გამარჯობათ,
27 წლის ვარ გასათხოვარი, მაქვს ცხიმიანი პრობლემური კანი ,ვულგარულ ფერისმჭამელას რომ ეძახიან ის დამიდგინეს, ვმკურნალობდი , შედეგიც იყო, მაგრამ ახალი რაღაცეები მაინც ამომდიოდა სახეზე და ზურგზეც. ჩემმა დერმატოლოგმა მირჩია გინეკოლოგთან მისვლა და პოლიკისტოსზე ექოსკოპიის გაკეთება. გავიკეთე , პატარა ცვლილება მართლაც მქონდა მითხრეს მულტიკისტოზური რაღაცეები მქონია. მივედი გინეკოლოგთან და დამინიშნა ფლოქსანი და შემდეგ დიანე 35 3 თვის განმვალობაში . გუშინ დავლიე პირველი დრჟე და რაღაც ალერგიასავით მომცა , გული ამერია და სისუსტე ვიგრძენი .
მაინტერესებს ამ პრეპარატის შესახებ რა იცით? რამდენად უსაფრთხოა ? ძალიან არ მინდა გავსუქდე ... რამდენი შეიძლება მოვიმტო? ან რა შეიძლება დამიშავოს ?
გმადლობთ წინსაწარ