მოკლედ: უამრავი თემა იხსნება, რომელიც ამა_თუ იმ პიროვნების გაჭირვებაზეა ... ითხოვენ მატერიალურ დახმარებას (ოპერაციისთვის, მედიკამენტები, მრავაშვილიანი ოჯახი და ა.შ)... ბევრ გულ ანთებულ იუზერსაც დახმარების ხელი გაუწვდია ... მაგრამ უფრო ხშირია, როდესაც უცაბედად შემთხვევისთვის თანხა არავის გააჩნია (და არცაა გასაკვირი) ....
ამიტომ შემომაქვს წინადადება გაიხსნას ფორუმ.გე-ს საქველმოქმედო ანგარიში ... სადაც ყოველ დილით სამსახურში გასვლისას, ან და ნებისმიერ დროს ფორუმის მომხმარებლები (და არა მარტო ფორუმის), სწრაფი გადახდის აპარატებით შევიტანთ თანხას ... ერთი ლარიც საკმარისია, ან 50 თეთრი ... ყოველდღიურად 1000 კაცი, საკმაოდ დიდი თანხა მოგროვდება ...
კონტროლს გაუწევს, ფორუმ.გე-ს მფლობელის ვინმე ტიმის (გთხოვთ მობრძანდეთ გასასვლელტან

გელოდებიან), მიერ უფლებამოსილი ჯგუფი ... საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ყოველი თვის ბოლოს ... ისევ აქ ...
აბა დავტრიალდეთ! ... ტიმ გამოგვეხმაურე ...
This post has been edited by ke-isari on 2 Sep 2010, 16:13