Tvitmarkvia Kle
უარმყოფელი

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 487
წევრი No.: 113317
რეგისტრ.: 21-February 10
|
#21318503 · 28 Aug 2010, 13:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მომინდა თემის გახსნა გთავაზობთ ამონარიდს ჟაკ დერიდას(1930-2004) ესსედან ‘’მეგობრობის პოლიტიკა’’. თემა ეხება მეგობრობის ფსიქოლოგიას და პოლიტიკას. ვდებ მეგობრობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ესსეს თარგმანს. ტექსტი ცოტა რთულია, მაგრამ არც ისე რომ ვერ გაიგოთ.
‘O mes amis, il nul amy.’ `მეგობრებო, მეგობრები არ არსებობენ(მეგობარი არ არსებობს)'. ამგვარი მომართვით პრაქტიკულად არაფერი მითქვამს. აზრის ჩამოყალიბებას ტექსტის განმავლობაში ვეცდები. ზემოთ მოყვანილი წინადადების ორი მხარე თითქოს ურთიერთშეუსაბამოა. მეტიც, წინადადება საწყისშივე ურთიერთგამომრიცხავ ორ აზრს გამოხატავს. ოდნავ გაუგებარს და არქაული იერის მქონე ციტატას(`მეგობრებო, მეგობრები არ არსებობენ') ვრცელი ისტორია აქვს. თავის დროზე, ჩემმა თანამემამულემ _ მიშელ მონტენმა გამოიყენა ფრაზა, რომელსაც მისი თქმით არისტოტელე ხშირად მიმართავდა. არისტოტელემდელი ავტორი უცნობად რჩება წყაროების არარსებობის გამო. ცნება `მეგობრობის' გარშემო მედიტაცია, იმავდროულად ციტატის კონტექსტის შესწავლას საჭიროებს. საუბრის განმავლობაში შევეხებით მოვლენებს: მეგობრის სიკვდილს, მტკიცებულებებსა და მოგონებებს. არისტოტელე `ეიდემოსის ეთიკაში' მეგობრობას, ცოდნასა და სიკვდილს საერთო კონფიგურაციაში განიხილავს. დასაწყისში იგი მეგობრობის პრიორიტეტებს ეხება. მეგობრობაში რა უფრო მნიშვნელოვანი და გამართლებულია _ გიყვარდეს თუ უყვარდე? ჩემი აზრით, ამ უკანასკნელში არის სარგებლის ძიების ნიშანწყალი. არისტოტელეც სწორედ ამ ხაზს ავითარებს. თუკი მეგობარი არჩევანის წინაშე დადგება _ იცოდეს(უყვარდეს) თუ მის შესახებ იცოდნენ(სხვას უყვარდეს), წესით და რიგით საკუთარ თავში არსებულ სიყვარულს უნდა ირჩევდეს. ამ აზრის ნათელსაყოფად არისტოტელეს მაგალითად მოჰყავს ანტიფონეს ანდრომაქედან ქალების საქციელი, რომლებიც საკუთარ ახალშობილს გასაზრდელად ძიძას აბარებდნენ. მაშასადამე, მათი სიყვარული შვილებისგან საპასუხო სიყვარულს არ ითხოვდა. მათ იცოდნენ, რომ თავად უყვართ და სამაგიერო სიყვარულს არ ესწრაფვოდნენ. სხვას რომ უყვარდე, ანუ რომ გიცნობდეს, არის ეგოისტური გრძნობა _ ამბობს არისტოტელე; იქვე აღნიშნავს: `გარდაცვლილის სიყვარულს ოჯახის დარჩენილი წევრები ისე აგრძელებენ, რომ თავად იციან, ხოლო სიყვარულის ადრესატმა კი არა.' დაღუპული მეგობრის მიმართ სიყვარული(philia) შეზღუდულ ხასიათს ატარებს. ეს ასიმეტრია ესადაგება არისტოტელესეულ აქსიომას, რომ მეგობრობა საკუთარი თავის სიყვარულიდან მომდინარეობს. იმისათვის, რომ მეგობრის სიკვდილის, მასზე მოგონებებისა და ზოგადი მტკიცებულებების თემები განვიხილოთ, თქვენი ნებართვით, წინ წამოვწიოთ არაერთხელ ციტირებული წინადადება(მეგობრებო, მეგობრები არ არსებობენ), რომლის დასაბამი გადაჭიმულია დასავლური ისტორიის უსაზღვრო პერიმეტრზე _ არისტოტელედან კანტამდე და ბლენკოტამდე, მონტენიდან ნიცშემდე. ეს უკანასკნელი, ესსეში `ადამიანს, ყველაფერი ადამიანს', შემდეგ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:
