#21594523 · 14 Sep 2010, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი მჭირდება თუ არა ფსიქოლოგის დახმარება, უბრალოდ საკუთარ თავში ვერ გავერკვიე, როგორი ვარ, და როგორი მინდა ვიყო.
არ ვიცი რატომ, მინდა ვიყო ბოროტი, ცუდი, შემეძლოს ადამნიანებს გადავუარო.
და თავს სუსტ პიროვნებად ვგრძნობ იმის გამო რომ ეს არ შემიძლია.
კეთილი ვარ ვითომ? არ ვიცი. ვცდილობ გარეგნულად სასტიკი და უგულო ადამიანის იარლიყი მივიკრა, მაგრამ შინაგანად არ გამომდის. უბრალოდ ობობას ან ჭიანჭველის მოკვლის დროსაც კი გული მტკივა, იძულებული ვარ მოვკლა, იმიტომ რომ ოთახში ობობასთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ ძალიან არ მინდა ამის გაკეთება, მეცოდება როცა ვკლავ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
კიდევ იმას ვაკვირდები რომ სხვისთვის სამაგიეროს გადახდა არ მომიტანს სიხარულს. მაგალითად ვინმემ რაღაც დამიშავა და მეც რომ ბოროტება გავუკეთო, ეს არ გამაბედნიერებს, პირიქით შემეცოდება.
ეს სისუსტეა ვითომ? არსებობს რამე მეთოდები რითაც შეიძლება გავხდე ძალიან სასტიკი, რომ ამ ქვეყნად არავინ და არაფერი მეცოდებოდეს, რომ შემეძლოს ყველას გადავუარო და მათთვის სისასტიკის კეთება მსიამოვნებდეს?!
ვფიქრობ ზედმეტად გულმოწყალე ვარ, არ მინდა რომ ვინმე მეცოდებოდეს. მინდა მსიამოვნებდეს იმათი გამწარება ვინც მე გულს მტკენს ან მაზარალებს, და მათ თუ რამე ცუდს გავუკეთებ ამის გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდე.
როგორ შეიძლება გავხდე ასეთი?
--------------------
GOD HAS NO RELIGION !
The Force is with us !
May The Force Be With You too ...
|