#21259158 · 24 Aug 2010, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა კავშირი აქვს სკანდალში გახვეულ კომპანიასთან კობა ბექაურს? სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის მთავარი მონაწილე პროექტს ტოვებს
რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
ისრაელის კომპანია "აშტრომ ინტერნეიშენალის" საქმიანობას შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო დეპარტამენტი სწავლობენ. კომპანიას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის მთავარი მონაწილეა, პროექტს ატოვებინებენ.
მიზეზი კი „აშტრომის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა. პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, ებრაული კომპანია სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულებას ვერ ახერხებდა, ამიტომ „აშტრომს“ ისეთი კომპანია ჩაანაცვლებს, რომელიც სამუშაოებს უფრო სწრაფად განახორციელებს. სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის პროექტი, ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 203 მილიონი დოლარია და ის ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 223 კილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები "აშტრომ ინთერნეიშენალი", გერმანულ-ქართული "პაპენბურგ ბლექ–სი ჯგუფი", ასევე ორი აზერბაიჯანული კომპანი ახორციელებენ. სამუშაოები 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
“აშტრომის” სახელს დღევანდელი ქართული ბეჭვდური მედია სკანდალურდ ცნობილ ყოფილ პარლამენტარს კობა ბექაურს უკავშირებს.
--------------------
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!!
შეიკარი ,,რემენი''–,,პრეჟდევრემენი''.
ქვეშევრდომი გაპატიებს მამის მოკვლას, მაგრამ არ გაპატიებს ქონების წართმევას და ქალის წაგვრას@ მაკიაველი
|