გარე IP არ იცვლება, ეს ვიდეო მე რაც გადავხედე ipconfig ში ანახებს რო ცვლის კომპიუტერის IP მისამართს და არა რაუტერის, ისიც DHCP ით იღებს სხვა IP ის, ხელითაც არ იცის გაწერა netsh -ით
არ აგერიოთ ხალხნო, შიდა IP Adress ის და gateway ს შეცვლით რაუტერს გარე IP არ ეცვლება , რაუტერს შიდა და გარე ინტერფეისი აქვს.
რაუტერს გარე IP ეცვლება ორნაირად. ან უნდა პროვაიდერმა შეგიცვალოს ხელით ანუ Static-ურად, ან კიდევ დიდ ხნიანი გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად შეგეცვლება, პროვაიდერის DHCP მ შეიძლება სხვა IP მოგანიჭოს, გააჩნია როგორაა დანასტროიკებული DHCP პროვაიდერის. შეიძლება მეშლება მარა 24-48 საათში მემგონი უნდა შეგეცვალოს IP რო გათიშო მაგდენი ხნით რაუტერი.
ხელით რო შეუცვალო შენ რაუტერს გარე IP სულ გაითიშავ ინტერნეტს და ეგ იქნება შენი ბოლო ბედი

.
თეორიულად დაფიქრდი როგორ უნდა შეგიცვალოს IP რაღაცა პროგრამამ კომპზე, როცა შენი შიდა ქსელის IP ის (მაგ 192.168.1.50-ს) ავტომატურად თარგმნის რაუტერი გარე IP ზე NAT ის მეშვეობით. რაუტერმა "იცის" რომ რა პაკეტიც მოუვა შიდა ქსელიდან ყველა უნდა გადათარგმნოს გარე IP მისამართზე,რაც გაქვს ერთი და განუმეორებელი მთელ მსოფლიოში. რანაირად უნდა შეგიცვალოს რაღაცა პროგრამამ IP მისამართი რაუტერზე? და რო შეგიცვალოს და რო დაემთხვეს ვინმეს IP მისამართს შენი IP მისამართი მერე იცი რა მოხდება?ნახევარი ტრაფიკი შენთან მოვა ნახევარი იმასთან , ეგეც ყველაზე კარგ შემთხვევაში.
ყველაზე ნაღდია proxy server იხმარო, google search და მერე იკითხე და მიაგნებ proxy server-ებს, რომელიც გარე IP ის გიცვლის კონკრეტული სესიის წამოწყების დროს.მაგალითად თუ რომელიმე ვებ სერვერზე ბანი გადევს, შეგიძლია proxy server-ში "გაიარო" რის შემდეგაც proxy server IP ის შეგიცვლის იმ კონკრეტულ მომენტში და შეგეძლება შესვლა ჰოსტინგზე.
This post has been edited by pata on 27 Sep 2010, 03:01