me vs me
პირველ რიგში ესეთი პატივისთვის დიდი მადლობა.
მესიამოვნა
რაღაც საინტერესო იდეაა. ვეცდები მიგანიშნოთ იმაზე, თუ ვინ ვარ და როგორი. მართაია ნამიოკები და მინიშნებები არ გამომდის და ყოველთვის მირჩევნია პირდაპირ ვთქვა ყველაფერი, რომ გაუგებრობები არ ქონდეთ (რა ვქნა, არ მაქვს ინტელექტის ეს ტიპი თუ მხარე განვითარებული).
გქონიათ ცხოვრებაში ძალიან უცნაური რაღაცეები?
ძალიან უცნაური რახან არის, შესაბამისად ძალიან იშვიათად უნდა ხდებოდეს.
არასოდეს მქონია სულელი გოგოს როლი (ნაწნავებით რომ დადიან, ცაკალელი და კნოპკა ტიპები რომ არიან), სულ სერიოზული და ჩემს თანატოლებთან შედარებით "დიდი" ვიყავი. მაგრამ ერთხელ "გავაფრინე" და რომ ვფიქრობ, შეიძლება ეხლაც გამეფრინა.
1 ნახვით ადამინი შემიყვარდა. ჯულიეტა ვიყავი ნამდვილი. ოღონდ იმაზე უფრო პატარა. 11-12 წლის. მოსკოვიდან ჩამოვდიოდი და აეროპორტში მოსაცდელში დავინახე ის. არა და დიდი იყო საკმაოდ. 25 მინიმუმ იქნებოდა. ზუსტად ისეთი სახე ქონდა და ის პლაში ეცვა, მე რომ წარმოვიდგენდი ხოლმე ოცნებისას. მაშინ ხო ბევრს ვოცნებობდი

დავდნი, ხმა ჩამიწყდა, ლაპარაკის უნარი დავკარგე. უკვე უნდა შევსულიყავი თვითმფრინავისკენ და აღმოჩნდა, რომ 1 რეისით მოვფრინავდით. ეს რამხელ ბედნიერება იყო ვერ წარმოიდგენთ. უფრო მაგარი სიხარული ვიგრძენი, როცა ჩემს უკანა სკამზე მოხვდა. 1 მომენტი იყო, რომ ვიგძენი იმისგან ყურადღება. ეგ იყო და ეგ.
5 წელი მინიმუმ მიყვარდა. მთვარის სონატას ვუკრავდი დღე და ღამე და მთელი მელოდიის განმავლობაში იმ სურათს წარმოვიდგენდი და ემოციურად ვუკრავდი. ძალიან მომოწნდა.
უფრო იცით რა მომოწნდა? აი ის ლექსი რომაა "მე შენში მომოწნს ოცნება ჩემი".
"რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გეტრფი" - ეგ უკვე სხვა ისტორიაა.
ამ ფრაზის არსი იცით რა არის? სანამ შორს ხარ,კაი ხარ, ახლოდან უკვე აღარ ვარგიხარო.
ხალხის ახლოს მოწევა არ მიყვარს. ეგრევე თავდაცვას ვიყებ, როცა უცერემონიალოდ ცდილობენ პირადი სივრცის დაკავებას დაუპატიჟებლად. არა და ამ დაპატიჟებასაც რომ არ იღებენ, რა უნდა ქნან? თან მეორე უკიდურესობა: ვინც არ ცდილობს შემოჭრას, ინტერესს ვკარგავ მის მიმართ.
ოხ ეს ინტერესი რა...
ვერ დავაყენე ერთ ადგილას. სულ გამირბის ერთი საგნიდან ან ობიექტიდან მეორეზე.
არა, ძალიან განათლებული არ ვარ. უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ. თუმცა არა ტრადიციული გაგებით - სხვების პირადულით კი არ ვინტერესდები. მაინტერესებ რა როგორაა, რატომ...
არაცნობიერში ქექვა ჩემი ჰობი გახდა ბოლო დროს.
ხალხს ჩემი ეშინია.
ზედმეტად პირდაპირი ვარ და ყველა, ვისთანაც ვწყვეტ სრულ პირდაპირობას, არაა მზად ამის მისაღებად.
მომწონს ესეც.

ჩემთვის საკმარისია 1-2 ადამიანი თუ მიგებს სრულად. ესეიგი გაგებადი ვარ ...
ეს ცნობისმოყვარეობა ცხოვრებაზეც ვრცელდება.
როცა რამე ცუდი მომდის განცდებთან ერთად იმაზე ვფიქრობ, ნეტა ეხლა რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ყველაფერი...
ესეთი აზრები მქონდა, როცა დავშორდი ...
იმას...
ქმარს...
ჰმ, ეს სიტყვა ამოგდებული მქონდა მეტყველებიდან. ცუდი სიტყვაა

