ლივერპულისა და მანჩესტერის დაპირისპირების თემამ შთამაგონა ამ თემის გახსნა.
ლონდონელებიც იმსახურებენ თავიანთ თემას, მითუმეტეს რომ მეტოქეობა მუდმივად იზრდება და მძვინვარდება, რაც ჩვენს ფორუმზეც შეინიშნება.
განსაკუთრებით მოიზარდა სპურსის ამბიციებიც, ამიტომ საინტერესო განხილვები ელის ამ თემას.
ჩრდილო-ლონდონური დერბის ისტორია ჩრდილო-ლონდონური დერბი ეს არის საფეხბურთო ლოკალური დერბი ჩრდილოეთ ლონდონის ორ ძირითად გუნდს – არსენალსა და ტოტენჰემ ჰოთსპურს შორის. პირველი შეხვედრა ორ მხარეს შორის იყო ამხანაგური მატჩი 1887 წლის 19 ნოემბერს. როდესაც არსენალი მდებარეობდა პლამსტედში და ცნობილი იყო, როგორც
როიალ არსენალი. მატჩი გადაიდო დასრულებიდან 15 წუთით ადრე ”სიბნელის მიზეზით” და იმ დროისთვის ტოტენჰემი ლიდერობდა 2-1-ს.
პირველი ლიგის მატჩი კლუბებს შორის შედგა პირველ დივიზიონში 1909 წლის 4 დეკემბერს, რომელიც არსენალმა მოიგო 1-0.
თუმცა, ჭეშმარიტი მეტოქეობა ორ კლუბს შორის არ დაწყებულა 1913 წლამდე, როდესაც არსენალი მენორ გრაუნდიდან გადავიდა ჰაიბერიზე, რომელიც მხოლოდ 4 მილის დაშორებით მდებარეობდა ტოტენჰემის უაით ჰართ ლეინიდან. ამით ისინი გახდნენ ტოტენჰემის უახლოესი მეზობლები და ამგვარად დაიწყო ლოკალური მეტოქეობა მათ შორის.
არსენალი და ტოტენჰემი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც ”ჩრდილო ლონდონური” კლუბები War Relief Fund ამხანაგურ მატჩში 1914 წლის 22 აგვისტოს უაით ჰართ ლეინზე. მიუხედავად იმისა, რომ არსენალი მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, ხოლო ტოტენჰემი პირველში, მატჩი არსენალის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5-1.
დაპირისპირება გამწვავდა 1919 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პირველ დივიზიონის მოცულობა უნდა გაზრდილიყო კიდევ 2 გუნდით. ლიგამ გამართა კლუბების შეხვედრა კენჭისყრის საშუალებით 2 კლუბის ასარჩევად. მე-19 ადგილზე მყოფი ჩელსი, რომელიც სხვა შემთხვევაში დაბალ დივიზიონში დაქვეითდებოდა, საშუალება მიეცა დარჩენილიყო პირველ დივიზიონში და სწორედ მათ დაიკავეს ამ ორიდან ერთი ადგილი. მეორე ადგილი შეეძლო დაეკავებინა მე-20 ადგილზე მყოფ ტოტენჰემს, ან ბარნსლის (რომელმაც მე-3 ადგილზე დაასრულა მეორე დივიზიონი). მაგრამ არსენალს (ოთხ სხვა კლუბთან ერთად) ასევე მიეცა დაწინაურების შანსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მე-6 ადგილზე დაასრულეს მეორე დივიზიონი - თუმცა ბურთების შეფარდების დათვლისას დაშვებული შეცდომის გამო არსენალმა დაასრულა მე-5-ზე. ეს შეცდომა საფეხბურთო ლიგამ 1975 წელს შეასწორა.
