simensfunმე რამდენადაც ვიცი, ეგ დაავედება იკურნება, ურთიერთობებში გახსნილობა გავარჯიშებადია

თავიდან დაიწყე, გადი ქუჩაში და ერთი 5 გოგოს კითხე უცნობს რომელია საათიაო.
მერე შემდეგ 5-ს ისიც დაუმატე ძალიან ლამაზად გამოიყურებით-თქო

მერე შემდეგ ხუთს შეიძლება თქვენი სახელი გავიგო თქო

ასე მიყევი სანამ ტელეფონის ჩაწერამდე არ მიხვალ
იარე კლუბებში და ეცადე შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი გაიცნო რეალურად, დაპატიჟე სასმელზე და რავი, იყავი თავდაჯერებული, შენი რა მიდის, გარწმუნებ არც ერთი ქალი გაცნობის მცდელობისთვის მეორე დღეს დაქირავებულ მკვლელს არ გამოგიგზავნის

ყველაფერი არის პრაქტიკა, თავიდან უმეტესად კრახით მთავრდება მსგავსი ქმედებები, მაგრამ ნელნელა დაამუღამებ რა უნდა თქვა, რა არა და ა.შ

თუ მაინცდამაინც კატასტროფად გეჩვენება ეს ყველაფერი, ვირტუალურად უფრო გახსნილი ვარო და skype me და მისი ჯანი

გაიცანი, დაუახლოვდი და გამოაერთვი ნომერი, შეხვდი და ეცადე ვირტუალური მე რეალურში გადმოიტანო