ბრძოლა დიდებისთვის Battles for Glory-ს სამყაროში არსებობს 5 რასა რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან სახელისა და დიდების მოსახვეჭად , თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ მრავალმხრივ განვითარებული ადამიანების (რომლებმაც ყველაფერი სხვა რასებისგან ისწავლეს) , დახვეწილი ელფების , ელფებისგან გამოყოფილი დაცემული ბნელი ელფების, სისხლისმსმელი ორკების და მეხანიკი დვარფების არმიათა რიგებში დაიწყოთ უბრალო მეომრობით და გახდეთ თუნდაც რასის ლიდერი.
Battles for Glory-ში რასები იბრძვიან უხსოვარი დროიდან იმდენი სისხლი დაიღვარა რომ თქვენ არ დაგრჩათ მშვიდობისკენ არცერთი გზა ბრძოლები გაგრძელდება სანამ ყველა რასა არ განადგურდება გარდა ერთისა.
თამაშში თქვენ არ შეგიძლიათ რამენაირი კონტაკტი გქონდეთ სხვა რასასთან თქვენ მათი ლაპარაკი არ გესმით არ შეგიძლიათ აიყვანოთ ისინი კლანში ან ფართიში. თითოეულ რასას ყავს თავისი ლიდერი(მეფე) რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს .
abyss-ის ადმინისტრაციამ თამაშის ინტერფეისი "მოიპარა" ლაინეიჯიდან თუმცა თამაში ყველაფერი დანარჩენით განსხვავდება წინამორბედისგან

თითოეულ რასას შეუძლია აიღოს უამრავი პროფესია რომლებიც ბევრად განსხვავდებიან სხვა რასის პარალელური პროფესიისგან (ორკი მშვილდით მითი აღარააა)
რასების მოკლე აღწერა
ადამიანები (Империя , Empire)
ყველაზე მრავალრიცხოვანი რასა Battles for Glory-ს სამყაროში , მათ ბუნებრივად არანაირი ძალა არ გააჩნდათ თუმცა იოლად აითვისეს სხვადასხვა რასებისგან მრავალი შელოცვა და საბრძოლო ხელოვნება რის შედეგადაც ერთერთი უძლიერესი რასაა ამ სამყაროში

ელფები (Альянс , Alliance)
ამაყი და თავდაჯერებული რასა . ძველ დროში ისინი მართავდნენ სამყაროს და შემორჩენილი აქვთ ძველი დიდება. ელფები სწრაფი და მოქნილი მეომრები არიან , მტერი ვერასდროს გაექცევათ მათ

ბნელი ელფები (Доминион , Dominion)
ძველ დროში ელფებს გამოეყოთ კლანი რომელიც შავი მაგიით იყო დაინტერესებული, ისინი ცალკე დასახლდნენ მიწისქვეშეთში რის შედეგადაც მათმა კანმა ნელნელა ფერი იცვალა , ისინი განსაკუთრებით ვერ იტანენ ელფებს და დანარჩენ სამყაროსაც. ისინი ჩუმი და სისხლისმსმელი მკვლელები არიან

ორკები (Орда , Horde) ჩემი საყვარელი რასა
ორკთა ლიდერის ერთ საბრძოლო ღრიალს შეუძლია შიშის ზარი დასცეს მოწინააღმდეგის უზარმაზარ არმიასაც კი. ასე იყო ადრე ,ახლაც და ასევე იქნება მომავალში , ცხოველური ძალა და მიწის მაგია გაერთიანებული ორკებში მათ ყველაზე გამძლე და მძლავ რასად გარდაქმნის. სხვა რასები ორკებს უტვინო ხორცის მასას უწოდებენ თუმცა ორკის მოქნეული ნაჯახი იოლად გარდაქმნის მათ ზემოდ აღნიშნულ მასად

დვარფები (Союз , Union)
ერთადერთი რასა რომელიც იყენებს ბრძოლაში საბრძოლო მანქანებს , ისინი ცხოვრობენ სამყაროს ჩრდილოეთის სიცივეში რის გამოც მათი კანი საკმაოდ მსხვილია (აი ქალი დვარფები რას გვანან არ ვიცი რას ჩასხეს საერთოდ)

თამაშის დასაწყისში თქვენ გეძლევათ საშუალება მოიმატოთ LVL-ები მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში მხოლოდ მონსტრებთან ბრძოლაში მაგრამ 30 LVL-ს შემდეგ თქვენ დიდი შანსი გაქვთ გადააწყდეთ მოწინააგმდეგეს რომელიც არ დაგიდობთ არავითარ შემთხვევაში ასე რომ აჯობებს თქვენ დაესხათ თავს პირველი

თამაშში მასიუღი შერკინებების დროსაც კი კაჩაობთ რაც უფრო მეტ სურვილს აჩენს ბრძოლისას (ანუ აგარ შეგეშინდება ვაიმე რომ მომკლავენ LVL დამაკლდებაო (სამწუხაროდ ბევრია ასე))
თითქმის მუდმივად მიმდინარეობს ერთმანეთისთვის ავანპოსტების წართმევა (ავანპოსტი საკაჩაო ადგილას მდებარე პოსტია სხვანაირად არ ვიცი როგორ გითხრათ) ასევე შესაძლებელია მოწინააგმდეგეთათვის ფორტების ციხესიმაგრეების და ქალაქების წართმევა
ასე რომ ჯობია დაივიწყოთ ყველა აქამდე ნათამაშები MMORPG და შეუერთდეთ სრულიად ახალ სამყაროს
საიტის მისამართი
http://www.bsfg.ru/რეგისტრაციასათამაშოდ აუცილებელია გადმოწეროთ
Lineage 2: Gracia Part 2 (ან ნებისმიერი საიტიდან )
და პატჩი
პატჩითემის პირველი ნაწილი
Battles For Glory 2, BSFG2 



წარმატებები
This post has been edited by snex on 16 Aug 2010, 17:20