#21223721 · 22 Aug 2010, 01:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინასწამეტყველებების ბიუროში ალბათ მიხვდით, რომ ლელა-კაკულიას ჟურნალს არ ვგულისხმობ. უბრალოდ ხომ უნდა იყოს რამე დაწესებულება ან კანტორა ან შ.პ.ს. ან ინდმეწარმე, რომელიც ქვეყანაში და მის გარეთ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების სცენარებს ჩამოაყალიბებს და შავი დღისთვის შეინახავს, რომ ვინიცობაა და რამე რომ იყოს, ვინმემ ეს ნაშრომი გადმოხსნას თაროდან და რამე ინსტრუქცია მაინც ჰქონდეს. როდემდე შეიძლება, რომ იმპროვიზირებულ რეალობაში ვცხოვრობდეთ?
ჩემი აზრით ასეთი ინსტიტუტები არსებობს საზღვარგარეთ და შიგადაშიგ დებენ თვიანთ ნაკვესებს მსოფლიოს დასანახად.
მაგალითისთვის: კონდოლიზა რაისის მის ყოფილ თანამდებობაზე არჩევის მიზეზი მეტწილად ის იყო, რომ ამ ქალმა რუსეთის შესახებ იმაზე მეტი იცოდა ვიდრე სხვა კანდიდატებმა. მას ჰქონდა შექმნილი მთელი ნაშრომები რუსეთის შესახებ და თეთრი სახლის მამებმა ჩათვალეს რომ ასეთი ქალი ასეთი გამოცდილებით სასარგებლო იქნებოდა.
ხოდა ჩვენთანაც რომ გაიხსნას რამე მსგავსი, კარგი იქნება, ოღონდ ნუ დამანახებთ იმ დაწესებულებაში, ღიპიან ლექტორებს შესვენებებზე სოფლიდან ჩამიტანილ ღვინოს რომ აგემოვნებენ ან არაყს ურტყავენ და დომინოს თამაშობენ.
--------------------
YOU DESTROY YOUR ENEMIES, WHEN YOU MAKE FRIENDS WITH THEM
|