ეს რა გააკეთე შენი....? რა იკადრე.... ძმაკაცს დამაშორე, მეც დამიკიდე, გივიკოსაც დაუნგრიე ოჯახი, ცოლთან ჩაუშვი რომ შენ გტY%$&& გივიკო, მე გივიკო კინაღამ შემომაკვდა ცემაში და ბოლოს შენ ვიღაცასთან ერთად გაქრი და ეხლა იმდენი ნაგლობა არ გყოფნის და ქორწილში მეპატიჟები მე… და გივიკოსაც? შენ...? ნორმალური ხარ?
ეხლა ვისაც აგოიმებ და ცოლად მოყავხარ ის მეცოდება, იმას მაგარი დანძრეული აქვს რო მიხვდება რა მიჰქარა...
სანამ შენ გაგიცნობდი მაშინ კიდევ რამდენი მამაკაცი გყავდა გადაგდებული და გამწარებული? მათგან დაგიხსენი, ცხოვრება გაჩუქე, შენს გამო რა არ გავაკეთე რომ გადამერჩინე...
მაგრამ მაინც მიყვარხარ შენი &^%*&^ მოვ&*^%4!!!
ოჰ როგორ მიყვარხარ ნინუშ... შენზე ეშხიანი, შენზე სასწაული, შენზე გამაგიჟებელი ქალი არ დაბადებულა ამქვეყნად... როგორ მიყვარხარ და შენზე ფიქროი კი მაგიჟებს, გივიკოსაც აგიჟებს, ყველას ვინც გიცნობდა ყველას აგიჟებს შენი ცხოვრებით აღსავსე სიცილი, ლამაზი ღიმილი...
როგორ მენატრება შენთან ერთად სიარული, ყოველ საღამოს სანამ სახლში დავბრუნდებოდი შენს საყვარელ თაიგულს რომ ვარჩევდი, საღამოს სულელურ ფილმებზე რომ ვიცინოდით და ღამეს სიყვარულში რომ ვათენებდით. დილის მზის ამოსვლა როგორ მახარებდა როდესაც შენი თავი ჩემს მხარზე გედო, მე კი ნაზად დაგაფარებდი საბანს და შენს საყვარელ ყავას მოგართმევდი...
როგორ მიყვარხარ... და როგორ მძულხარ შენი %$#*&^%58765!!!
მაგრამ მაინც მიყვარხარ და მიყვარს შენზე თუნდაც წამიერი ოცნება.
ძალიან ავი და საშინელი გულის პატრონი ხარ ნინუშ. მხოლოდ შენი თავი გიყვარს ამქვეყნად, დედაშენიც კი რომ გარდაიცვალა ერთი ცრემლი არ დაგიღვრია, მხოლოდ იმას ფიქრობდი თუ რა დაგიტოვა იმ ქალმა...
მაგრამ მაინც მიყვარხარ შენი %$#*&^%58765!!!... იაღარი რომ მქონდეს ხანდახან ვფიქრობ შენ კი არა, ყველა დანარჩენ მამაკაცს ამოვწყვეტდი, რომ სხვასთან გასაქცევი გზა არ გქონდეს და მარტო ჩემი იყო...
ეეჰ... წავიდა ის დრო... წავიდა ის წლები... შენ ახალი სათამაშო ჰპოვე. ეგაც მოგბეზრდება, სხვაც და ერთ დღეს დარჩები მარტო.
მაგრამ მაინც შენი ვიქნები. ჩემი გულის და სახლის კარი ყოველთვის იქნება შენთვის ღია და გაპატიებ, მხოლოდ დამიბრუნდი

ტეხავს უშენოდ გაღვიძება და ვიცი ის ჩემზე მეტად არ გიყვარს და ჩემზე მეტად შენ ვერავინ შეგიყვარებს...
დამიბრუნდი ნინუშ

მეტი აღარ შემიძლია...
შენი სიცილი მენატრება... უკვე სამი წელია ჩემს სახეს სევდა ადევს და გამწარებული დავდივარ ამქვეყნად, შენზე გამწარებული - ცხოვრება გამიმწარე, საკუთარი ქორწილი ჩავშალე რომ შენთან ვყოფილიყავი და მშობლები, ნათესავები რამდენი წელია შენს გამო ხმას არ მცემენ - მკიდია!
მაინც მიყვარხარ, როგორ ვბრაზდები ამას რომ ვამბობ, როგორი უგუნური ვარ იგივე ორმოში ორჯერ რომ ვვარდები, გინდ სამჯერ იყოს, მაინც ჩავარდები.
მაინც მიყვარხარ - დამიბრუნდი, გელოდები, ცხოვრების ბოლომდე დაგელოდები.
დამიბრუნდი ნინუშ