10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა
აუდიო 18:44 24-08-2010
10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოცდების პირველად შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ განაცხადეს.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, ხოლო დარჩა 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც პირველადი განაცხადის შედეგად ვერც ერთი აბიტურიენტი ვერ მოხვდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდზე გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ამაღამ, 24.00 საათიდან დაიწყება. ასევე გამოქვეყნდება იმ უმაღლესი სასწავლების სია, სადაც ვაკანტური ადგილები დარჩა. ის აბიტურიენტები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზვარი გადალახეს, ხვალიდან შეძლებენ დაიწყონ მეორადი განაცხადების გაკეთება.
მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე დაიდება პირველადი ჩარიცხვების შედეგები და ასევე ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი. შედეგები გამოქვეყნდება აგრეთვე გაზეთ `კვირის პალიტრის~ სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც ხვალ გამოდის. ასევე `მაგთისა~ და `ჯეოსელის~ აბონენტებს, ნომერზე: 62-36, შესაძლებლობა ექნებათ გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინება თავიანთი სარეგისტრაციო ნომრით და მიიღონ შედეგის შესახებ ინფორმაცია.
იმ 10 ათასზე მეტ აბიტურიენტს კი, რომელმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე განაცხადის გაკეთების უფლებაც არ ექნება.
რაც შეეხება სააპელაციო კომისიას, რომელსაც წელს განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე ხელმძღვანელობდა, მას საგამოცდო ნამუშევრების გადახედვის მოთხოვნით 2574 აბიტურიენტმა მიმართა. მათგან შედეგები არ შეცვლილა 1711 აბიტურიენტის შემთხვევაში, როლო ქულები მოემატა 712 აბიტურიენტს. საერთო საგამოცდო ნაშრომების მიხედვით, სულ სააპელაციო განაცხადები დაახლოებით 1 პროცენტი გასაჩივრდა. ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.
ამაღამვე გამოქვეყნდება სამაგისტრო გამოცდების შედეგებიც.
IPN.GE
ეხლა წავიკიტXე რომ ვინც ზღვარს ვერ გადაცდა და ასეთია 10 000 ია ვერც მეორადზე შეითანს და ვერც პროფესიულ პროგრამებზე და ანუ ალტერნატივას არ უტოვებენ ან ერთი წელი თავი დააკლან ან ბირჟაზე დადგნენ რადგან არააა ზნელი მართლაც მეორე-მესამე წელი აბიტურიენტობა
და გამკაცრება ნუ კარგია და მივესალმები მაგრამ ალტერნატივა უნდა იყოს ცემი აზრიტ ან პროფებში მიღება ან რაიმე ეგეთი
ანუ ვამკაცრებ და ისწავლე ტორე მკიდიხაზრო არ უნდა გრზნობდდეს აბიტურიენტის ფაქიზი გული
მაგრამ ეს ხომ რადიკალი პოლიტიკაა ცნობილი და ნაცნობი
"რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს , სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვებაა ხორცზე, განვითარების ის საფეხურია, რომელიც აღარ საჭიორებს სიმძიმეს, სხეულის წონას..."