dani94
DANI 094

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 142918
რეგისტრ.: 10-February 12
|
#29910277 · 26 Feb 2012, 08:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"იდეოლოგიური შეთქმულება ცივილური მსოფლიოს წინააღმდეგ". წერილი მესამე : რაც შეეხება დღევანდელ დღემდე არსებულ სწავლებებს ანტიქრისტესა და შვიდთავიანი მხეცის შესახებ, თავის დროზე ყველა მქონდა განხილული, რომელნიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. პავლე მოციქულმა რომ თქვა ანტიქრისტე ტაძარში ჩაჯდებაო და იქიდან იქადაგებსო, მიუხედავად იმისა რომ ეს ალეგორიულადაა ნათქვამი და პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, ესეც აღსრულდა. როდესაც ანტიქრისტე ლენინი კრემლში ჩაჯდა სადაც ტაძარი მდებარეობდა და იქიდან იქადაგა ღვთის გმობა და მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეა. მიუხედავად იმისა რომ პავლე მოციქული არ იყო წინასწარმეტყველი როგორებიც იყვნენ დანიელი,ეზრა და იოანე, ის ამ შემთხვევაში გვევლინება როგორც ამ სამი წინასწარმეტყველის ტექსტების განმარტებელი. 1996წელს ჩვენმა საპატრიარქომაც გადმობეჭდა 1912წელს მოსკოვის სასულიერო კომიტეტის მიერ ნებადართული ბროშურა სათაურით "ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები", რომელიც დაიწერა ათონის პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში. სადაც ბევრ უზუსტობასთან ერთად, არის ესეთი მტკიცება რომ შვიდთავიანი მხეცი და დანიელის მიერ თქმული მეოთხე მხეცი რომის იმპერიააო და აღმოსავლეთ რომი ანუ ბიზანტია როცა დაეცაო 1453წელსო დასავლეთი რომი მთლიანი დარჩაო და შენარჩუნდებაო ანტიქრისტეს მოსვლამდეო და ამაზე დაყრდნობით ამტკიცებენ ფაქტიურად რომ დღევანდელი დასავლური ცივილიზაცია ბოლო მეოთხე სამეფოაო და რომის იმპერიის გაგრძელებააო, შემდეგ ზოგმა სასულიერო პირებმა ამას ისიც დაამატეს რომ შვიდთავიანი მხეცი კათოლიკური ეკლესიააო და მისი თავები რომის პაპები არიანო. რა არის ეს, ეს არის ულტრაფანატიზმი,უვიცობა და მკვრეხელობა.საიდან წამოვიდა ეს სიბინძურე მე გეტყვით ეხლა. ჯერ კიდევ 19საუკ. შეითხზა ე.წ. "სიონელ ბრძენთა კრების ოქმები", რომელნიც თითქოს ებრაელმა თალმუდისტებმა შექმნეს, რაც არასწორია. ეს შეითხზა რუსულ შავრაზმელთა და შოვინისტთა წრეებში რომ შემდეგ დაერბიათ ებრაელები. რაც შეეხება მასონებს ისინი მართლაც არსებობდნენ ადრეულ საუკუნეებში დღესაც არსებობენ მცირე არავითარი გავლენის მქონე ჯგუფები. სინამდვილეში მასონები თავის დროზე წარმოადგენდნენ იატაქვეშეთში მყოფ პოლიტიკური პარტიების წინასახეს მაშინდელ საზოგადოებაში და როდესაც მეოცე საუკ. დასაწყისიდან დასავლეთ ცივილიზაციაში პოლიტიკური პარტიების როლი გაიზარდა და ოფიციალურად მოვიდნენ ქვეყნების სათავეში, მასონობამ როგორც ასეთი დაკარგა თავის ზეგავლენა და ფუნქციაც. დღეს ქვეყნებს პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები მართავენ და არა ვინმე მასონები. და "მსოფლიო შეთქმულების თეორია" მტკნარი სიცრუეა და რუსული პროპაგანდისტული მანქანის შედეგია. რომელიც ემსახურება მტრის ხატის შექმნას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას და ამის საფუძველზე