საფეხბურთო კლუბი ვალენსია კლუბის სრული სახელწოდება:
Valencia Club de Fútbol ზედმეტსახელები:
Los Murciélagos (ღამურები), Naranjas (ნარინჯისფერები), Los Ches (მეგობრები, ადამიანები ვალენსიას რეგიონიდან) დაარსების თარიღი:
1919 მოედანი:
Mestalla (მესტალია) ტევადობა:
55 000 პრეზიდენტი: მანუელ ლიორენტე მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი ოფიციალური ჰიმნი: კლუბის დაარსების შესახებ: 2010 წლის 18 მარტს,საფეხბურთო კლუბმა ვალენსიამ თავისი არსებობის 92 წლის ათვლა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდად ითვლება, გუნდის გულშემატკივრებს გვაქვს მოსაგონიც, გულდასაწყვეტიც და გასახარიც.
…და რას წარმოიდგენდნენ კლუბის დამფუძნებლები, რომ მათ მიერ დაარსებულ გუნდს, რამდენიმე ათეულ წელიწადში უამრავი გულშემატკივარი ეყოლებოდა მსოფილო მასშტაბით და ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდებისთვის და უფრო მეტიც–თავის სახელსაც ჩასწერდა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ყველაფერი კი ბარსელონას ქუჩაზე მდებარე ბარ „ტორინოში“ დაიწყო. მაგიდას შემომსხდარი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები, საფეხბურთო კლუბის შექმნაზე მსჯელობდნენ. ამ იდეის სულის ჩამდგმელი კი მადრიდიდან ახლად დაბრუნებული, 26 წლის ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი გახლდათ.თავდაპირველად მელიგომ და და მისმა მეგობარმა-მედინამ, განიზრახეს შეექმნათ საფეხბურთო გუნდი, რომელიც არათუ კონკურენციას გაუწევდა იმ დროს ვალენსიის ავტონომიაში არსებულ გუნდებს, არამედ გახდებოდა ლიდერი მთელი რეგიონისა. მათმა მეგობრებმა კი მოიწონეს ეს აზრი და შესაბამისი მოთხოვნა გააგზავნეს ავტონომიის საბჭოში, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ საფეხბურთო კლუბის შექმნა. პასუხი 18 მარტს მოვიდა. ავტონომიის მთავრობა თანახმა იყო. ასე
დაარსდა ახლა უკვე ოფიციალურად Valencia Club De Futbol.
გუნდის მმართველ საბჭოში შედიოდნენ: გონსალო მედინა, პასკუალ გასკო ,ხულიო გასკო, ფერნანდო მარსალი, სალვადორ ალიაგა და პეპე ლიორკა.
გადასაწყვეტი იყო გუნდის პრეზიდენტის ვინაობა,არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთებულიყო,ან მელიგო–ან მედინა,ეს არჩევანი კი ყველასთვის მძიმე გასაკეთებელი იყო. როგორც მოგვიანებით მელიგოს შვილი ოქტავიო მელიგო ალონსო განაცხადებს ერთერთ რადიოსთან ინტერვიუში, გუნდის საბჭოს წევრები,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და კარგად იცოდნენ თუ როგორ იქცეოდა მელიგო როდესაც არჩევანის გაკეთება უჭირდა და მათაც გადაწყვიტეს მიებაძათ მისთვის–მონეტა ააგდეს და მას მიანდეს განესაზღვრა „ვალენსიას“ პირველი პრეზიდენტის ვინაობა. ასე გახდა ოქტავიო აუგუსტო მელიგო დიასი საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პირველი პრეზიდენტი.
მეორე ქმედება რაც დამფუძნებლებმა განახორციელეს,ეს გუნდის ეკიპირება და ფერთა შერჩევა იყო. ამაზე დიდ ხანს არ უკამათიათ. მაშინვე გადაწყვიტეს–შავი შორტები და თეთრი მაისური. და რაღა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი–გუნდის შემადგენლობა. სხვადასხვა გუნდიდან გადმოიბირეს ფეხბურთელები.ვალენსიას პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ხულიო გასკო(ლო რატ პენანტი), ამადორ პერისი (ესპანია), პინიოლი და მარინი (ორივე საგუნტო), კუბელისი და კოლომერი (ორივე ალჯიროსი), ფერნანდესი (ლევანტე), ალიაგა,ლიობეტი და მარსალი (ესპანიოლი), მარკო (გოდელია) და გომეს ხუანედა (რეხიონალი).
ყველა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდის ოფისში,რომელიც თავდაპირველად იმავე ბარ ტორინოს,იმავე მაგიდასთან იყო სადაც გუნდი დაარსდა, მოგვიანებით კი–იქირავეს ფართი ბარსელონას ქუჩაზე. ასე დაიწყო დიდი გუნდის - დიდი ისტორია.
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი
(6): 1941/1942, 1943/1944, 1946/1947, 1970/1971, 2001/2002, 2003/2004 ესპანეთის თასის მფლობელი
(7): 1941, 1949, 1954, 1967, 1979, 1999, 2008 ესპანეთის სუპერ თასის მფლობელი
(1): 1999 უეფას სუპერთასის მფლობელი
(2): 1980, 2004 უეფას თასის მფლობელი
(3): 1961/1962, 1962/1963, 2003/2004 თასების მფლობელთა თასის მფლობელი
(1): 1979/1980 ინტერტოტოს თასის მფლობელი
(1): 1998 სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული
(2): 1930/1931, 1986/1987 შემადგენლობა: "პიჩიჩის" მფლობელი ვალენსიელები: 1.
მუნდო - 1941/42 (27 გოლი) 1943/44 (27 გოლი)
2.
რიკარდო - 1957/1958 (19 გოლი)
3.
ვალდო - 1966/1967 (24 გოლი)
4.
კემპესი - 1976/77 (24 გოლი) 1977/78 (28 გოლი)
ტელმო სარას პრიზის სამგზის მფლობელია დავიდ ვილია 2005-06, 2006-07 და 2008-09 წლებში.
"სამორას" მფლობელი ვალენსიელები: ეისაგუერე - 1943/44 (32 გაშვებული გოლი)
ეისაგუერე - 1944/45 (28 გაშვებული გოლი)
გოიო - 1957/58 (28 გაშვებული გოლი)
აბელარდო -1970-1971(19 გაშვებული გოლი)
მანსანედო - 1978/79 (26 გაშვებული გოლი)
ოჩოტორენა - 1988/89 (25 გაშვებული გოლი)
კანისარესი - 2000/01(34 გაშვებული გოლი)
კანისარესი - 2001/02 (23 გაშვებული გოლი)
კანისარესი - 2003/04 (25 გაშვებული გოლი)
ლოგოების სახეცვლილება: ვალენსიას ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.valenciacf.com თემა ეძღვნება ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ მეკარეს სანტიაგო კანისარესს სრული სახელი: José Santiago Cañizares Ruiz დაბადების ადგილი: პუერტოლიანო, ესპანეთი დაბადების თარიღი: 18 დეკემბერი 1969 წელი სათამაშო პოზიცია: მეკარე მიღწევები ვალენსიაში: ესპანეთის ჩემპიონი (2): 2001/02, 2003/04 ესპანეთის თასი (2): 1998/99, 2007/08 ესპანეთის სუპერთასი (1): 1999 ესპანეთის სუპერთასის ვერცხლის პრიზიორი (2): 2002, 2004 ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის პრიზიორი (2): 1999/2000, 2000/01 უეფას თასი (1): 2003/04 ეუფას სუპერთასი (1): 2004 ინტერტოტოს თასი (1): 1998 პირადი მიღწევები: "სამორას" მფლობელი (3): 2000/01, 2001/02, 2003/04 ვალენსიას შემადგენლობაში თამაშობდა 1998/2008 წწ. სადაც ჩაატარა 446 მატჩი წინა თემის ლინკები:
VALENCIA FAN CLUB Vol: 1 VALENCIA FAN CLUB Vol: 2 VALENCIA FAN CLUB Vol: 3 VALENCIA FAN CLUB Vol: 4 VALENCIA FAN CLUB Vol: 5 VALENCIA FAN CLUB Vol: 6 Valencia Club De Futbol Vol: 7 Valencia Club De Futbol Vol: 8 Valencia Club De Futbol Vol: 9 Valencia Club De Futbol Vol: 10 Valencia Club De Futbol Vol: 11 Valencia Club De Futbol Vol: 12 Valencia Club de Fútbol Vol: 13 Valencia Club De Futbol Vol: 14 Valencia Club De Futbol Vol: 15 Valencia Club de Fútbol Vol: 16 Valencia Club de Fútbol Vol: 17 Valencia Club de Fútbol Vol: 18 Valencia Club de Fútbol Vol: 19 Valencia Club de Fútbol Vol: 20 Valencia Club de Fútbol Vol: 21 Valencia Club de Fútbol Vol: 22 Valencia Club de Fútbol Vol: 23 Valencia Club de Fútbol Vol: 24 Valencia Club de Fútbol Vol: 25 თემის პირველი პოსტი მინდა დავასრულო სიტყვებით:
ვალენსია ახალ სიცოცხლეს იწყებს! ©
21. nikollo სკაინეტა www.valenciacf.es www.ciberche.net რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი