იიინგლისელი უსაყვარლესი მწერალი..
მისი ნამდვილი სახელია კეტრინ ბიჩემი
1886-1923
საინტერესოა რომ თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები სიკვდილის წინა წლებში დაწერა, ტუბერკულიოზით იყო დაავადებული.
ამ მწერლის შესახებ ვირჯინია ვულფისგან გავიგე, ის წერდა, რომ ყველა გამოჩენილი ინგლისელი ნოველისტის აზრით, კეტრინ მენსფილდს,როგორც მოკლე მოთხრობების ავტორს, ბადალი არ ჰყავდა

გუშინ ღამით წავიკიხე მისი 'ნეტარება'.. უუუზომოდ მომეწონა, ძალიან მარტივი და სახალისოა, ძალიან ცუნცულა და მსუბუქი..
მთავარი გმირი ბერტა ძალიან მგავს, მას ცხოვრება უყვარს და ტკბება ყველაფრით, შეუძლია იყვიროს რომ ბედნიერია და ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს მზის პატარა ნაჭერი გადაყლაპა,რომელიც მთელ სხეულს უთბობს.. ხო თუმცა ბერტას მხოლოდ ამ ერთ დღეს ჰქონდა ასეთი შეგრძნება, მე კი მთელი ცხოვრება ასე დავდივარ
ძალიან მომწონს როგორ ეხუტება ბერტა ბალიშს, როგორ უყვარს თავისი მეუღლე, გარშემომყოფებს უყურებს და რომ გრძნობს როგორ უყვარს ყველა, ძალიან ნაცნობია
თუმცა დასასრული აქვს არასასიამოვნო, ეგრეც ვიცოდი დამპალ ჰარის მის ფულტონი რომ უყვარდა..მაგრამ გაცილებისას ისე ლამაზად არის დახატული მათი საიდუმლოს გამჟღავნება (თუ როგორც

) ვერც გავბრაზდი

ბერტაზე გავბრაზდი.. დაინახა და მოისმინა მისი მეგობრის და ქმრის საუბარი,როგორ ჩასჩურჩულა 'ხვალ' და სხვა დეტალები და ეს კი ფანჯარასთან მივიდა და ეკითხება საკუთარ თავს 'რა იქნება ხვალ?' მთელი ენთუზიაზმი და სიხარული და სიამოვნება ჩამიკლა რა.. რას ნიშნავს რა იქნება ხვალ, მიდი და ჰკითხე ქმარს დაელაპარაკე, ჩაერიე, რამე გააკეთე
ხოდა ესე
ვეძებ მენსფილდის სხვა მოთხრობებსაც და თუ ლინკს დამიდებთ ან მათხოვებთ კარგი იქნებოდა
This post has been edited by miss_pepsi on 7 Sep 2010, 15:41
"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)