დილის 9 საათზე 6 კაციანი ჯგუფი უნდა გამოვცხადდეთ სამსახურში,,უფრო სწორად, უკანა შესასვლელთან.. რაციით გადაეცემა, რომ ცვლა მოვიდა.. ესა და ეს თანამშრომლები..
იღება კარი და სათითაოდ იკითხება ვინ მოვიდა, რომელ საათზე და ა.შ
ვაბარებთ მობილურებს, ძვირფასეულობას და.აშ.
ვიცვლით ტანსაცმელს და ვიცვამთ უნიფორმას..
გვეკრძალება საქმის გარდა ერთმანეთთან საუბარი..
საკუთარ კარადასთან მისვლა შეიძლება ცვლის უფროსის გაფრთხილებით, რომელიც აღებს ჩაკეტილ კარს საჭიროების შემთხვევაში.. ანუ პირადი ნივთი თუ დაგვჭირდა და აშ.
სამსახურში ვიმყოფებით 12 სთ..
გარშემო ვიდეოკამერებია..
ქალ თანამშრომლებს ფეხსაცმელი აუცილებლად ქუსლიანი უნდა გვეცვას.. მოკლე კაბა და კოლგოტი.
მამაკაცებს შავი შარვალი და თეთრი პერანგი
არ შეიძლება კევის ღეჭვა..
სკამზე დაჯდომა შეზღუდულია და თუ ხალხი არაა, მაშინაა ნებადართული..
ჭამა შეიძლება მოხლოდ ცვლის უფროსის ნებართვის მიღებით ..არ შეიძლება შენობის დატოვება და თუნდაც, შემოსასვლელი კარის გაღება..
ცვლა რომ მთვრდება, ანალოგიურად ყველა იკრიბება, დაცვას გადაეცემა, რომ ესა და ეს პიროვნებები შინ ბრუნდებიან ..
ვიღებთ პირად ნივთებს.. სიგნალიზაციით ჩაკეტილი კარი იღება და სახლებში მივდივართ ..
არ შეიძლება სიცილი..
ხმამაღლა საუბარი..
გაშლილი თმა..
პირსინგი..
მკვეთრი მაკიაჟი
სულ უმაკიაჟობა..
დაცვა აკონტროლებს თითოეული თანამშრომელის ნაბიჯს და ყველაფერს ჟურნალში აღრიცხავს..
კამერები 24/7-ზე მუშაობენ..
ჰოდა..
ჯასთ მაინტერესებს ..
ვინ შეძლებს და გამოიცნობს რა დაწესებულებაა..
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...