მინდა ყველამ წაიკითხოს და მერე თუ მოგინდებათ წაშალეთ.
"როგორც ესქილე და სოფოკლე ძველ საბერძნეთში ან რიხარდ ვაგნერი თანამედროვე ხელოვნებაში,ბეთჰოვენის "საგმირო სიმფონია",ბერლიოზის "ფაუსტის შეჩვენება და "რექვიემი".ბრამსის "ტრაგიკული უვერტიურა",ლისტის "კონცერტი" და ვაგნერის"ტანჰეიზერის" და "ტრისტან და იზოლდას" უვერტიურები ისე მოქმედებენ,თითქქო ტრაგიზმი ხვედრი იყო თვით მსოფლიოს მეტაფიზიკური შინაარსისა;ტითქო ხმები მოგვითხრობენ ამ უსახელო,მასგან უდიდესი არსების სამარადისო მრელვარებაზე,ტანჯვაზე,გამარჯვებასა და დამარცხებაზე,უმიზეზო და უმიზნო ლტოლვაზე.
ასეთივეა ბარათაშვილის ტრაგიზმი,მისი მერანი უგზოუკვლოდ ფრენა,მისი გიჟური ლტოლვა,იგი იტანჯება მუდმივი დაუკმაყოფილებელი წყურვილით.იგი მუდმივად ცდილობს საზღვრებიდან გადმოსვლას..."და აშშ.
ვფიქრობ ბარათაშვილზე აქცენტი (რომელიც შემდეგ გრძლედებოდ)დაღუპავს ამ თემას.
მოდით ვისაუბროთ არა მარტო ბარათაშვილზე,არამედ ბაირონზე,ლერმონტოვზე...ანუ რომანტიზმზე და მის ანალოგიებზე ანუ პარალელებზე მსოფლოს კლასსიკური მუსიკის ისტორიაში.
თქვენთვის რომელი სიმფონია ან უვერტურაა ამის მკვეთრად გამომხატველი?
ხანდახან კარგ ლექსს შეუძლია ისეთივე სამსახური გაუწიოს რომელიმე საშუალო რომანს,როგორც ქონის პაწია ნაჭერმა მჭლე ძეხვს.
მონასტრის კედლებში ბერი ორი კვერცხის საფასურიც არ ღირს ,მის კდელებს გარეთ კი სამ ათეულ კვერცხსაც არ დაინანებს კაცი(latinuri gamotqmaa)