არსენალმა მოიგო არჩევნები 18 ხმით ტოტენჰემის 8 ხმის წინააღმდეგ ( ბარნსლიმ მიიღო 5, ვულვზმა 4, ნოტინგემ ფორესტმა 3, ბირმინგემმა 2 და ჰალ სიტიმ 1) და დაწინაურდა პირველ დივიზიონში. ხშირად გაჟღერდა, რომ არსენალის თავმჯდომარემ სერ ჰენრი ნორისმა მოაწყო ფარული გარიგება, თუმცა არაფერი დადასტურებულა. გადაწყვეტილებამ გაააფთრა ტოტენჰემი და მისი გულშემატკივარი, თუმცა 11 წლით ადრე, ტოტენჰემი თავად იყო დაწინაურებული საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონში, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ მე-7-ზე დაასრულეს 1907/08 წლების სეზონის საუთერნ ლიგა ამავე ლიგის ჩემპიონის, ქუინს პარკ რეინჯერსის ხარჯზე, რომელმაც დატოვა საუთერნ ლიგა დაწინაურების მოლოდინში.
დაბრკოლების მიუხედავად, ტოტენჰემი მალე დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას 1919/20 წლების სეზონის მეორე დივიზიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ და დერბი კიდევ ერთხელ შედგა. პირველი სრულიად კონკურენტუნარიანი დერბი მატჩი 1913 წელს არსენალის ჩრდილოეთ ლონდონში გადასვლის შემდეგ იყო 1921 წლის 15 იანვარს გამართული პირველი დივიზიონის მატჩი უაით ჰართ ლეინზე, რომელიც 2-1 დასრულდა ტოტენჰემის სასარგებლოდ. ამ ორ გუნდს შორის ჩატარებული ადრეული მატჩები მიიჩნევა განსაკუთრებულად სასტიკ და დაუნდობელ მატჩებად - 1922 წლის სექტემბრის მატჩს საფეხბურთო ასოციაციამ დაუწესა ცენზურა და აიძულა გუნდები ეთამაშათ დახურულ კარს მიღმა.
ტოტენჰემი ასპარეზობდა მეორე დივიზიონში 1928-1933 და 1935-1950 წლებში, რამაც ბუნებრივია ორ გუნდს ერთმანეთთან თამაშის საშუალება მისცა, რამაც თავის მხრივ ოდნავ გაანელა და ჩააცხრო ვნებათა ღელვა. კლუბებს შორის ურთიერთობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტოტენჰემმა არსენალს უაით ჰართ ლეინზე საშინაო მატჩების ჩატარების ნება დართო, სანამ ჰაიბერი რეკვიზირებული იყო ARP სადგურის მიერ, მოგვიანებით კი დაბომბილი. ორი მხარე FA თასზე (ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი) პირველად 1948/89 წლების სეზონში შეხვდა, როდესაც არსენალმა მოიგო მესამე რაუნდის შეხვედრა ანგარიშით 3-0.
1950 წლის შემდეგ მხოლოდ 1 სეზონი (1977/78) იყო, როდესაც არსენალი და ტოტენჰემი არ იმყოფებოდნენ ერთ დივიზიონში, რაც იმას გულისხმობს, რომ გუნდებს შორის შეხვედრას რეგულარული ხასიათი ჰქონდა და სწორედ ამიტომაა მათ შორის მეტოქეობა დღემდე აქტუალური. ბევრი დასამახსოვრებელი დერბი მატჩი ჩატარდა, რომელმაც ტიტულისა და თასის მოპოვებაზე იქონია გავლენა. ყველაზე დიდ საფეხბურთო მეტოქეობის პირობაზე, ორი გუნდის ფანებს შორის გაღიზიანებაც დიდია. ფეხბურთელი, რომელიც ერთი გუნდიდან მეორის შემადგენლობაში გადადის, ძალიან ცუდ შეფასებას იღებს ყოფილი გულშემატკივრისგან. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია სოლ კემბელი, რომელსაც 2001 წელს ტოტენჰემიდან არსენალში გადასვლის შემდეგ სპურსის გულშემატკივრებმა "იუდა" შეარქვეს.
არსენალის გულშემატკივარს მეტოქესთან დაკავშირებული საზეიომო დღეც აქვს. ისინი აღნიშნავენ წმინდა ტოტერინჰემის დღეს მაშინ, როდესაც ტოტენჰემს დივიზიონის ცხრილის არსენალზე მაღალ პოზიციაზე დასრულების თეორიული შანსიც აღარ აქვს.
