თემა სამყაროსავით ძველია, მაგრამ...მოდით დავიწყოთ ძაან მარტივიდან:
ა)
აზროვ - ნება = აზრი + ნებაბ)
აზრო - ვნება = აზრი + ვნებაა) აზრი და ამ აზრის გამოხატვის ინდივიდუალური ნება!
ბ)აზრის ქონის სურვილი, ფიქრის მიბაძვის ვნება და ღირსშესანიშნობრივი ტაშ-ფანდური!
მე ასე მესმის - პიროვნება, თავის ფსიქოლოგიურ კომპლექსში გულისხმობს არსებას, რომელსაც უნდა გააჩნდეს საკუთარი ნება, იყოს ამა თუ იმ გაგების, პრინციპების და შეხედულებების მქონე პირი, ანუ - პერსონა!!!
ლირიულ-ესთეთიკურად თუ ვიტყვით,...იდეაში ყველას გაგვაჩნია უფლისაგან მონიჭებული "მადლი"...გვქონდეს კეთილი(თავისუფალი) ნების გამოხატვის უნარი და "გულის კარნახით" და "გონების შუქით" მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება...
მაგრამ, მოდით დავფიქრდეთ რამდენ ნიუანსს და არაცალსახობებს შეიძლება შეიცავდნენ სიტყვები.."გულის კარნახი".."გონების შუქი"?!
მხედველობაში მაქვს არა უბრალოდ ის, რომ უბრალოდ ჩვენი გულის კარნახი იყოს საკუთარი პირადი ვნებებით განპირობებული ან გონების შუქი იყოს არასაკმარისი ამა თუ იმ მოვლენის დასანახად....
არამედ უფრო ის, თუ რამდენადაა ეს "გულის კარნახი" და "გონების შუქი" ჩვენი პირადი ნების გამოხატულება....რა დოზით მონაწილეობს ჩვენი პირადი ნება(არსება) იმაში, რასაც ჩვენ "საკუთარ გადაწყვეტილებას" ვეძახით და რამდენადაა ეს საკუთარი გადაწყვეტილება თავისუფალი "სხვების გადაწყვეტილებებისაგან" ???!!! გვესმის, რომ ჩვენ ყველა,... ჩვენი დაბადებით, აღზრდით და განვლილი ცხოვრებით, ჩამოვყალიბდით განსხვავებულები და ამავე დროს რაღაცნაირად ერთმანეთის მსგავსნი ისეთები, როგორებიც ვართ....სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური ქარმომავლობისა, ცხოვრება გვიწევდა
მეტ-ნაკლებად ერთიან სოციალ-პოლიტიკურ სივრცეში....მაგრამ მეორეს მხრივ ამ სივრცის თვისება მდგომარეობს იმაშიც რომ, საკუთარი მთლიანობის და სტაბილობის შესანარჩუნებლად, ეს სოციალური ორგანიზმი ყოველ ჩვენგანს, როგორც პოტენციურ პიროვნებას, გვიწესებს რაღაც საერთო-კოლექტიური აზროვნების და ქმედებების თამაშის წესებს, იმის და მიუხედავად რამდენად რამდენად გვაქვს ჩვენ ეს წესები შინაგანად გაცნობიერებული და რამდენად ინდივიდუალურად ვეთანხმებით ჩვენ მას!!!
...საკმაოდ ბანალურად შეიძლება ჟღერდეს ყოველივე ჩემს მიერ ზემოთთქმული, ნებისმიერს შეუძლია მითხრას..."მერე რა, არსებობს აზრი, მე შემიძლია დავეთანხმო მას ან არა, გამოვთქვა განსხვავებული, გავაპროტესტო..ეს ჩემი უფლებაა და ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადიებაში ბლა-ბლააა"...
....და ჰო კარგად გვესმის - ეს ნათქვამიც იქნება იმ ათასობით ფრაზომასტურბაციული "ბლა-ბლა"-ების კიდევ ერთი გამეორება , რასაც ყოველდღიურად გვიკაკაჩებს ე.წ. საზოგადოებრივი აზრის ინდუსტრია!!!
....და როგორ ვფიქრობთ, ისიც ხომ კარგად გვესმის, რომ ის ასობით ბიორეპროდუქტორი(კომენტატორი თუ ჟურნალისტი), რომელიც ამ კოლექტიურ ინდუსტრიის დაკვეთას ასრულებენ და მისი ზრის გახმოვანებბას ახდენენ, რა ფერხულში არიან ჩაბმილნი და რამდენად ჯერავთ ამ ფერხულის?!....ვიტყვით, რომ ადამიანურად გასაგებია, ნუუ... ეს მათი სამუშაო ლუკმა-პურია, შვებულებისთვის დანაზოგი "2 კაპიკია"...
ჰო და ამას რომ ვიტყვით, ზუსტად მაშინ იწყება - "სხვის სიზმარში გაღვიძება"!!!...და ეს სხვის სიზმარი და სხვის სიზმარში ცხოვრება არ დამთავრდება, სანამ ვამბობთ და ვიტყვით იმას ...
