გამარჯობათ,
წარმოვადგენ ახალდაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას -
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესებული საბჭოთა წარსულის კვლევითა და გააზრებით. ამჟამად ვახორციელებთ ვმუშაობთ პროექტზე "წითელი ტერორის ტოპოგრაფია", რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საგანმანათლებლო-შემეცნებითი მარშრუტი თბილისის ძველ უბანში, რომელიც მოიცავს საბჭოთა წარსულთან - კერძოდ კი რეპრესიებთან და ტერორთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტი რამოდენიმე თვეში დასრულდება და მისი შედეგები ფართო საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი.
ამჟამად ვაცხადებთ კონკურსს ორგანიზაციის ლოგოზე, რომელიც მიუხედავად ბევრი ფიქრისა მაინც არ არის მკაცრად გაწერილი და ფაქტიურად 100%-იანი შექმომედებითი თავისუფლება ეძლევა.
ეს კი მოთხოვნები:
1) ლოგოზე უნდა იყოს წარწერა ორივე ენაზე - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory
2) ვიფიქრეთ, რომ ქართული დასახელება ჯობს წითლად იყოს უფრო გამოკვეთილი რომ გამოვიდეს - თუ დასახელებიდან ამოიღებ წითელ ფერს, რამე დეტალი მაინც უნდა სასურველია იყოს წითლად...საბჭოთა სისტემასთან ასოცირდება, ტოტალიტარიზმთან და ა.შ.
3) აქცენტი უნდა იყოს კვლევაზე და აკადემიურ მიდგომაზე საკითხთან.
4) შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მინიმალისტურ ამბავში გადაწყვეტილი და არ იყოს ჩახუჭუჭებული.
5) ორივე ენაზე დასახელებასთან ერთად შეიძლება ასევე ინგლისური აბრივიატურაც (შეიძლება აბრივიატურის მაგივრად sovlab-ის გამოყენებაც), მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით ბოლომდე და ამიტომ, როგორც უკეთესი იქნებ.
სულ ეს არის. ლოგოს მონახაზთან ერთად მიუთითეთ სავარაუდო ფასიც.
მომწერეთ: d.gogishvili@yahoo.com / sovlaboratory@gmail.com
ან აქვე განათავსეთ ლოგო
ველი შემოთავაზებებს
This post has been edited by Perfect_Circle on 12 Sep 2010, 17:15
ისე კომპიუტერებიდან Kaspersky ის ანტივირუსები წაშალეთ? რუსულად ნათარგმნი ფილმები? რუსულ ბანერებს ხომ არ ათვალიერებთ თქვე რუსების აგენტებო თქვენა! @ Internet_Contraband