ბოროტად ვსარგებლობ მოდერატორების კეთილგანწყობით აისის მიმართ და რახან დრო მოვიდა, ტრადიციულად ვხსნი ამ თემას ...
აისის ოფიციალურ პოზიციას ამ თემაში და ზოგადად ამ ფორუმზე ექსკლუზიურად მოგაწვდით მე
-------------------
11 სექტემბერს ღია კარის დღით იწყება საბაზისო საბრძოლო და სალაშქრო მომზადების I კურსი, რომელიც დასრულდება 10 ოქტომბერს. I კურსს მოყვება II კურსიც, რომელიც დაახლ 2,5 თვე გაგრძელდება.
I კურსზე ძირითადად შეისწავლით სალაშქრო საქმეს და ტოპოგრაფიას.
იქნება 5 თეორიული დღე და 6 საველე გასვლა.
სარეგისტრაციო ანკეტა
კურსზე სარეგისტრაციო ანკეტა: ზოგადი ინფორმაცია :
კურსზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი. ამ ეტაპზე შეგვიძლია მაქსიმუმ 60 მსმენელის მიღება. 17 წლის მოქალაქეები დაიშვებიან გასაუბრების შემდეგ, მშობლების წერილობითი ნებართვით.
თეორია ჩატარდება საღამოობით (18:30 და 19:00 სთ-ზე), კვირის შუა დღეებში, პრაქტიკული სწავლებები და ლაშქრობები მოეწყობა კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.
I კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი დაიშვება II კურსზე სადაც შეისწავლის სახმელეთო ნავიგაციას და სამხედრო საქმეს. II კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი ჩაირიცხება სამხედრო სიმულაციის (Milsim) სექციაში. სადაც გაიღრმავებს ცოდნას და შეინარჩუნებს ფიზკურ ფორმას სპეციალური პროგრამების მიხედვით.
: მინიმალური ეკიპირება :
ზურგჩანთა, საწვიმარი და სასურველია სამხედრო ფეხსაცმელი. ეკიპირების შერჩევა/შეძენაში დაგეხმარებით.
: კურსზე მოხვედრის წესი :
კურსზე მოსახვედრად უნდა შეავსოთ შემდეგი ონლაინ ანკეტა: შეავსეთ Online ანკეტა!
თუ ტექნიკური პრობლემის გამო გამოგზავნა შეფერხდება, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@aisiforce.org
: ვის გამოადგება აისის სასწავლო პროგრამა :
1). სამხედრო და სალაშქრო საქმით დაინტერესებულ ადამიანებს.
2). ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის დაწყების მსურველებს - მიიღებთ საბაზისო ცოდნას და საკუთარ თავს გამოცდით შესაბამის სიტუაციებში.
3). ფიზიკურად და მენტალურად გაკაჟების მსურველებს.
4). თანამოაზრეების გაცნობის და ქართული საქმის კეთების მსურველებს.
: აისის ოფიციალურ გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები :
რეკრუტი ვალდებულია დაემორჩილოს მეთაურის კანონიერ ბრძანებებს.
იკრძალება ალკოჰოლის (ლუდიც) გასვლებზე წამოღება და გამოყენება (გარდა სამედიცინო დანიშნულებისა).
ნარკოტიკის, ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება კურსიდან.
აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება, ნაგვის დაყრა და შინაური ცხოველის წამოყვანა.
სასურველი არ არის ხმაური და ბილწსიტყვაობა.
--------------------------------------
აისის ოფიციალური საიტი
http://www.aisiforce.orgინფორმაცია I კურსზე
http://www.aisiforce.org/nakadi.htmlახალი ამბები
http://www.aisiforce.org/word/?cat=7ფოტოგალერეა
http://www.aisiforce.org/word/?cat=8