მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამია:
http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-16092010.html"ქართველები ვართ ფარისევლები და რაც გვჭირს, ჩვენი ფარისევლობის გამო გვჭირს - დღესაც ვფარისევლობთ. შეუძლებელია უცხო ქვეყნის აგენტი იყოს დიდი მამულიშვილი. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ რუსეთის დაზვერვის ერთ-ერთი დასაყრდენი ყველაზე დიდი მამულიშვილად დაგვიხატეს - მეც ფარისეველი ვარ და ამიტომ ვერ გაგიმჟღავნებთ. დღევანდელი ხელისუფლებისა და სააკაშვილის მოყვანაში იმ გავლენის აგენტს, რომელზეც მოგახსენებდით, ლომის წილი მიუძღვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია.
"ციხის შემდეგ აზრი აბსოლუტურად არაფერზე შემცვლია. მე ამ ცხოვრებას არ მოვწყვეტილვარ. ჩემი ადვოკატის მეშვეობით ვმონაწილეობდი პარტიის ცხოვრებაში და შესაბამისად, ქვეყნის ცხოვრებაში. სააკაშვილი აუცილებელი იყო, თუმცა რასაც ვხედავ, გაკეთებულია ძალიან ნაჩქარევად - ჩვენს ხელისუფლებას გამოცდილება არ აქვს. იქნება სააკაშვილი და გამოცდილებასაც უფრო მეტსა და მეტს მიიღებს. ნერვული სისტემის მიხედვით სააკაშვილი არის ე.წ. "ქოლერიკული ტიპი" - ძლიერი, მოძრავი, გაუწონასწორებელი. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ სააკაშვილი არის ძლიერი, მოძრავი გაუწონასწორებელი. ის იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს ეპოტინება, მოძრავია. სააკაშვილმა თვითონ არ იცის, რას მოიმოქმედებს - ჩვენ როგორ შეიძლება ვიცოდეთ. მაგრამ თუ შეცდომა დაუშვა, შემდეგ ასეთი ტიპი ნანობს, ცდილობს გამოასწოროს და ასწორებს კიდეც იმიტომ, რომ `ქოლერიკული ტიპი" ძლიერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია.
"რაც შეეხება ომში ჩართვას, ვრცელი თემაა, მაგრამ გეტყვით, რომ ესეც საჭირო იყო. ეს იყო რუსეთის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რუსეთი მთელ საქართველოში უნდა შემოსულიყო, არ უნდა გაჩერებულიყო. რაღაც-რაღაცები რაღაცად უნდა დაგვიჯდეს - აბა, ისე არაფერი კეთდება... გაკეთდა - რუსეთის სახე გამოჩნდა და კიდევ ბევრი რამ გამოჩნდა. რასაკვირველია, რუსეთი მთელი მისი არსებობის განმავლობაში ჩანდა, რაც იყო, მაგრამ დღეს საჭირო იყო ეს ევროპას დაენახა. ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ინსტიტუტებს ყველაფერი უნდა დაენახათ, მიმხვდარიყვნენ, რომ რუსეთი აგრესიაზე წამსვლელია", - აცხადებს ვაჟა ადამია და შეკითხვას - "ევროპას რუსეთის სახე დავანახვეთ, მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? ევროპა ისევ შეეგუა აგრესიულ პოლიტიკას" - პასუხობს:
"ჩვენ მივიღეთ საწყისი, საქართველოს ფედერალური მოწყობისთვის. ვიღაც ფიქრობს, რომ ფედერალური მოწყობა საქართველოსთვის გამოსავალია. მერაბ კოსტავას საზოგადოებაში უნიტარისტები ვართ. მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველო ფედერალიზმისკენ მიდის, ეს პროცესი შეუქცევადი ხდება. შემოგვთავაზებენ კონფედერაციას, მაგრამ ჩვენ ფედერაციულ მოწყობაზე დავთანხმდებით. არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, ოსეთი-ალანია შემოვა ჩვენს შემადგენლობაში. ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ყაბარდოც შემოვა - როცა რუსეთი დაიშლება ძალიან მალე! დიახ, მალე - ისტორიისთვის რამდენიმე წელიწადი არაფერია. ახლა 2010 წელია. რუსეთის დაშლის პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. ამას ზოგი ხედავს, ზოგი ვერ ხედავს".