მალხაზ ასათიანი

მალხაზ ასათიანი – არის ქართველი ფეხბურთელი. იგი არის უნივერსალური ფეხბურთელი, შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. არის მოსკოვის ლოკომოტივისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების დაცვის ბურჯი.
საკლუბო კარიერა
მალხაზ ასათიანმა კარიერა მშობლიური ქუთაისის და საერთოდ ქართული ფეხბურთის ერთ–ერთ ფლაგმან ქუთაისის ტორპედოში დაიწყო. თავდაპირველად მალხაზი გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა ტორპედოს მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც ათამაშებდნენ. ასათიანმა 2000–2001 წლის სეზონი ჩინებულად ჩაატარა ტორპედოში – გუნდი ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.პირველ მატჩში ჩრდილოირლანდიურ ლინფილდთან მალხაზი ჩინებულად გაისარჯა, ხოლო მეორე რაუნდში დანიურ კოპენჰაგენთან მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ის შეხვედრა 1–1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში ტორპედო დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 2002 წელს კი სწორედ ასკას გოლმა დინამო თბილისის კარში საკუთარ გუნდს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოუტანა.
მალხაზ ასათიანი შემდეგ სეზონშიც აგრძელებს წარმატებულ თამაშს და მალე მოსკოვის ლოკომოტივის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2003 წელს მალხაზმა კარიერის რუსეთში გაგრძელება გადაწყვიტა. რკინიგზელთა იმდროინდელმა მწვრთნელმა ნახევარმცველ მალხაზ ასათიანს დაცვის ცენტრში მიუჩინა ადგილი და საკმაოდ წარმატებითაც, მალხაზი უნივერსალობით გამოირჩევა. 2007–2008 წლებში ლოკომოტივის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა, ყველაში ყვითელი ბარათი მიიღო, გაიტანა 2 გოლი. 2008 წელს კლუბმა დინამო კიევში გაანათხოვრა და მიმდინარე 2008–09 წლის სეზონში ასათიანმა დინამოს შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. 2009 წელს კი იგი ლოკომოტივში დაბრუნდა და მოსკოველთა მაისურით 14–ჯერ იასპარეზა.
სანაკრებო კარიერა
მალხაზ ასათიანი ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს. ამ წლის 30 აპრილის რუსეთის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა ქვეყნის უმთავრეს გუნდში გამოიძახა. მალხაზმა დებიუტი გოლით აღნიშნა, სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყლობით მოიგეს ქართველებმა მატჩი. ამ დღიდან ასათიანი რეგულარულად თამაშობს ეროვნულ გუნდში, ნახევარმცველის პოზიციაზე.
2004 წელს მას საუკეთესო პერიოდი დაუდგა: 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ყველა საწყის მატჩში გოლი გაიტანა. მის მიერ გატანილი გოლების უმეტესობა გადამწყვეტი იყო და სწორედ ამიტომ მალხაზს იმდროინდელ ქართულ პრესაში გადამწყვეტი გოლების ავტორად მოიხსენიებენ, 2008 წლის ევროპისჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მალხაზმა თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში. ერთ-ერთ საწყის მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ავტოგოლი გაიტანა. ამ შესარჩევი ტურნირიდან მახომ დაცვის ცენტრში გადაიწია და ნაკრებშიც მცველი გახდა.
2008 წლის სექტემბერში მალხაზს უთანხმოება მოუვიდა ნაკრების მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერთან და დროებით ნაკრებში აღარ უასპარეზია.
პირადი მონაცემები
სრული სახელი მალხაზ ასათიანი
დაბ. თარიღი 4 აგვისტო 1981
დაბ. ადგილი ქუთაისი
სიმაღლე 184 სმ.
მეტსახელი ასკა
პოზიცია მცველი
ეროვ. ნაკრები საქართველო 35(4)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ლოკომოტივი (მოსკოვი)
ნომერი 30
კარიერა
კლუბები 1999-2003 ტორპედო (ქუთაისი)
2003-2008 ლოკომოტივი (მოსკოვი)
2008–2009 დინამო (კიევი)
2009- ლოკომოტივი (მოსკოვი)
http://en.wikipedia.org/wiki/Malkhaz_Asatianihttp://www.worldfootball.net/spieler_profi...lchaz-asatiani/ტიტულები
2000, 2001, 2002: საქართველოს ჩემპიონი
2001: საქართველოს თასის მფლობელი
2004: რუსეთის ჩემპიონი
2005: თანამეგობრობის თასის მფლობელი
2005: რუსეთის სუპერთასის მფლობელი
2009: უკრაინის ჩემპიონი
ინდივიდუალური პრიზებიდან გამოსარჩევია: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (2002) და რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველი (2004) და საუკეთესო ლეგიონერი (2004)
This post has been edited by ballack13 on 13 Sep 2010, 15:14