რა იმუნიტეტი მიანიჭა "საქართველოს ლეგიონმა" თავდაცვის სამინისტროს
"ცოტა ხნის წინ ქართველმა ვეტერანებმა მოძრაობა "საქართველოს ლეგიონი" შექმნეს. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გენერალი გია ყარყარაშვილია,
რომელიც ამ ეტაპზე ადამიანის უფლებების დასაცავად აპირებს ბრძოლას.

გენერალი მიიჩნევს, რომ უსამართლობის განცდით მყოფი ადამიანები სახელმწიფო უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნიან", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით
თუ საჭირო გახდა, გაგრაში ისევ მარტო გადავფრინდები / რა იმუნიტეტი მიანიჭა "საქართველოს ლეგიონმა" თავდაცვის სამინისტროს.
"ყველა ჩემი ინიციატივა ხალხის მოთხოვნაა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით წააგავს საქართველოს.
სამწუხაროდ, 1995 წლიდან უარესდება როგორც ქვეყნის, ასევე ჩემი მდგომარეობა. ამიტომ გადავწყვიტე "საქართველოს ლეგიონის" შექმნა. ისიც უნდა ვთქვა ხაზგასმით, რომ ჩემი განცხადება მხოლოდ ჩემია. მე ლეგიონის სახელით განცხადებებს არ გავაკეთებ. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ ლეგიონის წევრები იყვნენ დამოუკიდებელი. ამიტომ არ ვილაპარაკებ ლეგიონის სახელით. ჩემი განცხადება იქნება მხოლოდ ჩემი, რომელსაც ლეგიონის წევრები შესაძლოა ეთანხმებოდნენ კიდევაც. "საქართველოს ლეგიონში" ადამიანები სხვადასხვა მიზეზებით გაწევრდნენ. ზოგი აქ თანამებრძოლების ხსოვნის გამო მოვიდა, ზოგიც - წარსულის დაუფასებლობის გამო,
ნაწილი კი ლეგიონში ქვეყანაში გამეფებულმა უსამართლობამ და უპერსპექტივობამ მოიყვანა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ყარყარაშვილი.
"არ ვიტყოდი, რომ ლეგიონი ოპოზიციური მოძრაობა იქნება. "საქართველოს ლეგიონი" იქნება კრიტიკულად განწყობილი მოძრაობა... ლეგიონში თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი ხალხი გაწევრდა. სახელმწიფოს, როგორც ჩანს, არ სჭირდება გამოცდილი კადრები.
მე შევეცდები, ამ ადამიანებს თავიანთი ცოდნისა და პოტენციალის რეალიზებაში შევუწყო ხელი. მე ომშიც არ ვითხოვდი, რომ ჩემზე წინ ვინმე წასულიყო. გავლენის მოხდენაში თუ არ ჩაგვითვლიან,
თავდაცვის სამინისტროს რჩევებსაც მივცემთ. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ამ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება... თავდაცვის სამინისტრო იქნება ერთდაერთი უწყება, რომელსაც ჩვენგან ექნება იმუნიტეტი. ჩვენ თავდაცვის სამინისტროს არ შევეხებით, თუმცა შევეცდებით, ქვეყნისთვის სასარგებლო წინადაბები მივაწოდოთ. ამას კორექტულად გავაკეთებთ... თანამშრომლობა, სამწუხაროდ, არ გამოვა, თავდაცვის სამინისტრო ამას ალბათ არ ისურვებს, ის ისეთივეა, როგორიც დღევანდელი სახელმწიფო. ამის მიუხედავად, ლეგიონის ყველა წევრი შევთანხმდით, რომ ამ უწყების მიმართ არ ვიქნებით კრიტიკული. გეთანხმებით, ეს უსამართლობაა, მაგრამ ჯერ წესია და მერე - საქმე. იმ ოჯახს, რომელშიც ცხოვრობდი და შესისხლხორცებული იყავი, როგორც წესი, არ ლანძღავენ, მერე რა, ახლა ამ ოჯახიდან თუ გავშვილდით. წესი წესია და ამ შეთანხმებას აუცილებლად დავიცავთ", - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი.
"
http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-18082010.html
[B]ლიცემერი: მგრულში არის სიტყვა "უყვაშკარე" ე. ი. კაცი რომელსაც შუბლზე არაფერი (კარგი) არ აწერია, ანუ უნაწერო, რაც "უყვაშკარეს" ნიშნავს. ( სახოკია, ეთნოგრაფიული ნაწერები). "უყვაშკარეებმა" ჩააგდეს საქართველო ამ დღეში, მაგრამ მაინც არ გვეშვებიან ბ რ ი ყ ვ ე ბ ი. ყარყარაშვილიც ერთ-ერთი "უყვაშკარეა", ოღონდ ამდენს ვერ ხვდება ბეჩავი. This post has been edited by licemer on 18 Aug 2010, 13:14
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.