რა აზრის ხართ იმ მომარხულეებზე რომლებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ სამარხვო ნამცხვარს,სამარხვო მაიონეზს და ასე შემდეგ.როგორ ფიქრობთ მაგას მარხვა ქვია?მარხვის აზრი ხომ დათმენაშია,ხორციელი სიამოვნებისგან თავის შეკავებაში გარკვეული პერიოდით,სულის ხორცზე მაღლა დაყენებაში.ესენი თავს იმით იმართლებენ რომ ადამიანს ვიტამინები ჭირდება რომ არ გამოიფიტოს,(ჭამე მწვანილი ბატონო,მაგაზე მეტი ვიტამინები სადაა?

სუფთა მარხვისგან არავინ მომკვდარა )ცხოველურს არაფერს შეიცავს ეს სამარხვო კერდზებიო,ვტქვათ ეგრეა(ნუ დაგვავიწყდება გენმოდიფიცერებული პროდუქტები რომლებიც ცხოველის გენებს შეიცავენ,თუნდაც სოიო და სიმიდი ავიღოთ,რისგანაც ეს სამარხვო პროდუქთები მზადდება,მაგრამ ეს სხვა ცალკე თემაა)კიბატონო ვტქვათ არ შეიცავენ ცხოველურს არაფერს მაგრამ,სიამოვნებას ხომ განიჭებს მაგ პროდუქტების მირთმევა?თუ არ განიჭებს რაღატო ჭამ მაშინ?მარხვაში სიამოვნებას ჭამისგან მიიღებ თუ სექსისაგან არ აქ მნიშვნელობა ჩემი აზრით,ორივე აკრძალულია,დამიჯერეთ მალე სამარხვო ხორციც გამოვა და დიდი სიამოვნებით და სიხარულით მიიღებენ ეს ვაი მომარხულეები(მარტო მოდის და წონაში დაკლების გულისტვის მომაარხულეეებს არ ვგულისხმობ)ასეთ მარხვას აქვს აზრი?მე არასროს დამიმალავს რომ არ მაქვს ისეთი ნებისყოფა რომ ხორციელ სიამოვნებაზე უარი ვტქვა და ამიტომ ვერ ვმარხულობ.ეგეთი მომარხულეები ხომ ღმერთსაც ატყუებენ,საკუტარ თავსაც და გარშემო მყოფთაც?ყველაზე ცუდი ისაა რომ დარწმუნებულები არიან საკუტარი საქციელის სისწორეში.თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე