#21471214 · 7 Sep 2010, 14:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მაქვს 1-ოთახიანი ბინა ,რომელიც ამჟამად გაქირავებულია ინდოელებზე... მოკლედ ჩამოსულები არიან სასწავლებლად და სურთ რომ სწავლასთან ერთად პატარა ბიზნესიც წამოიწყონ ,კერძოდ კი ინდოეთიდან შემოიტანონ პროდუქცია ,თბილისში გასაყიდად .
წეღან დამიკავშირდა იურიდიული ფირმა ,ამ ტიპის ადვოკატი და მითხრა იმისთვის, რომ ინდოელებმა გახსნან ფირმა საჭიროა იურიდიული მისამართის მითითება და შემომთავაზეს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მივცე უფლება დაარეგისტრირონ ფირმა ჩემი ბინის იურიდიულ მისამართზე. ადვოკატმა მითხრა,რომ ამით საფრთხე არ ემუქრება ჩემს ბინაზე საკუთრებას ,არავის ჩაწერა არ ხდება ბინაში ,უბრალოდ ითხოვენ რეგისტრაციას და მაძლევს იურიდიული ფირმა ამის ხელწერილს გამოცდილი იურისტების აზრი მაინტერესებს ,რამდენად უსაფრთხო იქნება ასეთი ნაბიჯი და დავთანხმდე თუ არა ? მეც იურიდიულზე ვსწავლობ,ვიცი ,გამიგია მსგავსი შემთხვევები,მაგრამ მაინც ვერ გავრისკავ გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ როგორ მოვიქცე
--------------------
Gold is cold, diamonds are dead, a limousine is a car, don't pretend, feel what's real...
|