მოციქულებში რაღა უნდოდა აბა

ერთ მონაკვეთშიც იყო მისი ეჭვი მაგ ამბამდე
1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
3. ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.
4. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.
5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?
რავი ძნელი მისახვედრი იყო აქ, იესო რაზე საუბრობდა?
ისე სხვა სახარებებში არ წერია თომას უნდობლობაზე, ფაქტიურად იოანემ ამხილა

მესმის ბუნებით იყოს ადამიანი სკეპტიკოსი მაგრამ როცა მის წინ მაცხოვარი და მესია დგას, რომელსაც სამყარო მოუთმენლად ელოდა,
და თომაც მოწმე იქნებოდა, რამდენი მოითმინა იესომ, შეიძლება არ ყვარებოდა?
თანაც თომამ უთხრა, უფალი და ღმერთი ხარო, ანუ შეიცნო მან ქრისტე
იუდამ რომ დანაშაული ჩაიდინა, მაგ დროს ემოციებს აყვა და შემდეგ მწარედ ინანა, ანუ შეიძლება ითქვას, აფექტისგან იყო ეგ
აი თომა კი გააზრებულად ამბობდა ამას. ისიც არ ჩანს რომ ეს ეჭვი მოინანია (როგორც მახსოვს)