თუ მსგავსი არის სექმნილი მოდრო, გთხოვ ნუ წამიშლი უბრალოდ გადაიტანე იქ
მოკლე ისტორია, მამაჩემმა 1964 წელს იყიდა ფართობი, უფრო ზუსტად ბინა, იტალიურ ეზოში. მაგრამ არანაირი ნასყიდობის ფურცელი არ გაკეთებულა, არც ნოტარიუსი და რამე (მგონი მაშინ საერთოდ არ იყო ეგ). ფულის გადახდის სანაცვლოდ პატრონმა მამაჩემი ჩაწერა როგორც მუდმივი მაცხოვრებელი ბინის წიგნში და მიაკუთვნა ნაყიდი ოთახი, როგორც ვიცი ასეთი სატატუსის ადამიანი იმავე უფლებებიტ სარგებლობდა მაშინ რითაც ბინის მეპატრონე. შემდეგ მამა დაოჯახდა, ცოლშვილის პატრონმა ნელნელა მოიმატა ფართობი ეზოში, თითო კვადრატულ სანტიმეტრში რიგრიგობით ფული გადაიხადა და შემდეგ ფართი მიაშენა. შემდეგ საბჭოეტი დაიშალა, როგორც ვიცით საბჭოეთის დროს თბილისში მიწა სახელმწიფო საკუთრება იყო, ხო და ჩემმა მეზობელმა დაიკანონა ეზო და მის პერიმეტრზე არსებული ყველა ნაგებობა საკუთრებაში, მათ შორის ჩვენი სახლიც. ეს მოხდა 1997 წელს, იყო ჩუმად და არაფერი გამიგია, შემდეგ 2002 წელს მოვიდა სამშენებლო კომპანია და იქ გაირკვა რომ თურმე ამ ადამიანს ყველაფერი მიუსაკუთრებია. თვითონ მშენებელი ჩვენთან მოვიდა მოლაპარაკებაში და ჩვენ რაღაც გარკვეულ ფართობზე შევტანხმდით. მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ამ მესაკუთრესთან, იმიტომ რომ ბევრი ფართობი მოითხოვა, ეზოს ანგარიშობს ახლაც როგორც ბინას, ანუ ისევე ითხოვს როგორც ბინიდან, 1 კვმ ეზოზე იტხოვს სადღაც 0,7კვმ ბინას მაინც. ეზო მთლიანად არის სადღაც 700 კვმ. შემდეგ მოვიდა სხვა მშენებელი, რომელიც ტვითონ ამ კაცმა მოიყვანა, ამ ახალმა მშენებელმა (რომელმაც ფირმა რომლითაც წარმოგვიდგა მოსვლიდან 1 წელში დაარეგისტრირა

) "მოახერხა" ამ კაცთან მოლაპარაკება და როგორც ამ კაცს უნდოდა ისეთი ფართობი გაუფორმა ხელშეკრულებიტ, მეც დამიდო ხელშეკრულება, შემდეგ კრიზისი დაემთხვა 2008 2009 ში და ამან თქვა ფული არაა და ვერ ვაშენებტო. ხო და ახლა მიდის ერთი დავიდარაბა, ამ კაცს უნდა ისევ ისე მიიროს ბინა როგორც ითხოვდა ანუ სადღაც 800 კვმს ითხოვს. რასაც არავინ არ მისცემს. ამის გამო ეს ადამიანი შემოდის კონფლიქტში ჩემთან და ჩემნაირი სტატუსის სხვა მეზობლებთან, რომ მე მეკუტვნის მიწაო და მე უნდა მივიღოო მეტიო, ტქვენ რაც გაქვთ ფართობები იმაში გადადითო, მე პირადად 48 მაქვს, და არანაირად არ მიღირს იმავე ფართობის კორპუსის ბინაში გადასვლა. 4 სული ვართ და 1 იქედან ინვალიდია 1 ჯგუფის. ამ კაცმა კიდე დაგვემუქრა რომ თუ ჩაშლით ახალ ხელშეკრულებასო მაშინ გაგასახლებთ აქედანო. მიდგება ატსტუპნიკის კანონით.
ახლა მე რა უფლებები მაქვს ამ სიტუაციაში?
მე რომ გავასაჩივრო ის 1997 წლის პრივატიზაციის ოქმი არ მაქვს უფლება? იმ სასამართლოს დადგენილებაში წერია რომ იმის გამო რომ ამ ადამიანს არ ყავს მომდავებელი პირი, დაუკანონდეს ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთი საკუთრებასიო, ჩვენ მთელი ოჯახი ვიყავით საბინაო წიგნში ჩაწერილები როგორც მუდმივი მაცხოვრებლები, ვიხდიდით დენის წყლის და გაზის გადასახადს.
როგორც ვიცი ამ ადამიანს უნდა მიეღო ჩვენგან თანხმობა ამ ეზოს პრივატიზაციაზე. რაც პირადად ჩემი ოჯახიდან არ მიუღია. არც ერთ ჩვენთაგანს არ მოგვიწერია ხელი არანაირ მსგავს დოკუმენტზე (მთლად გიჟი უნდა ვყოფილიყავი ეგ რო მექნა)
ამიტომაც მაინტერესებს, მაქვს თუ არა საშუალება გავსაჩივრო ზემოთ ხსენებული ოქმი
მინდა დავიკანონო ჩემი საკუთარი სახლი და ეზოს წილი (თუ მეკუთვნის რა თქმა უნდა). და რა საშუალება არსებობს და რა შანსები მაქვს ამისი თუ შეიძლება რომ ამიხსნათ, ადვოკატთან მისვლამდე. საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დავა?
ან ატსტუპნიკის კანონით ვის აქვს უპირატესობა მესაკუთრეს თუ მფლობელს? ეს მაწვება ჩემზეა უპირატესობაო და როცა მინდა გადაგიხდიო იმ 75% და გაგაგდებ ეზოდანო.
მოკლედ მიშველეეეეეეეეეეეეთ მირჩიეთ რამე რა თორე გასკდა გული კაცო