი დასამახსოვრებელი რა,, ,,ღმერთის ხელი'' და გასულელებული ინგლისელი ფეხბურთელები..
მარადონა საჯარიმსოთან ახლოს ეუფლება ბურთს,მიიწევს სიღრმისკენ და გაადცემას უკეთებს ვალდანოს ,რომელიც ვერ იმორჩილებს ბურთს და ბურთი ხვდება ინგლისელ მცველს (hodge_ს)რომელიც ცდილობდა წინ მოეგერიებინა.მაგრამ აჭრილი ბურთი უკან,საჯარიმოსკენ გაგზავნა ,ინგლისელ მეკარეს(185სმ სიმაღლით) 165სმიანი მარადონას დაჩაგვრა არ უნდა გასჭირვებოდა,თუმცა დიეგომ დაასწრო და ბურთი ხელით გაიტანა,ტუნისელმა რეფერიმ ალ ბინ სანმა ეს მომენტი ვერ დაინახა და გოლი ჩათვალა..

...შეხვედრის შემდეგ მაარდონამ თქვა,მე ხელით არ გამიტანია,და თუ მართლა ხელით გავიტანე ეს ღმერთის ხელი იყოო..აი მეორე გოლი რომელიც ინგლისელთა კარში გავიდა ნამდვილი შედევრი იყო, ენრიკესგან მიღებული ბურთი დიეგომ 60 მეტრი ათრია,10წამი დასჭირდა რათა მოეტყუებინა 5 ინგლისელი Hodge, Beardsley, Reid, Butcher დაFenwick.ხოლო მეხუთე მეკარეც ზედ მიაყოლა და ანგარიში გახადა 2-0
გოლი ლინეკერმა გაიტანა და არგენტინა ნახევარფინალშია სადაც ასევე მაარდონას დუბლით სამხრეთ ამერიკელებმა ბელგიას გამოუყვანეს წირვა და ფინალში გავიდნენ..
29ივნისაცტეკაზე არგნტინა დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა..

არგენტინა ხოსე ლუის ბრაუნმა 23წუთზე დააწინაურა,და ტაიმი ასეც მორჩა,მეორე ნახევარში ვალდანომ ორამდე გაზარდა უპირტესობა, 74,80წუთებზე გერმანელებმა საოცრება მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს,თუმცა სამ წუთში ბურჩაგამ 83წუთზე საბოლოო გოლი გაიტანა და არგენტინა მეორედ ეუფლება სანუკვარ თასს..
ჩემპიონატის ბომბარდირი გარი ლინეკერი გახდა 6 გოლით, საუკეთესო მოთამაშე მარადონა, დიეგომ გატანილი გოლების 71%მიიღო მონაწილეობა,ნაკრების მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყემის ნახევარი მარადონაზე მოდის,გარდა ამისა მთელ ტურნირზე 90დრიბლინგი განახორციელა,ინგლისთან ჯახში 19დრიბლინგი გააკეთა რითაც ერთ მატჩში რეკორდი დაამყარა..
არგენტინის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულად განვლო, და პრაკტიკულად საგზური ბოლო ტურებში მოიპოვა..
არგენტინის ანკრები 2010-წლის მუნდიალზე სამხრეთ აფრიკაში
ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოძახებული ფეხბურთელები
ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელები
წინა თემები: Argentina Football Associationარგენტინის ნაკრების ფანკლუბიარგენტინის ნაკრების ფანკლუბიარგენტინის ნაკრების ფანკლუბი!არგენტინის ნაკრების ფანკლუბი!არგენტინის ნაკრების ფანკლუბი...სამუნდიალო თემა!გადმოწერევამოს არგენტინა
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=7d04a459d3e4070d ეროვნული ჰიმნი
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=368ff8013d1dbd26არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტი http://www.afa.org.ar/index.php?Itemid=238Theწინა თემის ტოპ მპოსტავები: Skiamakia - 263
tech72 - 181
Danelia - 152
toto28 - 128
gio:) - 66
დავიდ ვილია - 61
Corvette - 56
Donnie - 45
CHE_GUEVARA - 45
hmhm - 42
mind_auger - 42
3-G - 40
J_J - 40
This post has been edited by Skiamakia on 4 Jul 2010, 15:51