FLaMpeR
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 4155
წევრი No.: 94393
რეგისტრ.: 24-June 09
|
#21411600 · 3 Sep 2010, 15:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
[რუსიკო მუმლაძე]<br>გურულებმა შარმანაშვილი გადარიეს. დარჩიაშვილი ისევ ოპოზიციის გამოა გადარეული, ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვის პროცესი რატომ არ მოსწონთო. ცაგარეიშვილი კი - ყვავის გათეთრების პროცესთან დაკავშირებით კითხვებს დავით ბაქრაძეს უსვამს. რაში გაიცვალა ახალი კონსტიტუციის პროექტი?<p>როგორ იხილავენ კონსტიტუციურ ცვლილებებს “ნაცები” ახალი კონსტიტუციის პროექტი დაწერილია და თუ არ იცით, შეგახსენებთ, რომ უკვე პარლამენტის დონეზეა დაწყებული საერთო-სახალხო განხილვის პროცესი. კანონითაა ვალდებული საკანონმდებლო ორგანო, რომ ვიდრე იქ დაიწყება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საკანონმდებლო განხილვები, მანამდე საზოგადოებასთან ერთად უნდა მოახდინოს პროექტის განხილვა. განხილვის პროცესში უნდა დაგროვდეს შენიშვნები, რაც შემდეგ დეპუტატების განსჯის საგანი გახდება.<p>საერთო სახალხო განხილვების საპარლამენტო კომისია შექმნისთანავე გახდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი, რადგან ამ კომისიას საქართველოსთვის უჩვეულო ცხელ აგვისტოში უნდა ემუშავა და ისე გაეცნო ხალხისთვის კონსტიტუციის პროექტი. ამ დროს მოქალაქეები რომ ზღვაზე, ან მთაში იყვნენ დასასვენებლად და კონსტიტუციისთვის არავის ეცხელა, სწორედ ეს იყო ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი, მაგრამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დათმო და ეს განხილვები მაინც აგვისტოში ჩარიხინდა.<p>ერთ-ერთი ასეთი განხილვა გუშინაც შედგა საქართველოს პარლამენტში, ამჯერად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ახალი არაფერი თქმულა კონსტიტუციის პროექტის ქება-დიდების გარდა და შეხედრაც მალევე დასრულდა, ბევრი კითხვების გარეშე. არადა, ქვეყნის მთავრი კანონი იცვლება, იქ მჯდომებისთვის კი - მხოლოდ მომხსენებელთა გამოსვლები იყო რატომღაც საკმარისი.<p>საინტერესო ამ შეხვედრაზე ერთადერთი ის იყო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა რომ უსაყვედურა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივან შარმანაშვილს, ჩვენთანაც მოიძებნებოდა ერთი-ორი სწავლული, ვინც კონსტიტუციის შექმნის პროცესში შეგეძლოთ რესურსად გამოგეყენებინათ და არა - ოპონენტადო.<p>ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა დაამშვიდა - ამ კომისიაში იყო თქვენი წარმომადგენელი და დღევანდელ კონსტიტუციაშიც საკმარისზე მეტი გარანტიაა ჩადებული უმცირესობის წარმომადგენლების უფლებების დაცვისთვის, შესაბამისად, მეორე თავში არც არაფერი შეცვლილაო.<p>პრესა.გე. გუშინ იმით დაინტერესდა, რამდენად ხარისხიანად ჩატარდა ეს საერთო სახალხო განხილვები. როგორც კულუარებიდან შევიტყვეთ, საპარლამენტო კომისია ძირითადად “ნაცების” ელექტორატს ხვდებოდა, როცა რაიონებში ჩადიოდა.<p>შეხვედრების კი ასეთ ფონზე მიმდინარეობდა: კომისიის წევრები საუბრობდნენ, დარბაზში მსხდომები კი - უსმენდნენ. კითხვებს აქა-იქ თუ დასვამდა ვინმე, ისიც ისეთი - მმართველების გულს რომ გაახარებდა. ერთი სიტყვით, კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესი კი არა, ამ ცვლილებების მდუმარე მოსმენის პროცესი უფრო მიმდინარეობდა.<p>დარბაზში სიჩუმე, თურმე, განსაკუთრებით მაშინ ისადგურებდა, თუ სხდომას ამ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე და საერთოდ პარლამენტის თავკაცი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა. თუ ვინმე მაინც დასვამდა კითხვას, ეს კითხვები დაახლოებით ისეთი ტიპის იყო, როგორიც მინაშვილ-შარმანაშვილს დაუსვა ეთნიკური უმცირესობის ერთმა წარმომადგენელმა გუშინდელ საპარლამენტო შეხვედრაზე:<p>“ვიდრე აქ მოვიდოდი, 100 კაცი მაინც მოვიდა ჩემთან პრეტენზიით, ეთნიკური ოსები. ბაკურიანში მათი მამა-პაპის საცხოვრებელი სახლების პრივატიზებას ვერ ახერხებენ. მუნიციპალიტეტში ეუბნებიან,Aარ არის კანონი, რითაც უნდა გადმოგცეთ საკუთრებაში სახლებიო. არადა იქ ცხოვრობენ. როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?”, - დაახლოებით ასე ჟღერდა გამომსვლელის კითხვა. სად ბაკურიანელი, ეთნიკრი ოსების საკუთრების პრობლემები და სად კონსტიტუციის განხილვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა თავისებურად “უდგება” ამ პროცესს.<p>სხვათა შორის, მსმენელების პრობლემა დემეტრაშვილის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასაც ჰქონია. ჩვენი ინფორმაციით, როცა კომისიამ შეხვედრების ორგანიზება “ნაცებს” სთხოვა, რაიონებში ჩასულებს ისეთი მდუმარე აუდიტორია დახვედრიათ, კომისიას გაუპროტესტებია, ასე არ გამოვა არაფერიო. შემდეგ კომისიამ თავადვე უთხოვია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის - ‘სამართლიანი არჩევნები”, რომ მათ მოეხდინათ შეხვედრების ორგანიზება.<p>ამ “პატარა” ინციდენტის მერე შედარებით საინტერესო გამხდარა კონსტიტუციაზე საუბარიც. სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა შარმანაშვილმა ჩვენთან საუბარში არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია. მხოლოდ ეს თქვა, გურიაში ისეთი შეხვედრები იყო, გაოგნებულები დავრჩით, გურულების დასმული კითხვებითო.<p>როგორც ჩანს, გურულები მაინც გურულები არიან, შარმანაშვილის გაკვირვება იმას გამოუწვევია, რამდენად საინტერესო და გამართულ კითხვებს სვამდნენ ოზურგეთელები მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთდამოკიდებულებაზე, უფლება-მოსილების დაბალანსებაზე, გუბერნატორის ინსტიტუტის შესახებ. თანაც კომისიის მდივნის თქმით, ამ კითხვებს გურულები თავიანთი გუბერნატორის თანდასწრებით სვამდნენ.<p>სამწუხაროდ, შარმანაშვილმა არ დაგვიკონკრეტა გულადი გურულების კითხვების შინაარსი. სამაგიეროდ, გულდაწყვეტით გვითხრა, თითქმის ყველა მხარე მოვიარეთ, გორში 4-ჯერ ვიყავით ჩასულები, მაგრამ ძალიან მწყდება გული, სვანეთში ვერ ავედით, გზების მშენებლობა მიდისო.<p>ვერაფერს იტყვი, ფაქტობრივად, ორივე კომისიამ გამართა შეხვედრები, მაგრამ საქმე ისაა, რამდენად ხარისხიანად. თუმცა, ხანდახან ამ შეხვედრების ხარისხსზე საუბარსაც აზრი ეკარგება ხოლმე. სარწმუნო ინფორმაციით, რაც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია, საერთო-სახალხო განხილვების დროს კი არა, საპარლამენტო დებატების დროსაც კი - ერთი მუხლიც არ შეიცვლება დემეტრაშვილ-შარმანაშვილის დაწერილ საკონსტიტუციო ცვლილებებში.<p>ერთადერთი, ჩვენი ინფორმაციით, ამ ცვლილებათა პაკეტში შეიძლება, ვინმეს დასანახად, კონსტიტუციის იმ თავში შევიდეს რაიმე ცვლილება, თვითმმართველობს შესახებ სადაცაა საუბარი. არადა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე “ნაციონალი” დარჩიაშვილი გაკვირვებული კითხულობდა: “დღეს, სექტემბერშიც განხილვის პროცესი მიმდინარეობს. გახსნილია პარლამენტის სხდომებიც. პროცესი გრძელდება. გაუგებარია, რატომ არის ეს პროცესი გაუმჭვირვალე და რატომ უნდა გადაიდოს 2011 წელს?”<p>ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს…<br>დეპუტატი გია ცაგარეიშვილი: “იცით, რას გავს ხოლმე ეს განხილვები? “კავკასიელი ტყვე ქალი” ფილმი ხომ გაქვთ ნანახი? მე მგონი, ასეთი კომედიაა. მიკირტჩიანი სარკესთან რომ ზის, ჭიქას უჭახუნებს და გარდაცვლილების სადღეგრძელოს ამბობს, ასე მიდის ეს განხილვები. დგანან ეს ადამიანები, სადღეგრძელოებს ამბობენ, იპრანჭებიან და ჰგონიათ, რომ საერთო სახალხო განხილვებში არიან ჩართულები.<p>როგორც თავად აცხადებენ, საპარალამენტო კომისიამ ყველა დიდი ქალაქი მოიარა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კი ამბობენ, რომ ზოგიერთ რაიონში ოთხჯერაც ჩავიდნენ.<p>-იცით, რა არის, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ როგორმე წარმოაჩინონ ამ პროცესის გამჭვირვალობა, ის, რომ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ინსტიტუციაა ჩართული ამ პროექტების განხილვაში, მაგრამ ეს ზემოდან ქვემოთ თავსმოხვეული პროცესია. არადა, პრიქით უნდა იყოს, ხალხი უნდა კარნახობდეს ხელისუფლებას თავის პირობებს და ხალხთან ერთად ხელისუფლება უნდა ქმნიდეს კონსტიტუციური განვითარების მოდელს. თვით დიქტატორმა უგო ჩავესმა 2000 წელს რეფერენდუმით მიიღო ვენესუელის კონსტიტუცია.<p>გამოეტანა ამ ჩვენს ე.წ. პრეზიდენტს ხალხის სამჯავროზე ეს ცვლილებები და რეფერენდუმი ჩაეტარებინა, ეს იქნებოდა საერთო სახალხო განხილვა. ხალხი გადაწყვეტდა, უნდა თუ - არა ეს ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, როგორც ხელისუფლებამ წარმოაჩინა, მაგრამ სინამდვილეში ეს ესეთი არ არის. სააკაშვილი ამას არ გააკეთებს, რადგან რეფერენდუმის ეშინია. ის მიჩვეულია ხელის ამოგრეხვის პრინციპით ნებისმიერი ცვლილების მიღებას.<p><b>თქვენი აზრით, საერთოდ არ არის წინგადადგმული ნაბიჯი ეს ახალი კონსტიტუცია? რაც გვაქვს, ასეთი კონსტიტუცია არანაირ ნორმებში არ ჯდება…</b><br>-მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ახალი მოდელის მიმართ. სადღაც შუაშია ეს გაჩხერლი კლასიკურ მოდელებს შორის. ყევლაფერი ხომ იმისთვის კეთდება, რომ სააკაშვილი დააბრუნონ ხელისუფლებაში და ჩასვან პრემიერ-მინისტრის სავარძელში. კომისიაც ამისთვის შეიქმნა.<p>რაც არ უნდა იძახოს ბატონმა დემეტრაშვილმა კომისიის მდივან შარმანაშვილთან ერთად, ეს ასე არ არისო, მე ამ ადამიანების ნაკლებად მწამს, რადგან ეს ყველაფერი ერთი ადამიანის შრომითი მოწყობისთვის კეთდება, როცა მას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა გაუვა. სწორედ მის ხუშტურებსა და ბუნებაზეა ეს ყველაფერი მოწყობილი.<p><b>უკვე ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებაზეც საუბრობენ.</b><br>-არა, მე ნაკლებად მწამს, რომ მერაბიშვილის გაპრემიერებაზე ფიქრობდეს მიხეილ სააკაშვილი. ეგღა აკლია ახლა სააკაშვილს. ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და იმაზე, რამდენ ხანს დარჩება სათავეში... ამიტომ შექმნეს რაღაც, სუპერ საპრემიერმინისტრო მოდელი. მე მას დეფექტური მმართველობის მოდელს ვუწოდებდი. ყველაფერი დეფექტურია ამ მოდელში.<p><b>დააკონკრეტეთ, რას ატყუებს ეს ხელისუფლება ხალხს, როცა კონსტიტუციის ახალ პროექტზე საუბრობს?</b><br>-ვითომ პარლამენტის უფლება-მოსილებები გაიზარდა. ბატონ ბაქრაძეს ჰგონია, რომ რადგანაც პარლამენტი საპარლამენტო არჩევნებში მოგებული პოლიტიკური ძალის მიერ წამოყენებულ პრემიერ-მინისტრს აირჩევს, ეს არის ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა. თქვენი მეშვეობით ვეკითხები მას და ყველა სწავლულ იურისტს, თავი გენიოსებად რომ მოაქვთ, ამ დროს კი ყვავს ათეთრებენ ამ კომისიაში (ყვავი სააკაშვილია), მითხრან, სად მატულობს პარლამენტის ფუნქცია და როლი, ახალ კონსტიტუციაში?<p>მიპასუხონ: სად არის ინსტიტუციონალურ დონეზე გამყარებული უმცირესობის როლი ამგვარ პარლამენტში? სად არის ცნობილი შეთავაზება, რომელზეც დემეტრაშვილ-შარმანაშვილი ამბობდნენ, გვინდა, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ერთპიროვნული უფლება კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები დანიშნოს, რათა ბალანსი იყოს დაცული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისო?<p>ახალ პროექტში არაფერი აისახა. ამბობენ, რომ ეს პარლამენტის რეგლამენტის გადასაწყვეტია? რატომ? ვინ გვიკრძალავდა ჩვენ კონსტიტუციაში ასეთი დათქმების ჩადებას? რა ეს ანტიკონსტიტუციურია?<p>“ნაციონალებს” თუ რამე აწყობთ, მაშინ ეს ანტიკონსტიტუციური არ არის, ხოლო თუ რამე არ აწყობთ, მაშინ ანტიკონსტიტუციურია. მაშინვე გეუბნებიან, ეს ასე არ არის, არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ეს ასე არ წერია. მოდით, ამ მიდგომას დავანებოთ თავი და ჩვენ რაც გვაწყობს და გვჭირდება, ის გავაკეთოთ. საფრანგეთში, ესპანეთსა და ინგლისში განვითარების სხვა დონეა, ჩვენ ჩვენი გვტკივა, იმათ თავისი.<p>ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვითხოვდით, ახალი კონსტიტუციის პროექტში ჩაედოთ დათქმა, რომ ორჯერ უკვე არჩეულ პრეზიდენტს აეკრძალებოდა ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება შემდგომი 5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდოდა. ამაზე გვითხრეს, ბერლინის კონფერენციაზე განვიხილეთ და იქ ექსპერტებმა გვითხრეს, ეს ანტიკონსტიტუციურიაო.<p>პირიქით, ბერლინის კონფერენციაზე იქ ჩაბრძანებულ ამ ვაჟბატონებს უთხრეს, რომ ამაში არაფერია ანტიკონსტიტუციური. ამას “ახალგაზრდა იურისტთა” თავმჯდომარე, ქალბატონი ხიდაშელი ამბობს ინტერვიუში და ამხელს სიცრუეში დემეტრაშვილს. ხიდაშელის თქმით, ბერლინში მათ უთხრეს, რადგან ევროპაში საუბრობენ, ეს კომისია ვიღაცის შრომითი მოწყობისთვის არის შექმნილი, ასე რომ არ გამოჩნდეს ყველაფერი, ჩაწერეთ, კი ბატონო, ამაში ანტიკონსტიტუციური არაფერიაო.<p>უფრო მეტსაც გეტყვით, 10-ზე მეტ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი დათქმები ჩადებულია კონსტიტუციაში. თუ ჩვენ რამეს ვწერთ და ვაკეთებთ, ძველზე უკეთესი უნდა იყოს, შეიძლება, ძველზე უარესი იყოს? ჩემი გაგებით, ეს ახალი პროექტი არსებულზე უარესია და არ არის საჭირო ფარისევლობა, რომ ჩვენ ახლა ისეთი რაღაც დავწერეთ, რაც არასდროს არავის დაუწერია.<p><b>პრემიერ-მინისტრის განუზომელ უფლებებს გულისხმობთ?</b><br>-თუნდაც. პრემიერ-მინისტრს ისეთ უფლებებს აჩეჩებენ, რაც არათუ საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობის დროსაც არ უნდა ჰქონდეს. ამ ახალი პროექტით პრეზიდენტს ეუბნებიან, მოდი მინისტრთა კაბინეტის სხდომებზე, მაგრამ ამ სხდომის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი იქნებაო. შეიძლება, პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე დაუძახოთ, დასვათ იქ სუბელიანსა და ვერონიკა ქობალიას შორის და ამ სხდომას პრემიერმა უთავმჯდომარეოს? სადმე გაგონილა ასეთი ამბავი?<p>თუ პრეზიდენტი გინდა, გყავდეს მიეცი უფლებები და იპრეზიდენტოს, თუ არ გინდა გყავდეს, წადი მაშინ პირდაპირ საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით. შეიძლება, ასეთი უდღეური კონსტიტუცია დაწერო და თანაც იმას ქადაგებდე, ისეა გამიჯნული სახელისუფლებო შტოების უფლება-მოსილებები, რომ ეს შტოები ერთმანეთს ანეიტრალებენო?<p>რატომ აძლევენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებას, რომ მეორე ვადით იყოს არჩეული? პაპუაშვილისთვის აკეთებენ? რატომ ნიშნავენ 3 წლის გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებს, თუ ეუბნებიან გენდობით ბატონო, მუდმივათ გნიშნავთო. იმისთვის ხომ არა, რომ ივანე მერაბიშვილისა და ზურა ადეიშვილის ბრძანებებს ვინც არ შეასრულებს, იმ მოსამართლეს პანღურს ამოარტყამენ და სამიდღემჩიოდ მოსამართლედ არ გაამწესებენ.?<p>შარმანაშვილი და დემეტრაშვილი რასაც ახლა აკეთებენ, ეს არის ყვავის გათეთრების პროცესი და ყვავი სააკაშვილია. ვითომ სწავლული იურისტები არიან და თავები უსკდებათ. გამოდის ბატონი დემეტრაშვილი და ამბობს, მე ბათუმში მივდივარ საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის ხელმძღვანელად, რა მინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორადო?<p>არც მალავს ეს ადამიანი.. იქნებ გვითხრას, ხელფასი რამდენი ექნება, 4000 ლარი? პერსონალრი მანქანა ეყოლება და ბენზინსაც ჩაუსხამენ? ამისთვის იწვალა ამ ადამიანმა ამდენი, რომ ბათუმში იმუშაოს კონსტიტუციური რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელად? ამაში გაიცვალა კონსტიტუციის პროექტი?
|