#21238197 · 23 Aug 2010, 10:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესოა. თუ ყველაფერი ამ სტატიაში სიმართლეს შეესაბამება (და ლოგიკის მიხედვით სიმართლე უნდა იყოს), მაშინ ეს სტატია უნდა განვიხილოთ როგორც მეთოდოლოგია. ანუ იგივე რანგში რა რანგშიც ჯარისკაცის წვრთნის, ტაქტიკის ან შეიარაღების შერჩევის მეთოდიკა...
სხვათაშორის საინტერესოა ამ კონტექტსტში აფხაზეთის და აგვისტოს ომების გამოცდილება... სადაც უკვე ისტორიული ფაქტია, რომ უშუალოდ ქვეითი ცოცხალი ძალის ეფექტურობა (როგორც ერთ, ისე მეორე მხრიდან) ძალიან დაბალი იყო ძირითად შედეგს არტილერია და სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელება იძლეოდა. ისე საინტერესოა, თუ ჩვეულებრივი ქვეითებიდან მხოლოდ 2% იბრძვის, მაშინ ბრიგადის 2000 კაციდან გამოდის რომ სულ რაღაც 40 კაცამდეა ეფექტური მკვლელი-მებრძოლი. ანუ პრაქტიკულად ქვითი ბრიგადიდან 1 ოცეული მხოლოდ. ისე რამდენიმე საინტერესო ფაქტი კიდევ. 1. პრაქტიკულად ყველგან და ყოვეველთვის, ნებისმიერ არმიაში და მათ შორის ქართულ ჯარშიც საშუალო სტატისტიკური ჯარისკაცი კლავს არა სამშობლოსათვის არამედ საკუთარი თავის და გვერდითმდგომის გადასარჩენად (კუთხეში მიმწვდეული მხეცის ინსტიქტის მსგავსის ამუშავება). ამ მოვლენის სხვა ასპექტია ის რომ ყველას თუ არა აბსოლუტურ უმრავლესობას ეშინია და მთავარი მიღწევა ამ შიშის აგრესიად გარდაქმნაა და იმის გამო რომ ეს ნორმალური მოვლენა არა არის იწვევს კიდეც ფსიქიკურ ტრავირებას მანამდე ფსიქიკურად ჯანმრთელ ჯარისკაცებში. 2. ნაკლებად გაწვრთნილი მებრძოლების "სიყვარული" ავტომატური ჯერით დაუმიზნებელი სროლისადმი. 3. ქვეითი ნაწილების ეფექტურობის ზრდა იქ და მაშინ როდესაც ამ ქვეითი ნაწილების უმრავლესობა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას რეალურად არ მიიჩნევს ადამიანად ან სიძულვილს ყავს ატანილი. 4. რეალური საბრძოლო (არა სამხედრო არამედ უშუალოდ საბრძოლო) გამოცდილება გამოიხატება ძირითადად 2 რამეში. კონკრეტულად ჯერ უნარის სემუშავებაში რომ ხიფათის დროს შეინარჩუნოს ადეკვატურობა და საღი აზრი და ამის შემდეგ და რაც გაცილებით იშვიათი და ძნელად გამოსამუშავებელია ის რომ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება აღიქვას როგორც ჩვეულებრივი სამუშაო რომელიც უნდა შესრულდეს.
This post has been edited by tezam on 23 Aug 2010, 10:56
--------------------
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti 炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა, კაცის გულს - დარდი, იარა.
|