
Poison - ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია შუა 80-ანებიდან, 90-ანების დასაწყისამდე. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1983 წელს პენსილვანიის პატარა ქალაქ მექანიქსბურგში და შედგებოდა ვოკალისტის - Bret Michaels-ის, გიტარისტის - Matt Smith-ის, ბასისტის - Bobby Dall-ის და დრამერის - Rikki Rockett-ისგან. ამ დროს ბენდს ჯერ კიდევ Paris ერქვა. ჯგუფის წევრებმა წარმატების მისაღწევად გადაწყვიტეს ლოს-ანჯელესში გადაბარგება, შეიცვალეს სახელი და ადგილობრივ ბარებში დაიწყეს დაკვრა. იმის გამო რომ მეთ სმიტს შვილი შეეძინა, მან ჯგუფი დატოვა და პენსილვანიაში დაბრუნდა. ჯგუფმა გიტარისტის ძებნა დაიწყო და საბოლოოდ სამ კანდიდატზე შეჩერდნენ: სტივ სილვა(Steve Silva) - Joe Perry Project-დან, განზ ენ როუზის მომავალი წევრი სლეში(Slash) და სი სი დევილი (C.C. DeVille,). ბენდმა არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა და ვინაიდან წინა გიტარისტმა ჯგუფი ძალიან მალევე დატოვა ეს ოთხეული მიიჩნევა ბენდის ე.წ თავდაპირველ შემადგენლობად (Original Line-up).

მათი სადებიუტო ალბომის ‘Look what the cat dragged in’ 4მილიონი ასლი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით და მასში შედიოდა გლემ მეტალისთვის დამახასიათებელი ისეთი სინგლები როგორებიცაა: ‘Talk dirty to me’, ‘I want action’, ‘I won’t forget you’ და ‘Cry tough’.

თუმცა ჯგუფმა ნამდვილ წარმატებას 1988წელს გამოსული მეორე სტუდიური ალბომით - 'Open up and say... Ahh!' მიაღწია, რომელშიც მათი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სიმღერა 'Every rose has it's thorn' შევიდა.

წარმატება გაგრძელდა შემდეგ ათწლეულშიც ალბომით - 'Flesh & Blood' რომელშიც შედიოდა ისეთი ჰიტები როგორებიცაა 'Something to believe in' და 'Life goes on'.
შემდეგ 90-ანებისა და Grunge-ის შემოსვლის შემდეგ გლემ მეტალის პოპულარობა დაიკლებს, შესაბამისად Poison ისევე როგორც სხვა ე.წ Hair Metal ჯგუფები დომინირებას დაასრულებენ, თუმცა მათი უკვდავი 'როკენროლური' ჰიმნები და სასიყვარულო ბალადები წარუშლელ კვალს დატოვებს როკის ისტორიაში.
პ.ს აბა რას იტყვით ამ ჯგუფზე? ვიცი რო თემა ჩასაძირადაა განწირული, თუმცა რამოდენიმე იუზერი მაინც თუ იქნება ვისაც გაუგია ამათზე ან საერთოდ თუ უსმენს ვინმე კაი იქნება