"რას იზამ ძმაო...ცხოვრება ასეთია"!!!გვეუბნებოდა ბუდაც და იესოც.....ცხოვრება არანაირი არ არის, გარდა ისეთისა როგორსაც ვიცხოვრებთ....ის რასაც ზოგადად ცხოვრება ქვია, არის სამსარა, წუთისოფელი...სიზმრების სამყარო, რომელშიც, რადგან დავიბადეთ, გვინდა თუ არა გვიწევს მონაწილეობა....და დიდი მიღწევაა თუ ამ სამყაროში, საკუთარ სიზმარს მაინც ხედავ და სხვის სიზმარში თუ არ გეღვიძება...! ამით არაფერს განსაკუთრებულს არ ვიძახი, რადგან არსებობენ ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე (და შეიძლება კეთილშობილური უტოპიზმიდან გამომდინარე) ცდილობენ ეს ცხოვრება ერთგვარ სიზმარს დაამსგავსონ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ ადამიანებს შთააგონონ, რომ ..."ჩვენო ძვირფასნო, ეს ისე არ არის, რასაც თქვენ ხედავთ და როგორც თქვენ გგონიათ....სინამდვილეში ეს ცხოვრება ასეა!!!.....და ეს - "ასეა", სხვა არაფერია თუ არა რაღაც არქეტიპული სიზმარი, რეალური დროიდან და სივრციდან ამოვარდნილი და ერთ დროს ჩამხჩვალი და გაუიასნებელი ბავშვური ინფანტილიზმი!!!
......მე შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა -
ინსტიტუციები. ამ სიტვაში ვგულისხმობ ნებისმიერ კოალიციურ-საზოგადიებრივ წარმონაქმნებს...."ნათესაოსოფია", "პარტმადიდებლური მოძრაობები", "ეროვნულოკტრატია", "პროდასავლურომანია",
"წილხვერონომიკა" და ა.შ....
....ყველა ესენი უნდა გვეკიდოს, რადგან ეს სხვისი და სხვა სიზმარია, სადაც არასდროს გაგვეღვიძება იმად, ვინც ჩვენ ვართ სინამდვილეში...!
...ხო, ვიქცევით ასე, მიღებულია მოვიქცეთ ასე, ავიფაროთ გულგრილობა, პედანტურობა, ფორმალური ყურადღება, არაფრისმთქმელი ტუპოი ღიმილი, უფროსის კაბინეტში მუყაითი, ლაქუცა მოძრაობები და ჩაბუქვნები, ტაში დაუკრა ერთ დროს შენთვის უზნეო გიჟს, იმიტომ რომ ახლა შენი შვილი მის სამსახურშია.....და ყოველივე ამის მერე პრეტენზია გვაქვს "აზროვ-ნება" - ზე?!...ოპონენტები მეტყვიან - ზუსტად ამაშია საქმე, გონების წყალობით გამოსავლის მოძებნაო!....მაშ მიპასუხეთ ადამიანნო - რით განვსხვავდებით ფინია ლეკვისგან, რომელიც დიდი ბრაზიანი ცუგას ფეხებში ზურგზე კოტრიალობს და ელაქუცება?!....გამოსავალიც ხომ არის და გამოსავალიც და ნებისმიერი გამოსავალი რაც ჩვენს შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, ეს ხომ ღირსების "ტუპიკია" და სხვა არაფერი?!...კი ბატონო, ათასჯერ გადანაღეჭ-გადმონაღეჭია ყოველივე ეს, მაგრამ მაშინ რატომ ვერ გამოგვაქვს გამოცდილება?!...გვიფიქრიქრია იმაზე თუ, რამდენი დაკარგული ღირსების მაძიებელი ადამიანი, როცა მას ამის საშუალება ეძლევა, ამ ღირსების აღდგენას ცდილობს სხვისი ღირსების დაკნინებით და შელახვით?!...მეტიც, ასეთნი ხომ შემდგომში იმასაც ცდილობენ სხვისი ღირსების შელახვა და დაკნინება საკუთარი ღირსების მოპოვების ერთგვარ წესად და მოდადაც კი დაამკვიდრონ.....მერე ათასები გაიმეორებენ - "რას იზამ ძმაო, ცხოვრებაა ასეთი....ეჰ კაჩო, მიდი ჩამოასხი, ერთიც გადაFკრათ.." - ჩვენი საძმოს ფსიქოლოგიური ელიქსირი!!!
.......................................................................................................................
ამ აბრაკადაბრას დავასრულებ ერთი მოკლე პროდასავლური იგავით:
..... სემს ოჯახის ფსიქოლოგი დასჭირდა, მას მერე, რაც საზღვაო საგუშაგო მორიგეობიდან დაბრუნებულმა, თავისი ცოლი ფეხებაპლაკული იხილა სამზარეულოს მაგიდაზე თავისი მეწყვილის ქვეშ, რომლის მკლავებში მოფართხალე ქალმა კარის დირეზე გაშეშებულ სემს გამამხნევებლად გამოსძახა...."ძვირფასო, ეს ის არაა რაც შენ გაიფიქრეო..."
......მას მერე, სემის მეწყვილის ადგილი ოჯახში ფსიქოლოგმა ბილმა დაიკავა, რომელიც დღემდე თავდაუზოგავად ცდილობს სემი დაარწმუნოს იმაში, რომ, "ის სულ არ იყო ის, რაც სემმა მაშინ გაიფიქრა" !
სემიც ცდილობს...... და ქვეყნის დაზღვევის პოლიტიკაც სემის ფსიქოლოგიური სიჯანსაღის მხარესაა....სემის ცოლიც, გულასმით ასრულებს ოჯახის ფსიქოლოგის მითითებებს, რათა სემმა ნაკლებად გაიხსენოს ის, რაც მაშინ გაიფიქრა და თურმე ისე სულ არ ყოფილა....სემის პატარა ბიჭი თავის სკოლის მეგობრებს უყვება, როგორ ახრჩობდა "მამას სამსახურის ძია", მის დედას მაგიდაზე და მამამ როგორ გადაარჩინა დედიკო....ასე გრძელდება ცხოვრება - სემიც სხვის სიზმარშია და კმაყოფილია და ვაპშემც ვსე დავოლნი ი ვსე რადი!!!
* * *
...გასაგებია, სიზმარი გაგვიგრძელდა....
This post has been edited by Stalker2005 on 31 Oct 2010, 14:22