სათასო ნახევარფინალები და ტიტულისთვის გადამწყვეტი მატჩები:მიუხედავად იმისა, რომ არსენალი და ტოტენჰემი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს მნიშვნელოვანი თასის ფინალში, ისტორიას ახსოვს ჩრდილო-ლონდონური დერბი მატჩები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ერთ-ერთ კლუბს ტროფის მოგებაში:
- ტოტენჰემი 0-1 არსენალი ( 3 მაისი, 1971) 1970/71 სეზონის ბოლო მატჩში არსენალს ჭირდებოდა მოგება ან ნულოვანი ფრე იმისთვის, რომ გამხდარიყო პირველი დივიზიონის ჩემპიონი (გოლებიანი ფრე ნიშნავდა, რომ ლიდს იუნაიტედი აჯობებდა არსენალს ბურთების შეფარდებით). დაძაბული მატჩი იყო არც ისე ბევრი რეალური საგოლე მომენტით ბოლო წუთებამდე. თამაშის დასრულებიდან 3 წუთით ადრე ჯონ რედფორდის დარტყმული პეტ ჯენინგსის კარგად გარდაიქმნა; ჯორჯ არმსთრონგის რიკოშეტის შემდეგ ბურთი აღმოჩნდა კარის გასწვრივ და რეი კენედიმ თავით მოაპოვებინა გამარჯვება თავის გუნდს. არსენალმა მოახერხა ტიტულის მოგება (იმ სეზონზე შესრულებული დუბლის პირველი ნაწილისა).
- ტოტენჰემი 1-2 არსენალი (4 მარტი, 1987) – არსენალმა და სპურსმა ითამაშეს 2-2 ორი მატჩის ჯამში ქარლინგის თასის ნახევარფინალში. სტუმრად გატანილი გოლების წესის არარსებულობის გამო მატჩი გადათამაშდა სპურსის სტადიონზე. ტოტენჰემი დაწინაურდა კლივ ალენის გოლით, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა იან ალინსონმა გაათანაბრა, ხოლო დევიდ როკასლმა გაიტანა გამრჯვების გოლი და არსენალს მოაპოვებინა ფინალის საგზური, სადაც მათ მოიგეს პირველი ტროფი 1979 წლის შემდეგ.
- ტოტენჰემი 3-1 არსენალი ( 14 აპრილი, 1991, უემბლი) პირველი FA Cup-ის (ასოციაციის თასი) ნახევარფინალი ორ კლუბს შორის. არსენალი ცდილობდა მეორე სათასო დუბლის შესრულებას, მაგრამ ტოტენჰემის პულ გასკოინმა გაიტანა მეხუთე წუთზე 30 იარდიდან საჯარიმო დარტყმით. გერი ლაინკერმა გაზარდა ანგარიში ტოტენჰემის სასარგებლოდ. თუმცა ალან სმიტმა ერთი გოლი გაქვითა პირველი ტაიმის დასრულებამდე, ლაინკერმა მეორე ტაიმშიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არსენალის ვერ შეძლო დუბლის შესრულება, თუმცა მათ მოიგეს ლიგა ამ სეზონზე, სპურსმა კი აწია თასი ერთი თვის შემდეგ.
- არსენალი 1-0 ტოტენჰემი (4 აპრილი, 1993, უემბლი) – მეორე FA Cup-ის ნახევარფინალი მეტოქეებს შორის, რომელშიც არსენალმა მოახერხა რევანშის აღება ტონი ადამსის თავური გოლის წყალობით, რომელიც მოჰყვა პოლ მერსონის სტანდარტს 79-ე წუთზე. არსენალმა მოახერხა თასის მოგება მაისში, რომელიც მათ შემატეს ლიგის თასს.
- ტოტენჰემი 2-2 არსენალი (25 აპრილი, 2004) – არსენალი იყო დაუმარცხებელი პრემიერლიგაში და მხოლოდ 1 ქულა სჭირდებოდა ტიტულის მოსაგებად. 35 წუთისთვის მეთოფეები 2-0-ს იგებდნენ პატრიკ ვიეირასა და რობერტ პირესის გოლების წყალობით. მაგრამ სპურსმა არ დაუშვა არსენალის გამარჯვება, მეორე ტაიმში ჯემი რედკნაპმა შორი მანძილიდან გაიტანა გოლი, შემდეგ კი რობი კინმა შეასრულა პენალტი 90-ე წუთზე. არსენალმა მეორედ მოიგო ტიტული მეტოქის მოედანზე, გაიმეორა რა 1971 წლის ტრიუმფი.
