#21557128 · 12 Sep 2010, 16:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მისაღებად.
სტაჟიორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთვარებელი კურსის სტუდენტი (ინსპექტორ-გამომძიებლისათვის სავალდებული იქნება იურიდიული განათლება); - უცხო ენის ცოდნა; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - ანალიტიკური აზროვნება; - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
სტაჟიორობის კანდიდატს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ძველი რედაქცია); - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; - საქართველოს საგადასახდო კოდექსი; - "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" დებულება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- პირველი ეტაპი (წერილობითი): პროფესიული ტესტი; - მეორე ეტაპი (წერილობითი): ტესტი ზოგად უნარ-ჩვევებში; - მესამე ეტაპი (ზეპირი): გასაუბრება საკონკურსო კომისიის წინაშე.
ყურადღება! - სტაჟიორობის კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მითითებული დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გამოცხადდება ბათილად!
- პირადობის მოწმობის ასლი; - ავტობიოგრაფია; - დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი (დამამთავრებელი კურსის შემთხვევაში - ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან); - ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; - 2 ფოტო სურათი (3X4) - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ; - სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; - ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
ტესტირებაზე კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და რეგისტრაციის ნომერი, რომელიც მას ავტომატურად მიენიჭება განაცხადის ფორმის შევსებისას.
განცადების შევსება/მიღება წარმოებს 13 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში ან ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის ვებ-გვერდზე: www.mofacademy.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #16 register.mof.ge ტელ: 261560
This post has been edited by VARDENI on 12 Sep 2010, 17:01
--------------------
"I think; therefore I am!!!"
"Make Your Life Jazzing..."
|