ბედნიერების წუთები უსათუოდ მოვა, როცა თითოეული იტყვის Freunde, es gibt keine freunde! so rief der strebende Weise; Feinde, es gibt keinen Feind!’_ruf ich, der lebende Tor. `მეგობრებო, მეგობრები არ არსებობენ! აღმოხდა მომაკვდავ ბრძენს. მტრებო, მტრები არ არსებობენ! ვყვირი მე, ცოცხალი გიჟი.' (‘Von den Freunden’ 376: 1980, 2:263; 1986,149 ) მიმართვა არაერთგვაროვანია. _ მეგობარსა და მტერს ერთმანეთს უთანაბრებს, თანაც ოპტიმისტურ ნოტაზე. რათა ნიცშეს მიერ შემოგდებული თემა პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ, ტრადიციულ ჰეგელიანურ მანერასთან და კარლ შმიტტთან უნდა დავბრუინდეთ. მართლაც, პოლიტიკა ვერ იქნება გადაწყვეტილი მტრის ხატის გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი _ ომის შესაძლებლობის გარეშე. მტრის გაქრობასთან ერთად, მავანი ჩვეულებრივ კარგავს პოლიტიკური თვითდამკვიდრების მიზეზს(აზრს). ეს მდგომარეობა იქნება პოსტმსოფლიო ომების მომასწავებელი.Der Begriff des Politischen -ში შმიტტი(რომლის ურთიერთობა ერთი მხირვ ნაციზმთან და მეორე მხრივ ჰაიდეგერთან ბურუსით არის მოცული. აქვე უპრიანი იქნებოდა ლეო შტრაუსიც მოხსენიებაც) იკვლევს პოლიტიკურ ძირითად დისპოზიციებს(die spezifische politische Unterscheidung), რომელთა მიხედვით პოლიტიკური მოტივები და სტრატეგიები ცნებებამდე _ 'მტერი' და `მეგობარი'(მოყვარე) რედუცირდება(დაიყვანება) (Die Untershceidung von Freund und Feind), (1976, 26). უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იკვლევს განმასხვავებელ ნიშანს(Untershceidung), ან დისკრიმინანტს მტერსა და მეგობარს შორის. Untershceidung არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ განსხვავება, არამედ როგორც საწყისშივე გადაწყვეტილი დაპირისპირება. რაწამს ეს დაპირისპირება ანულირდება, პოლიტიკური მიზნების განსახორციელებელი საშუალება _ ომი აქტუალობას მაშინათვე დაკარგავს. შმიტტი დეფინიციასთან მრავალ პარალელს ავლებს. იგი თანამედროვე საზოგადოებას(იმ პერიოდიდან მოყოლობებული, როცა მტრის ფიგურის შესახებ თეორიული ცოდნა არ არსებობდა) დეპოლიტიზაციის რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნევს. შმიტტი შესუსტებული ტენდენციის გამოცოცხლებას იბევებს. გთავაზობთ მის მიერ განხილულ რამდენიმე ასპექტს. განსხვავებით ცნებისგან `მეგობარი', რომლის მნიშვნელობა შმიტტს არ განუსაზღვრავს, ცნება `მტერი' მასთან გაიგება საზოგადოებრივ ჭრილში. პირადი მტრის კოცნეფტი ნიადაგს მოკლებულია და არ განიხილება მტრის ზოგადი კონცეფციის ქვეშ. შეიძლება შემდეგი ფორმულირებაც, რომ ინდივიდი თავს საზოგადოების ნაწილად ვერ შეიგრძნობს, თუ საზოგადოება მტრის ხატს არ შეიცავს. მტერი საზოგადოებიდის პირმშოა. ჩემი პედაგოგიკური ტონი შეგიძლიათ არ მიიღოთ, თუმცა, რაც უნდა იყოს, ხალხები თავს იყრიან, ჯგუფდებიან და ერთმანეთს ახარისხებენ მეგობრისა და მტერის ანტითეზისით; ეს გადარჩევა დღესაც აქტუალურია. მით უმეტეს ხალხისთვის, რომლებიც თავს პოლიტიკის ნაწილად თვლიან. მტერი არ არის უბრალოდ მეტოქე, ან შენი კონფლიქტის უშუალო ვიზავი. იგი აგრეთვე არ არის მხოლოდ მეორისაგან მოძულებული. მტრის ხატი საზრდოობს მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შეხედულებისა და პოზიციის მქონე ადამიანთა დაჯგუფება სხვა დაჯგუფებას ექიშპება. მტერი არის საზოგადოებრივი მოვლენა, იმდენად რამდენადაც მისი დაჯგუფება მთელი