საქართველოს მოსახლეობა 1993 წელს დაახლოებით
5.35 მილიონს შეადგენდა და 2007 წელს კი 4.39
მილიონზე ნაკლებია. ბოლო წლების განმავლობაში
მოსახლეობის შემცირების შესახებ დაფიქსირებული
მონაცემები ძირითადად გამოწვეულია სიკვდილიანობისა
და მიგრაციის ზრდით. ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი
კვლევების ორგანიზება, რომლითაც გამოირკვევა
მოსახლეობის შემცირების ფაქტორები. თამბაქოს
გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც იწვევს ნაადრევ
სიკვდილს ფართო მასშტაბით.
თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის 2006
წლის მონაცემებით საქართველოში თამბაქოს მოხმარების
შედეგად გამოწვეული სიკვდილობის რაოდენობრივი მაჩვენებელი
წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს1, რაც
სიკვდილობის მაჩვენებლის დაახლოებით 25%-ია.
საქართველოში თამბაქო მოიხმარება ძირითადად
ქარხნულად წარმოებული სიგარეტების სახით. მწეველობის
გავრცელება ქართველ მამაკაცთა შორის
ევროპაში ყველაზე მაღალია (59.8%) და როგორც ეს
გამოკვლევა გვიჩვენებს იზრდება განსაკუთრებით
ნაკლებად განათლებულ და დაბალ-ანაზღაურებად
მამაკაცებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ პატარა
დასახლებებში. მწეველთა რაოდენობა იზრდება ასევე
ქალებს შორისაც (14.9%), მაგრამ მაღალი მაჩვენებელი
მაინც უფრო მეტად განათლებულ ქალბატონებსა და
უფრო მდიდარ ქალბატონებს შორის ფიქსირდება.
საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული
სიგარეტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
გამოკვლევის შედეგად თამბაქოს ბაზარი საქართველო-
ში 10 მლრდ. ღერის დონეზეა (0.5 მლრდ კოლოფი),
რომელის საშუალო ღირებულება 0.58 მლრდ ლარს
შეადგენს. ეს უფრო მაღალია, ვიდრე 1998 წელს გაკეთებული
შეფასებები.
http://www.parliament.ge/files/1493_27722_...08-broshura.pdf