მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ სამომავლოდ.
პოს, ოპოსაც და რაც ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკულია საზოგადოებას ჰკიდია ლტოლვილების პრობლემა.
არა ამის დასამტკიცებლად არ გამიხსნია ეს თემა. პირიქით მეგონა ატყდებოდა ბურძაყი და თავპირის მტვრევა.
ერთ ერთი ფორუმელის თხოვნით ისევ იხსნება.
იუზერი
Silencio წერს:
ვიდეო და ფოტო მასალა არ მაქვს, მაგრამ მათთან ყოველდღიური უფლება მაქვს და აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ მათი უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია.
ალბათ იცით, ამჟამად ხორციელდება დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს დევნილებისთვის ალტერნატიული გრძელვადიანი საცხოვრებლების შეთავაზება. გეგმის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, შეგიძლიათ ამ ლინკზე გაეცნოთ:
http://mra.gov.ge/#index/205/GEOმოკლედ, კოლექტიური ცენტრები თითქოს გაარემონტეს, სინამდვილეში კი ზოგიერთ მათგანში ელემენტარული პირობები არაა შექმნილი:
1. წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს. ბინები "დასრულებულია", გაყვანილობას კი მომავლისთვის პირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთეს შემთხვევაში, სისტემას მოაწესრიგებენ, მაგრამ რემონტი თავიდან იქნება გასაკეთებელი, უარეს შემთხვევაში კი, ეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩება.
2. ძალიან ბევრგან რემონტი საერთოდ უხარისხოა. ბათქაში ცვივა, ნესტი ჟონავს, საღებავი კი, იმის გამო, რომ წყალ-წყალა იყო, უკვე ჩამოირეცხა.
3. ელექტრო ენერგია ჯერ კიდევ პრობლემაა ზოგიერთ საცხოვრებელში. სახელდახელოდ აქვთ მეზობელი კორპუსებიდან შუქი შემოყვანილი.
4. ბევრი დევნილი დაასახლეს ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც არათუ დასაქმების პერსეპქტივა არ არის, ბაზარიც არაა, რომ იქ ივაჭრონ დევნილებმა. ან კი რა უნდა გაყიდონ, როცა არც მიწის ნაკვეთი მიუციათ, რომ ბოსტანი მაინც გაეშენებინათ.
ეს რაც შეეხება საცხოვრებლებს. არც სხვამხრივაა სახარბიელო მდგომარეობა. პირველ რიგში ეს ეხება ინფორმაციულ ვაკუუმს. წარმოიდგინეთ, ხალხი ცხოვრობს შენობებში, რომელშიც ელემენტარული იატაკი არაა და პირდაპირ მიწაზე ცხოვრობენ, აწვიმთ, მხოლოდ ერთი ნათურა უნთიათ მეზობლისგან გადმოყვანილი შუქით, სააბაზანო საერთოად არ აქვთ, ამ პირობების გამო დაავადდნენ და ამას ისიც ემატება, რომ შენობის პატრონი (კერძო მესაკუთრე) გასახლებით ემუქრებათ. მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ იქ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმა ეხება მხოლოდ სახლმწიფო შენობებში ჩასახლებულ დევნილებს და კერძო სექტორში ჩასახლებულებს 2011-ში მიხედავენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს XXI საუკუნეში ხდება.
This post has been edited by წრაწიკიჩი on 20 Aug 2010, 17:31