#21497207 · 8 Sep 2010, 23:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსთავი 2-ის სიუჟეტი არ მინახავს, მაგრამ ქეცბაიას ინტერვიუ რომ წავიკითხე, უკვე ნათელი იყო, რაც მოხდებოდა. ერთი ეგ არის, ასეთ ოპერატიულ რეაქციას არ ველოდი.
ვისაც დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს, რომ ჩვენი ნაკრები პირველად ახერხებს თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები აითვისოს (ცდით ალბათ ტოპმიოლერი და კუპერიც ცდილობდნენ, მაგრამ რაც გამოუვიდათ, ყველამ ვნახეთ).
არავის არა გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ რესურსებით დიდ მიზნებს მივაღწევთ. მაგრამ არ შეიძლება, ფეხბურთელებს მონდომება დავუკარგოთ. ვერავინ ვერ გაიხსენებს ისეთ დროს, ზედიზედ რამდენიმე თამაში უკლებლივ ყველა მოთამაშეს ასეთი თავდადებით რომ ეთამაშოს.
ჰოდა, კაცი იძახის, გეყოფათ ამდენი ლაპარაკი და საქმეს მიხედეთ, გვერდით დამიდექითო. ეგ რომ უკანდამხევი არ არის, უკვე გამოჩნდა. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ესენი ქეცბაიას ვერ აიტანენ და ადრე თუ გვიან გაუშვებენ. მაგას ამით არაფერი დააკლდება, თავის გზას იპოვის, ჩვენ ვიკითხოთ, ლაფში წოლასა და ცოხნას რომ გავაგრძელებთ.
ვიცი, ჩვენი სპორტული ჟურნალისტები აქაურობას ხშირად სტუმრობენ ხოლმე. სწორედ მათ მივმართავ, რადგან მათ პროფესიონალიზმში, პატიოსნებასა და ქვეყნის სიყვარულში ეჭვი არ მეპარება.
ფორუმი და კერძო საუბარი კარგია, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი საჯაროდ უნდა დაერქვას. აღარ არის რევერანსების დრო. ბოლოს და ბოლოს, ბასა თუ საგურამოს ცენტრი თუ რა ვიცი კიდევ რა, ათწლეულების მანძილზე ათასი გრანტით ათიათასჯერ რომ გახსნეს და ნაკრები ისევ უსახლკაროდ რომ არის დარჩენილი, ვიღაცამ ხმა ხომ უნდა ამოიღოს.
ჩემზე კარგად თქვენ იცით, რომ ამათ ხელში არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ ეს ვერ გაგვამართლებს, არ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია.
ჩვენ სპორტულ მედიას ძალუძს ქართული ფეხბურთის აღმავლობის ერთ-ერთი ფლაგმანი გახდეს. მწამს, რომ ეს ადრე თუ გვიან ასეც იქნება.
ცალკე თემა კი საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად გავხსენი. მოდერს ვთხოვდი, თუ მიზანშეწონილად ჩათვლის, 1-2 დღე აცალოს და მერე სათანადო თემას მიუერთოს.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, მეგობრებო?
|