თბილისის საერთაშორისო აეროპორტითბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წელს.აეროპორტს მართავს Tav Georgia. წარმოადგენს hub-ს აირზენასთვის, eurex airlines, sky georgia-თვის.
2008(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს აეროპორტმა გაატარა 615242 მგზავრი, 2009(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს კი
594179 მგზავრი, 2010(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს კი
693988 მგზავრი.
2010-11 წლებში შემოვა ახალი ავიაკომპანიები alitalia,el al და სხვ.
ტავ ჯორჯია” ორ ახალ ავიაკომპანიას შემოიყვანს
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
“ტავ ურბან ჯორჯია” ბაზარზე ორ ახალ ავიაკომპანიას შემოიყვანს. თბილისსა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის გაზრდისათვის “ტავი” მოლაპარაკებებს რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან აწარმოებს. ჩინურ და იტალიურ ავიაკომპანიებთან შეთანხმება მომავალი წლის იანვარში გაფორმდება.
მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ახლახანს ლონდონიდან დაბრუნდნენ, სადაც საქართველოში შემოვლის სურვილი 11–მა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ქართული ავიაკომპანიები ბრიტანეთში ფრენას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
ქართული ავიაკომპანიები ბრიტანეთში ფრენას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულება ავიაგადაზიდვების რაოდენობაზე, ფრენების სიხშირესა და დანიშნულების პუნქტებზე შეზღუდვებს ხსნის. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ შეთანხმებით ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რადგან ყველა ავიაკომპანია შეძლებს, იფრინოს ბრიტანეთიდან საქართველოში და საქართველოდან ბრიტანეთში.
ეს კი, ვერა ქობალიას განმარტებით, ფრენების ტარიფებს გააიაფებს. ამასთან, მინისტრის ცნობით, ნებისმერ ქართულ და ბრიტანულ ავიაკომპანიას საშუალება აქვს, ბრიტანეთსა და საქართველოში შიდა რეისები განახორციელონ. შეგახსენებთ: ანალოგიური ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ საქართველომ ჩეხეთთანაც გააფორმა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უახლოეს პერიოდში რეისების შესრულებას ”Alitalia”, ”Meridiana Fly”, ”ATA Airlines”, ”China Southern Airlines”, ”El - Al Israel Airlines” და "ისრაელის ავიახაზები" გეგმავენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯიადან" აცნობეს.
"ტავ ჯორჯია" საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწლეობს.
კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს "ტავ ჯორჯიამ" მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენებში, მათ შორის ლონდონის ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაში – WTM (World Travel Market), ბერლინის ტურისტულ გამოფენაში – ITB, ასევე კანადაში, ვანკუვერში გამართულ სატრანსპორტო გამოფენაში - World Routes.
იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც საქართველოში შემოსვლას გეგმავენ, "ტავ ჯორჯიამ" კონტაქტები გამოფენებსა და ფორუმებზე დაამყარა
ასევე დაგეგმილია ახალი ასაფრენ-დასფრენი ბილიკის მშენებლობა.
თბილისის აეროპორტში ახალი ბილიკი აშენდება
მთავრობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ვერა ქობალიას თქმით, აეროპორტის არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამიტომ გადაწყდა პარალელურ რეჟიმში ახალი ბილიკის მშენებლობა დაიწყოს.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და საბოლოო თანხა, თუ რა დაჯდება პროექტი, უცნობია. თუმცა, ვერა ქობალიას განცხადებით, პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს გარკვეულ თანხას საფრანგეთის მთავრობა გამოუყოფს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2011 წლის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს.





This post has been edited by Fabian on 19 Jan 2011, 20:23