გამარჯობა,
მოკლედ დავიტანჯე ლარინგოლოგებში სიარულით, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას მეუბნება და ვეღარ გავიგე რა ვქნა! არ მიყვარს ერთი ექიმიდან მეორესთან მისვლა მაგრამ უკვე ერთი 5-6 ექიმთან ვიყავი, ყველა ერთმანეთს ცინიკურად მოიხსენიებს და განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან!
მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს:
მქონდა ესისებრი (ორივე ნესტოში) ძგიდი და ნიჟარები. ოპერაცია გავიკეთე პლასტიკურ ქირურგთან იმ პირობით რომ ძგიდიც უნდა გასწორებულიყო და პლასტიკაც გაეკეთებინა...ვვარაუდობდით რომ ძგიდის გასწორების შემდეგ სუნთქვა გაუმჯობესდებოდა.... ძირითადი მოტივაცია მქონდა სუნთქვის გამოსწორება....საბოლოოდ კი გამოვიდა კარგი ფორმის ცხვირი მაგრამ სამწუხაროდ ძგიდი ისევ მაქვს ერთ მხარეს. ქირურგმა რომელმაც გამიკეთა ოპერაცია მირჩია რომ ძგიდს არ შევეხო რადგან დიდი ალბათობით გმაოიწვევს დეფორმაციას. ნიჟარები ყველა ვარიანტში უნდა გავიკეთო.
ერთ-ერთმა ლარინგოლოგმა ( მერაბ ხვადაგიანმა) მითხრა რომ რადიოტალღური მეთოდით ახდენს ნიჟარების კოაგულაცია. მეთოდი არის ე.წ. უსისხლო. არ ჭირდება ნარკოზი და სულ არის 35 წუთიანი პროცედურა. 2 საათში შეგიძლია დაუბრუნდეო ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.... 100 % ით მუშაობს ეს მეთოდიო 6-7 წელია ვაკეთებ არავინ არის უკმაყოფილოვო.
ჯაფარიძის კლინიკაში რომ ვუთხარი მსგავსი მეთოდი, ჩვენც გვაქვსო, ოღონდ ჩვეულებრივი ოპერაციიააო. ამ მეთოდს ვიყენებთ ოპერაციის დროსო. პაციენტს რომ გავუკეთებთ ნარკოზსო მერე ვცდით რადიოტალღებით დაპატარავებასო და 50-50-ზეაო, თუ არ დაპატარავდა მერე ხდება მოჭრაო.... ანუ ცალკე მარტო რადიოტალღებით არ აპატარავებენ
ნიუ ჰოსპიტალშიც ვიყავი გიორგი გოგნიაშვილთან და რომ ვუთხარი მსგავსი მეთოდი მკითხა ვიზე ამბობო, რომ ავუხსენი მერე ცინიკურად თქვა გასაგებიაო და ეგეთი რამე არ ხდებაო.... საბოლოოდ ამ ექიმმა რაღაცეები მომატყუა (ერთი და იგივე შემცველობის წამლები გამომიწერა სხვადასხვა დასახელებით, შემომასაღა ფაქტიურად).
ინტერნეტში ვნახე ინფორმაციები რომ ხალხი იკეთებს ამ რადიოტალღური მეთოდით, იუთუბზეც არის ინფორმაციები:
https://www.youtube.com/results?search_query=rf+turbinateვინმემ არ იცით კარგი ექიმი ვინც კარგად გაგსინჯავს და ვისაც ექნება გამოცდილება ცოდნა ნიჟარების დაპატარავების სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით?