კი 16.00 ზეა შეიცვალა დრო. მაგრამ პირიქით,ჩვენთვის კარგია ეგ. თამაშამდე ბევრი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და გადასაჭრელი..
* * *
ჩვენი საიტის მომხმარებელთა ინიციატივით, გადაწყდა 11 სექტემბერს 18:00 საათზე “მუშტაიდის” ბაღში შევკრებილიყავით და გვემსჯელა რა ფორმით დაგვეჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებისათვის. წვიმის გამო იძულებულნი გავხდით შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე, ტრიბუნების ქვემოთ გადაგვეტანა. ინფორმაცია შუადღისთვის საიტზეც განვათავსეთ, რომელიც სამწუხაროდ ბევრმა ვერ ნახა და საღამოს “მუშტაიდს” მიაშურა. სტადიონის ეზოში ოცზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. იყვნენ მოსწავლეები, სტუდენტები, უფროსი თაობის წარმომადგენლები: ასაკი 14-50 წელი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ვინმემ თავისი ასაკისა და სოციალური სტატუსის გამო თავი არ შეიკავოს და თავისუფლად შემოგვიერთდეს. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოითქვას საინტერესო მოსაზრებები, მაგ: შეხვედრების მოწყობა ინსტიტუტებში სტუდენტების შემოსაერთებლად, ასეთივე შეხვედრების ჩატარება სპორტულ და საჯარო სკოლებში, ნაკრების თამაშის დღეს რამდენიმე საათით ადრე ქალაქში მანქანებით მსვლელობა, დროშებით და შესაბამისი ატრიბუტიკით (დავესესხოთ ზესტაფონლებს).
გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე არ ვიჩქაროთ რაიმე სახის ორგანიზაციის დარეგისტრირება, არამედ დავისახოთ კონკრეტული ამოცანა. ასეთია 8 ოქტომბერი: საქართველო-მალტის შეხვედრაზე, ერთნაირ მაისურებში გამოწყობილმა ქომაგებმა, შესაბამისი ატრიბუტიკით, დროშებით, დასარტყამი ინსტრუმენტებით შევავსოთ მინიმუმ ერთი სექტორი (1500 ადგილი), არც ორზე ვიტყვით უარს. გასამხნევებელ შეძახილებთან ერთად სტუდენტები სიმღერის შექმნასაც დაგვპირდნენ. ერთი სიტყვით, ქეცბამ და ბიჭებმა 90 წუთის განმავლობაში უნდა იგრძნონ ჩვენი ხმაურიანი მხარდაჭერა. საიტზე 7000-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული. იმედია, სხვებიც შემოგვიერთდებიან და ამ ჩანაფიქრის შესრულება არ გაგვიჭირდება.
ეს თუ შევძელით, შემდეგში შეიძლება ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთ, შევქმნათ არაკომერციული გაერთიანება, რომელიც არა მარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად ქართული სპორტის მხარდამჭერი იქნება. “ქართული სპორტის ქომაგები”- ამ სახელით ბიჭებმა facebook- ზე შექმნეს შესაბამისი გვერდი:
http://www.facebook.com/pages/kartuli-spor...107966629264188 .
ეს გაერთიანება ერთნაირად დაუდგება გვერდში როგორც ქართულ ფეხბურთს, რომლის ასაკობრივი ნაკრებები უკვე იმედებს გვისახავენ, ასევე კალათბურთს, რომელმაც საკმაო “ავანსი” გაიღო, რაგბს, რომლის წინაშე დიდ ვალში ვართ ქომაგები და ყველა იმ სახეობას, სადაც ქართველი მაყურებელი სპორტსმენთა ბოლომდე დახარჯვას და თავდადებას დაინახავს.
ეს ყოველივე სამომავლოდ. მანამდე კი მინიმუმ 1500 თანამოაზრე გვჭირდება, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.არ არის აუცილებელი ისინი ჩვენი საიტის მომხმარებლები იყვნენ.
თუ სურვილი გაგიჩნდათ, ამ ყველაფრის თანამონაწილე გახდეთ, გამოგვიგზავნეთ წერილი მისამართზე: admin@worldsport.ge თქვენი მონაცემებით: სახელი, გვარი, “ნიკი” ( თუ გაქვთ ჩვენ საიტზე), ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი, აგრეთვე თქვენი მოსაზრებები და წინადადებები. ამით დაგვიდასტურებთ თქვენს სურვილს - გახდეთ ქართული სპორტის ქომაგი.
ბანერის, დროშების, დასარტყამი ინსტრუმენტების და სხვა ატრიბუტიკის შესაძენად გახსნილია ანგარიში ლარის:
მიმღები ირაკლი ჟღენტი
ანგარიშის ნომერი: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი – ვაგზლის განყოფილება
ბანკის კოდი: 220101922
ანგარიში დოლარის:
Customer name : Jgenti Irakli
Account number and currency: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 USD
Account type : Current
Bank code (SWIFT- code) : MIBGGE22
Bank name: ProCredit Bank Georgia
Bank address : 0112 Tbilisi. Aghmashenebelis ave. 154
ანგარიში ევროში:
Customer name : Jgenti Irakli
Account number and currency: GE67 PCO1 1360 0100 0278 62 EUR
Account type : Current
Bank code (SWIFT- code) : MIBGGE22
Bank name: ProCredit Bank Georgia
Bank address : 0112 Tbilisi. Aghmashenebelis ave. 154
ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც უამინდობის მიუხედავად არ დაიზარა და მოვიდა სტადიონზე. იმ სტადიონზე რომლის ერთ-ერთ სექტორს 8 ოქტომბერს ქომაგები აუცილებლად შევავსებთ.
ადმინი
admin@worldsport.ge
P.S. იმის გამო, რომ პაროლის შეყვანისას ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს კომუნალური გადარიცხვებით, პაროლი შეცვლილია, საჯაროობისათვის სისტემატურად გამოქვეყნდება ანგარიშის ამონაწერი.