ნაციის კუთვნილებაა. თავისი ფართო გაგებით მტერი არის hostis და არა inimicus; არის polemius და არა ekhtros. ვინაიდან გერმანული ენა, ისევე როგორც სხვა ენები პირად მტერს პოლიტიკური მტერისაგან არ განასხვავებს, უამრავი მცდარი კონცეფციისა და ფალსიფიციკაციის ალბათობა არის დასაშვები. ყველასათვის კარგად ცნობილი `გიყვარდეს მტერი შენი'(მათ. 5.44 ლუკ. 6:27) ასე ჟღერს ‘diligate inimicos vestros, agapate tous ekhtrous,’ და არა ‘diligate hostes vestros.’ აქ მინიშნება საზოგადოებრივი მტრისკენ არ გვხვდება. არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ქრისტიანებისა და მუსლიმების ათასწლოვანი დაპირისპირებისას, რომელიმე ქრისტიანს აზრად მოსვლოდა სისხლისმღვრელი ომი შეეჩერებინა, მტერს დანებებოდა და ევროპა თურქებისთვის დაეთმო. პოლიტიკური გაგებით მტერი თავისი არსებით არის საძულველი, ხოლო პირადი ანტიპატიის საფუძველზე აღმოცენებული მტერი უნდა გიყვარდეს მხოლოდ. i.e. one’s adversary (1976, 28-29) 2) მტრის თანამედროვე(დამკვიდრებული) დეფინიცია სათავეს ჰეგელიდან იღებს. მაგრამ უკვე შეინიშნება დეფინიციის უკუგდებისა და სახეცვლის ტენდენციები. პოლიტიკური დატვირთვა უკან იხევს იმდენად, რამდენადაც ის პირდაპირპროპორციულია ომების პრაქტიკისა.
ჰეგელი ასევე გვთავაზობს `ბურჟუის' პოლემიკურ-პოლიტიკურ დეფინიციას. ბურჟუა არის პიროვნება, რომელსაც არ სურს საკუთარი მშვიდი, შემოსაზღვრული სფეროსა და ცხოვრების შევცლა-მიტოვება. იგი კმაყოფით ბინადრობს საკუთარ მფლობელობაში, რომლის სახელით და რომლიდანაც იყურება კიდეც ტოტალურ სამყაროში(ტოტალიტარიზმში). ის არის კაცი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას ქმნის და იმყარებს მხოლოდ გამდიდრებით, თავისუფლებით და ამ ყველაფრის საკუთარი უსაფრთხოებისკენ მიმართვით. შედეგად, ძალადობრივი სიკვდილის ყოველგვარი შესაძლებლობის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰეგელი ასევე გვთავაზობს მტრის იმ დროისთვის ახალ განსაზღვრებას, რომელსაც ჩვენი დროის ფილოსოფოსები უკვე უარყოფენ: ეს არის ეთიკური სხვაობა _ უცხო, ვინც წარუმატებელია მარადიული ყოფნის პერსპექტივაში(foreigner negated in it’s living totality) ისმის კითხვა, თუ რა პერიოდამდე ვრცელდებოდა ჰეგელის შეხედულება ბერლინში? ყოველ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ტენდენცია, რომელიც 1840წ-ის შემდგომ პრუსიაში დომინირებდა, ამჯობინა თავი გაესაღებინა კონსერვატიულ ფილოსოფიად. მტრის კონცეფტი, სახელად საერთაშორისო კლასობრივი მტერი, გარდაიქმნა დიალექტიკურ მეთოდად. როდესაც ნიცშე წერს, `მტრებო, მტრები არ არსებობენ! ვყვირი მე, ცოცხალი გიჟი,' მისი წინააღმდეგობრივობა შეიცავს როგორც თანამედროვე, ისე ანტი-თანამედროვე ნიადაგს ჰეგელიდან შმიდტამმდე. ნიცშე, იგივე 'ცოცხალი გიჟი' დანარჩენ ენიგმურ ნაშთებთან ერთად, ნაგულისხმებია როგორც `დიდი პოლიტიკის` დასასრული. ალბათ უფრო შორეული წუხილის გაგებით, ვიდრე სასიხარულო ამბის ცნობით გამსჭვალული(In order to complain about it rather than to rejoice in it).
თარგმანი ლევან ბერიაშვილის * * * me vs me შეგიძლია 'ფილოსოფიაში' მოისროლო, შეგიძლია დატოვო. ორივეს შეესაბამება
This post has been edited by Tvitmarkvia Kle on 28 Aug 2010, 13:14
--------------------
WWW.LEVANBERIASHVILI.COM
WWW.LEVANBERIASHVILI.COM
|