- ტოტენჰემი 5-1 არსენალი ( 22 იანვარი, 2008) – ტოტენჰემის პირველი გამარჯვება არსენალზე 1999 წლის ნოემბრის შემდეგ, ლიგის თასის განმეორებით მატჩში. გუნდებმა ითამაშეს 1-1 ემირეითს სთეიდიუმზე. ჟერმეინ ჟენასისა და ნიკლას ბენტნერის ავტოგოლის წყალობით ტოტენჰემმა პირველი ტაიმი 2-0 ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევარში ტოტენჰემმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა რობი კინისა და აარონ ლენონის შესრულებით მანამდე, სანამ შეცვალზე შემოსული ემანუელ ადებაიორი გაქვითავდა 1 ბურთს, თუმცა ტოტენჰემმა სტიდ მალბრანკის საშუალებით კიდევ ერთი გოლის გატანა მოასწრო დამატებულ დროში, რომელმაც ტოტენჰემის 2008 წლის ლიგის თასის ფინალის საგზური მოაპოვებინა, რომელიც მათ მოგვიანებით მოიგეს.
სტატისტიკა და რეკორდები:2009 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით 1909 წლის პირველი შეხვედრის შემდეგ არსენალსა და ტოტენჰემს შორის 163 პირველი კლასის შეხვედრაა ჩატარებული, რომლებიდანაც არსენალმა მოიგო 67, ხოლო ტოტენჰემმა 50. ყველაზე მეტი გოლი ერთ თამაშში გავიდა 2004 წლის 13 ნოემბერს უაით ჰართ ლეინზე პრემიერლიგის მატჩში, რომელიც არსენალის გამარჯვებით დასრულდა 5-4. ყველაზე დიდი უპირატესობით მოგება დაფიქსირდა 6-0, რომელიც სტუმრად მოიგო არსენალმა 1935 წლის 6 მარტს. ტოტენჰემს ორჯერ აქვს მოგებული 5-0 (25 დეკემბერი, 1911 და 4 აპრილი 1983) და არსენალს ერთხელ; სამივე მატჩი უაით ჰართ ლეინზე გაიმართა.
ტოტენჰემის გატანილი გოლების რეკორდი არსენალის წინააღმდეგ ბილი მინტერსა და ბობი სმიტს ეკუთვნის, 9-9 ბურთი. არსენალის რეკორდი ტოტენჰემის წინააღმდეგ კი ემანუელ ადებაიორის, ალან სანდერლენდისა და რობერტ პირესის ანგარიშზეა, 8 ბურთი თითოზე. არსენალის მხრიდან ყველაზე მეტჯერ ჩრდილო-ლონდონურ დერბიში მონაწილეობა მიღებული აქვს დევიდ ო’ლირის -35 მატჩი. ხოლო სპურსის რეკორდი ეკუთვნით გარი მებატსა და სტივ პერიმენს – 31 მატჩი.
ტერი დაისონი ერთადერთი ფეხბურთელია სპურსიდან რომელსაც არსენალის წინააღმდეგ შესრულებული აქვს ჰეთ თრიქი. ეს მოხდა 1961 წლის 26 აგვისტოს, როცა სპურსმა მოიგო 4-3. არსენალის მხრიდან კი იგივე გააკეთეს ტედ დრეიკმა (20 ოქტომბერი, 1934) და ალან სანდერლენდმა (23 დეკემბერი, 1978).
2010 წლის 14 აპრილის მონაცემებით:

წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/North_London_derby© დავითა
თავი და ტრაკი ხანდახან სინონიმებია და ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად იხმარება. მაგ: გატრაკების თავი, გათავების ტრაკი. (c) დავითა
One is not half of two, two are halves of one.