არა და კაი ქმარი იყო. გარკვეული პერიოდის მანძილზე. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გეტრფი... რაც უფრო ახლოს იწევი, უფრო მიხეთქავ გულს.
ვაიმე, რა საინტერესოა ცხოვრება. ვგიჟდები ისე მაინტერესებს ყველაფერი. როგორი იქნები 5 წლის შემდეგ. ჩემი შვილი 20 წლის როცა იქნება რა კაცი დადგება. ერთი სული მაქვს, როდის გაიპარსავს წვერს. თითონაც ამაზე ოცნებობს სულ, მაგრამ მგონი მე უფრო

(4 წლისაა).
იცით შვილი რამხელა ძალაა?
როცა აზრი ეკარგება ყველაფერს, ის გიჩენს. ცუდი აზრები საერთოდ ამოვარდნილია ჩემი ცნობიერებიდან. არ არსებობს მე რომ რამე მომივიდეს. იმიტომ, რომ ვჭირდები. სანამ ამას ვჭირდები, მე მექნება ზუსტად იმდენი ძალა და უნარი, რაც საჭიროა ჩემი შვილისთვის.
საშინელი სიყვარულია

მაგრამ ვაკონტროლებ თავს, რომ არ იყოს ეგოისტური.
გუშინ ბაღში რომ მიმყავდა გზაში ვფიქრობდი, რომ არაა ეს ნორმალური. შემეცოდა, რომ არასრულ ოჯახში იზრდება და ის მოაკლდება, რაც დამატებით დადებით სტიმულად იმოქმედებდა მასზე. ვიცი, ვიცი...

ეს ნუგეში ყველაზე კარგად მე გამომდის ჩემი თავის. თან ცარიელი სიტყვები არ მიყვარს.
ყველამ იცის, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს. მეც ვიცი ეს.
მაგრამ იცით რამდენი რამე მახსოვს? ოღონდ უკვე ინტუიციად მაქვს ქცეული და გაუაზრებელია. მაგრამ მახსოვს. და როცა ჩემს მოტყუებას ცდილობენ, ეგრევე მობილიზდება ჩემი მეხსიერება და დეტალებში ვიხსენებ ყველაფერს. არა და ჩემი დის მობილურის ნომერი არ ვიცი ზეპირად.
სულიკო კაი სიმღერაა.
...შენ ხომ არა ხარ სულიკო?...
ნეტა რამდენი პოულობს?
ვაი. ძალიან რომანტიული გოგუშკის შთაბეჭდილება დავტოვე ალბათ.
ნუ ცოტა მაქვს კიდევაც რომანტიკა. სასიამოვნოა ხანდახან. გულის ფხანის საუკეთესო საშუალებაა.
მაგრამ ხანდახან
ოოოოოოოოო....
ხანდახან ამორძალი ვარ.
მაგრამ ამას სიმაყით არ ვიძახი. ცუდია ეს. გულუბრყვილო გოგუშკობა ჯობია.
თუ ხარ ესეთი, ეგ იმას ნიშნავს, რომ ასეთად ყოფნის ფუფუნება გაქვს. გყავს გვერდით ადამიანი, რომელიც გულუბრყვილობას განარჩუნებინებს და ის მოქმედებს, ფიქრობს და ლიდერია რა. მასიურ ბეჭზე თავის დადება ყველა ქალის ოცნებაა. როგორი ლიდერიც არ უნდა იყოს ბუნებით.
პრინციპში ალბათ კაცებიც ოცნებობენ რამენაირ ბეჭზე თავი დადონ ხოლმე, ოღონდ შეპარვით და შეუმჩნევლად. ამის გამომჟღავნება ხომ ტეხავს
პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ბავშვობის ნოსტალგია.
არა რა
რა საინტერესოა ცხოვრება. ხო?
ცოტა ხანი ჯერ წერტილს არ დავსვამ კარგით?
დაწერა მინდა. ვიცი ამდენს მიანც არ წაიკითხავთ. უბრალოდ მინდა გამოვთქვა რაღაც-რაღაცეები. და თუ ვინმე წაიკითხავს და რამეს დააკომენტარებს, საინტერესო იქნება ჩემთვის.
ოღონდ არ ვღებულობ ნუგეშს. მხოლოდ ლოგიკური მსჯელობა ან თუნდაც ინტუიციური აზრები და შეხედულებები.
ისე... არა, ლოგიკა არ მინდა. რაც უფრო სუბიექტურები იქნებით, მით უფრო კარგი იქნება.
* * *
იყო და არა იყო რა...
იყო 1 რაღაცა, რომელიც დაიბადა

ძალან დიდი იყო

ძალიან ათეისტი

ძალიან დაპატიმრებული

ძალიან გახსნილი

ფართოდ დახუჭული თვალებით

ერთხელ ჩათვლიმა

კარგ სიზმარს ხედავდა. მაგრამ ვერ დაასრულა, ყველაზე საინტერესო მომენტში გააღვიძეს

მხატვარი იყო

თითონ ხატავდა თავის ცხოვრებას.
ძლიერი ხელები ქონდა

და სჯეროდა, რომ ყველაფერი ამ ხელებში იყო.
თითონ უკრავდა და თვითონვე ცეკვავდა