საკუთარი ბოროტების დაფარვას. ეს შეთქმულების თეორია ჰიტლერმაც აიტაცა და ამიტომაც მოაწყო ებრაელთა გენოციდი. რუსეთის იმპერია ყოველთვის ებრძოდა დასავლურ ცივილიზაციას და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეებს. ჯერ კიდევ მეფის რუსეთში ვრცელდებოდა ხელისუფლების ზეგავლენა რუსულ მართლმადიდებლურ ელიტაზე, რუსი ეგზარხოსები(ეკლესიის მმართველები მაშინდელ საქართველოში) გამწარებული ებრძოდნენ საქართველოს ავტოკეფალურობის იდეას. ერთ-ერთმა ისიც განაცხადა დაუფარავად საქართველოს სისხლში ჩავახრჩობო და ბოლოს შური იძიეს და მოაკვლევინეს კიდევაც კირიონ მეორე. რუსული იმპერიული იდეოლოგიის შედეგის ზეგავლენაა სწორედაც ზემოთ მოყვანილი ბროშურა, რომელიც ათონის რუსულ მონასტერში დაიწერა. იყო რუსეთში დრო რომ ლენინისა და ტროცკის ხელმძღვანელობით იხვრიტებოდნენ სასულიერო პირები და მიაღწიეს შემდგომ პერიოდებში იმასაც რომ რუსული სასულიერო ელიტა მათ მიერვე კონტროლდებოდა და ამიტომაც არ აღიარებენ რომ შვიდთავიანი მხეცი რუსეთია და მისი პირველი თავი ანუ 666 კი ლენინი. კრემლის პროპაგანტისტული მანქანა დღესაც მუშაობს, მათ მიერვე კონტროლდება "რუსული სასულიერო ელიტა" და აპოკალიფსში ოღონდ რუსეთის იმპერია არ ამოიცნოს ხალხმა და ქმნიან ათასგვარ ყალბ თეორიებს: თეორიებს იმის შესახებ რომ თითქოს ანტიქრისტე პირდაპირი გაგებით მთელ მსოფლიოში გამეფდება, რომ იგი ჩაჯდება იერუსალიმის ტაძარძი და თავს ღმერთად გამოაცხადებს პირდაპირი გაგებით და არავითარ ალეგორიებს არ ცნობენ ეგენი, 666-ს კი შემდეგნაირად განმარტავენ თითქოს ანტიქრისტეს სახელის ასოების რიცხვითი მნიშვნელობების ჯამი უნდა იყოს 666. და მოჰყავთ სხვადასხვა სახელები ზოგს ერთ ასოს შეუკვეცავენ ზოგს რაღაცას მიუწერენ და მაინც ვითომ გამოჰყავთ რომ რომელიღაცა სახელის ასოების ჯამი 666-ია, სინამდვილეში ვერც ამტკიცებენ ამას. ავიღოთ მაგალითი ზოგნი ამტკიცებენ რომ მხეცი ნერონია და ასოების ჯამი 666-ია. სინამდვილეში ასოების ჯამი არ არის 666, ამბობენ რაღაცა გრაფა მოჰყავთ და ვერც ამტკიცებენ რადგან არ ემთხვევა. მერე კიდევ ვინ არის ის შვიდი მეფე და კიდევ ამავდროულად ათი მეფე გაგვცენ პასუხი, მეორე ორქიანი მხეცი ვინ არის მაშინდელ რომის იმპერიაში ამაზეც გაგვცენ პასუხი, "ხუთი დაეცა,ერთი(ანუ მეექვსე) არის,მეშვიდე მოვა და ცოტა ხანს დარჩება, მხეცი რომელიც იყო და არ არის მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დასაღუპად მოდის" ეს რას ნიშნავს ამაზეც გაგვცენ პასუხი. სინამდვილეში არავითარი პასუხი არა აქვთ და მეტიც ვერსიაც კი არა აქვთ. მსოფლიოში ვინმეს გამეფება და იერუსალიმის ტაძრიდან თავის თავის ღმერთად გამოცხადება ეს ხომ უტოპიაა და ვირტუალური რეალობა, ეს ადრეც შეუძლებელი იყო და დღეს 21საუკ. დასავლური ცივილიზაცია ვინმეს დააპყრობინებს მსოფლიოს და თანაც ღმერთად აღიარებს ამ უტოპიის ვის ჯერავს, დასავლეთი არ არის ჩრდ. კორეა სადაც ვიღაცას ჯერ კიდევ. აფეტიშებენ. მსოფლიოში ვეღარავინ და ვეღარასოდეს ვერ გამეფდება ანტიქრისტეს მსგავსი, ადრე თუ მოტყუვდა ხალხი რუსეთში და გერმანიაში დღეს ეგ გამორიცხულია. სსრკ-ს ზეგავლენა სტალინის დროს დედამიწის ერთ მესამედზე ვრცელდებოდა, ეგ იყო დანიელის მეოთხე მხეცი, მეოთხე სამეფო ,უკანასკნელი ყველაზე საშინელი და ყველაზე დიდი იმპერია და დღეს რუსეთის იმპერიის სახით უკანასკნელ ფაზაში იმყოფება. ეგ იყო აპოკალიფსური შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი. მაგ დონის მსოფლიო იმპერია აღარ იარსებბეს, მორჩა დამთავრდა, აღარავინ მოტყუვდება, დასავლეთის არცერთი ერი აღარ გაებმება ტირანების მახეში. რუსეთშიც აღარ განმეორდება ის რაც იყო, მხოლოდ პუტინს შეუძლია ბოლოს "ეშმაკის კუდი მოიქნიოს". ჩვენ ვიმყოფებით იმპერიებისა და ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევის ხანაში. მანამდე კი კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კვლავ აგრძელებს ხალხის შეცდომაში შეყვანას, აგებენ რა ათას თეორიებს "მსოფლიო შეთქმულებაზე", ID ბარათებზე, პასპორტებზე, ევროკავშირზე, მიკროჩიპებზე და ა. შ. მიკროჩიპში რომ ციფრი 666 წერია ეს პირველად ვითომ 90-იან წლებში რუსეთის ფსბს-თან დაკავშირებულმა ინჟინერ ტეხნოლოგებმა აღმოაჩინეს(დანარჩენი თქვენ განსაჯეთ). ამ თემაზე მოკლედ ვიტყვი თუ მიკროჩიპში რამე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავინ არ დაუშვებს მის გამოყენებას მითუმეტეს დასავლეთში და რაც მთავარია არაფერს არ ნიშნავს ცალკე აღებული ციფრი 666, ადამიანებს იძულებით შუბლზეც რომ დააწეროს ვინმემ(რაც საღ აზროვნებას ცდება) და თუნდაც ID ბარათებში ჩამალონ (რაც აგრეთვე ფანტასტიკის საზღვრებს ცდება) და მთელი სხეული რომც აგვიჭრელონ რიცხვ 666-ით ეგ არაფერს არ ნიშნავს, მთავარია ადამიანის სულიერი ფასეულობები, მთავარია ადამიანს ჰქონდეს სუფთა სული, კეთილი გული, არ იყოს ბოროტებასთან ზიარი, იყოს მოყვასის მოყვარული და ამხილოს და შეეწინაარმდეგოს მის ირგვლივ არსებულ ბოროტებას. მაგათ უნდათ რომ ეშმაკის ბეჭდით დადამღვა, რაც აპოკალიფსშია ნაახსენები პირდაპირი გაგებით გაიგოს ხალხმა, რადგან დამალონ თავიანთი ბოროტებები და თავიანთი სისხლიანი რეჟიმების ნამოქმედარი. რატომ ემორჩლება "რუსული სასულიერო ელიტა" კრემლის ხელისუფლებას და არ ამხელენ მათ ბოროტ საქმეებს დღეს ხომ აღარ ხვრეტენ მღდლებს, ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს პირველი ის რომ რუსეთის მოსახლეობის არც ისე მცირე ნაწილი კომუნისტური იმ ძველი წყობის მომხრეა და თუ დაგმობენ ბოროტების იმპერიას სსრკს და აღიარებენ რომ ის არის აპოკალიფსური წითელი მხეცი მაშინ დაკარგავენ მრევლის ნაწილს, მეორე უპირისპირდებიან რა დასავლეთის ცივილიზაციას(ან რას ეჯიბრებიან ან რა დაუშავეს), არ უნდათ აღიარონ რომ თავიანთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ამხელა უბედურობა დატრიალდა, რადგანაც ასრულებენ კრემლის დაკვეთას, მესამე დღეს მაგათთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ მათთაც უნდათ ჯიპები, პლაზმური ტელევიზორები,საბაჟოზე დაბეგვრის გარეშე პროდუქციის შემოტანა და შემდეგ ბიზნესის კეთება, შვილებისთვის ფასიანი განათლების მიცემა და. ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია ისინი ფინანსდებიან კრემლიდანაც. პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომელსაც პრეტენზიაა აქვს მებრძოლ ქრისტიანობაზე, რომ სსრკ-ს დაშლა უბედურება იყოო, სადღაც ისიც უთქვამთ ჰაიტის მიწისძვრის დროს არამართლმადიდებლები(შამანისტები) დაიხოცნენო აბა რა ეგონათო რა მოუვიდოდათო, აფხაზეთში ქართველი ხალხის ეთნოწმენდაზე ხმა არ ამოიღეს, ჩეჩენი ხალხის გენოციდზე ხმა არ ამოიღეს, ანტიქრისტე ლენინი კი კრემლის მავზოლეუმში ჰყავთ დავანებული და არ აპროტესტებენ, კრემლის ბოროტ ხელისუფალთ არ ამხელენ. ზოგჯერ პასუხი არის ის რომ სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში, მაშინ რატომ ებრძვიან დასავლურ დემოკრრატიას და დასვლურ ცივილიზაციას ესეთი გაშმაგებით, მაშინ ხომ ერევიან პოლიტიკაში. ცუდი ის არის აგრეთვე რომ სწორედ ამ "რუსულ სასულიერო ელიტას" აქვს ყველაზე დიდი გავლენა და ყველაზე დიდი წონა მართლმადიდებლურ სამყაროზე მსოფლიოში და მათ სასულიერო პირებზე სერბეთში,უკრაინაში,საბერძნეთში,ათონის მთაზეც, იერუსალიმშიც,საქართველოშიც და სხვაგანაც. საქართველოშიც ძლიერია მათი ცრუ აპოკალიფსური თეორიები, აქაც ებრძვიან გამოგონილ ბოროტობებს, თორემ რა ძნელი მისახვედრია რომ ცივილიზაციის ერთ მხარეს დგას დასავლეთი და ევროკავშირი და მეორე მხარეს კი რუსეთი,ჩინეთი,ჩრდ.კორეა,ვენესუელა,სირია.ირანი და სხვა. ერთ მხარეს დგას დასავლეთი და მეორე მხარეს პუტინი, უგო ჩავესი, მაჰმუდ აჰმედინეჯადი, ირანის სულიერი ლიდერები აიათოლები, ტერორისტული ორგანოზაციები მათ შორის ალ-ქაიდა, ულტრაფუნდამენტალისტები და სხვები. მოუსმინეთ უგო ჩავესს ისიც გაშმაგებით ებრძვის ე.წ. "მასონობას" და 'მსოფლიო შეთქმულების თეორიას", იგივეს იმეორებს ირანის სულიერი ლიდერი, ხოლო მაჰმუდ აჰმედინეჯადი საერთოდ გასცდა გონიერების ფარგლებს ამტკიცებს რა რომ 60000 მილიონი ებრაელი არ დაუხოცავს ფაშისტებს და ეს ყველაფერი ებრაელი მასონების მიერ კონტროლირებადი დასავლეთის პროპაგანდის ნაწილიაო, ამ ადამიანის აზროვნება საერთოდ ერთი საუკუნით ჩამორჩება სამყაროს. რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას მწყობრად აუბეს მხარი საქართველოშიც, იმყოფებიან რა რუსული "სასულიერო ელიტის" და კრემლის იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ ესენიც გაშმაგებით ებრძვიან დასავლეთის ცივილიზაციას, რომ კითხოთ სასულიერო პირები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო, ეხლა ხომ ერევით პოლიტიკაში, ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა იცოდეთ თქვენი ადგილი საით უნდა დადქეთ (თორემ ყველაფერი რაც დასავლეთში არსებობს მეც არ მომწონს), დღეს რომ გაშმაგებით ებრძვით გამოგონილ ბოროტობებს და დასავლეთს, მაშინ სად იყავით რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა თბილისში ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას, ე. შევარდნაძემ რომ დააქცია და გააჩანაგა მთელი საქართველო და მთელ ქვეყანაში "გატიალების სიბილწე" რომ დაამყარა, სამეგრელო რომ სისხლში ამოგუბეს და ძაძებით შემოსეს, მშვიდობიან მიტინგებს რომ ხვრეტდნენ მაშინ სად იყავით რატომ არ ამოიღეთ ხმა, რატომ არ ამხილეთ ბოროტება, თქვენგან ეგეც საკმარისი იქნებოდა და ბოროტებაც ნაკლები იქნებოდა ქვეყანაში. რატომ? -იმიტომ რომ მაშინაც ფინანსდებოდით ბოროტი ხელისუფლებისგან და მაშინაც ბოროტ ხელისუფლებასთან იყავით ალიანსში!
--------------------
DANI 094
|