ერთი გოგო მოწონს, იმასაც მოვწონვარ, ჯერ სიერიოზულად არ არის საქმე, მაგრამ ყველაფერი იქეთ მიდის რომ ჩემი გოგო გახდება.

ხოდა კითხვა უყვარს და მინდა რამე ვაჩუქო რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს და დაგვაახლოებს ან ჩემს თავს გაახსენებს ან დამაკავშირებს ხოლმე რამენაირად...

რავი, რჩევის მოცემა რომ გაგიადვილდეთ გეტყვით რომ 22 წლის არის, ლამაზია, მუსიკის მოსმენა უყვარს (ნაუშნიკები უკეთია და წიგნს ეგრე კითხულობს ხშირად, ცოტა გიჟია ჩემსავით) და საკმაოდ ჭკვიანია, ასე რომ ეს გაითვალისწინეთ.
ბოლოს რემარკის ტრიუმფალურ თაღი წაიკითხა (ძალიან მოეწონა) და რომ მორჩა ნამტირალევი თვალებით მოვიდა რამე მომეცი წავიკითხოო და ცვაიგის მოუთმენლობა გულისა მივეცი, ეხლა მაგას კითხულობს.
პ.ს. იმედია არასწორ მოტივებს არ მომაწერთ ზემოთ რაც დავწერე ამ გოგოს შესახებ, უბრალოდ ვიფიქრე თუ ტიპაჟს დავახასიათებდი უკეთ შემარჩევინებდით წიგნს.
პ.პ.ს. მოდერ ეს თემა კი იმისთვის გავხსენი რომ ამ შემთხვევაში მირჩიონ რამე, მაგრამ მერე შეიძლება სათაური შეუცვალო ზოგადად წიგნის ჩუქების თემად გადაკეთდეს და მეც კმაყოფილი ვიქნები და შენც...
იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი?