STRONGMAN1.თუ გიყვარს კარაქი, მაშინ ბაგეტის გვერდებს გვერდებზე წაუსვი კარაქი, შემდეგ ჩააფინე მწვანე სალათის ფოთლები, დაადე ინდაურის ვიჩინა, თხლად დაჭრილი ყველი, კიტრი და პომიდორი, მოასხი სმეტანა ან მაიონეზი. გემრიელი წვნიანი ბუტერბროტი რომ გამოვიდეს.
2. შეწვი თხლად აჭრილი თევზის ფილე, გაჭერი პური ჩაუდე ისევ სალათის ფოთლები და თევზი, დაადე ძააალიან თხლად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები, თხლად დაჭრილი ზეთისხილი. მოასხი თევზის სოუსი. (მაღაზიებში იყიდება)
3. იყიდე ისპანახის ფოთლები, გარეცზე ძაალიან კარგად და აცალე გაშრობა (ამიტომ ეს წინა სარამოს გააკეთო ჯობია). ტაფაზე ზეთში მოშუშე თხლად დაჭრილი ხახვი. გადმოდგი გაზიდან და ჩააყარე ისპანახის ფოთლები, მოაყარე მარილი, შავი პილპილი გემონებით, ბევრი ქინძი და პეტრუშკა. ჩააყარე კუბიკებად დაჭრილი ყველი და კარგად ამოურიე. მერე გაჭერი ბაგეტი ისე რომ გვერდებზე არ ჩაჭრა და ეს მასა ჩადე. (ეს ჩემი საყვარელი ვარიანტია)
4. იყიდე ქათმის ან მხოლოდ საქონლის სოსისი. მოხარშე ან გრილზე შეწვი. ბაგეთი გაჭერი, ჩააფინე ბევრი მწვანე სალათის ფურცელი, თხლად აჭრილი ყველი, ბულგარული წიწაკა, ჩადე სოსისი. ზემოდან ან გვერდებში ჩაასხი კეტჩუპი ან მდგოგვი. რაც გინდა.
ახლა მნიშვნელოვანი რჩევები.
რადგანაც მსგავსი რამეების ჭამა გადაწყვიტე ამიტომ სახლში მუდამ უნდა გქონდეს, სალათის ფურცლები, ყველი, კარაქი ან მდნარი ყველი. მაიონეზი, მდოგვი ან კეტჩუპი.
ასევე დაგიწერ ერთ ძალიან გემრიელ პურზე "წასასმელ" პროდუქტს რომელიც ხაჭოთი მზადდება.
აიღებ 200 გრ ხაჭოს დანამატების გარეშე, ჩაამატებ ზეთში მოწვულ ხახვს (უზეთოდ) შავ პილპილს, მარილს გემოვნებით, კამას და დაფქვილ ქინძს. კარგად აურევ. ეს მასა არის უგემრიელესი ბაგეტზე, მაგრამ გაითVალისწინე რომ თუ ამას წაუსმე ბაგეტს, სალათის მწვანე ფოთლების გარდა არაფერი არ უნდა დაამატო
This post has been edited by BadbadGirl on 13 Jun 2009, 16:00