Volkswagen-ი 3 სპეციალურ Golf editions-ს წარმოადგენს 2011 Wörthersee-ს შოუზე.
პირველი მოდელი იქნება Golf GTI 16S, ანუ 1977 წელს გამოსული Golf GTI, რომელშიც ასევე KWL Motorsport-ის ხელიც ურევია. ავტომობილს აქვს 1.6 ლიტრიანი ძრავი, რომელიც 215 ცხენისძალას გამოიმუშავებს და გადაბმულია VW Motorsport-ის 5 საფეხურიან, სპორტულ გადაცემათა კოლოფთან, თუმცა ამ ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი მისი მთლიანად სპორტულ ხასიათშია, რადგან მას აქვს Billstein-ის შასი და 80 ლიტრიანი საწვავის ავზი, რის დახმარებითაც ავტომობილი Nürburgring-ის 24 საათიან რბოლაში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა.
მეორე მოდელი იქნება ასევე Nürburgring-ისთვის შექმნილი Golf-ის 24 საათიანი რბოლისთვის შექმნილი ყველასთვის კარგად ნაცნობი პროტოტიპი, რომელსაც კარბონის ჩონჩხი და 2,5 ლიტრი მოცულობის, 440 ცხენისძალიანი, 5 ცილინდრიანი ძრავი გააჩნია, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-მდე 3,8 წამშ აჩქარდეს.
რაც შეეხება მესამე ავტომობილს, ანუ "Golf GTI 35th anniversary" მოდელს ანუ Golf GTI Edition 35-ს, როგორც უკვე გითხარით ისიც მის თანამოძმეებთან ერთად წარდგება Wörthersee-ს შოუზე. ცნობილი ხდება რომ Edition 35-ს აქვს 2 ლიტრიანი TFSI, ბენზინის აგრეგადი, რომელიც 232 ცხენისძალას გამოიმუშავებს. სამწუხაროდ სხვა დეტალები ჯერ კდიევ უცნობია, თუმცა ვიცით, რომ Golf GTI Edition 35-ის შეკვეთებს გერმანული ავტომწარმოებელი მას შემდეგ დაიწყებს რაც ის ოფიციალურად წარდგება ავტომოყვარულთა წინაშე, მისი ფასი კი 30,425 ევრო იქნება.
http://news.drive.ge/index.php?m=73&newsid=2729
Vorsprung Durch Technik...