მოგესალმებით მე მინდა  ერთგავარ საფრთხილო თემას შევეხო რომლის ანალიზი ზოგადად ტაბუ დადებულია... მე მინდა შევეხო იესო ქრისტეს ცხოვრებას და გავიაზროთ იგი ისტორიულ ჭრილში  და გავიზროთ ეს ისტორია უკიდურესად არარელიგიურად რამდენადაც ეს შესაძლებელია.
 რატომ არ აღიარეს ებრალებმა ქრისტე ღმერთად? რატომ აცვეს იგი ჯვარს? როგორ გავრცელდა ქრისტიანობა? როგორ დაიწერა სახარება და როგორ იქცა მსოფლიო რელიგიად?
 ამ კითხვებზე რომ უპასუხოთ ჩვენ ისტორიულ წარსულში უნდა დავბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ მოვლენები   სრული ფარდობითობით.   
მოდით გავიაზროთ პირველ რიგში რა არის მესია... მესია არამეულად "ცხებულს" ნიშნავს და ის არ არის ღვთის შვილი არამედ არის მხსნელი.... მესიის მოვლინებით ებრალები  თავისუფლებას ელოდენენ.... საგულსიხმოა რომ ისინი  მესიას საკამოდ  ჩაკეტილ  ეროვნულ (ეგოისტურ) მოვლენად აღიქვემდენნ რადგან მესია არა კაცობრიობისთვის არამედ ებრეალი ერისთვის უნდა მოვლენილიყო(ანუ ღმერთისგან მესიის სახით ისინი ერთგვარ  მებრძოლს  ელოდენ რომელიც მათ ჰეგემონიას დაამყარებდა დანარჩენ ერებზე რადგან  მათ  რჩეულ ერად მიაჩნდათ თავი).
ანუ აქედან უკვე გასაგები ხდება რომ  რეალობა რომელსაც იესო მათ თავაზობდა მათთვის მიღებელი იყო ისინი სრულიად არ საჭიროებდნენ აუცლებლობას რომ რევოლუცია მოეხდიანთ რჯულის კანონში, რადაგნ მოსეს რჯულის კანონი სრულად აკმაყოფილებდა მათ მორალურ კონსტიტუციას აქ კი აღმოჩნდა ადამიანი, იესო, რომელზეც თავადაც უწყოდნენ რომ არა ღვთის კაცი არამედ ხელოსნის შვილი და თავადაც ხელოსანი იყო (ანუ ის არ გავდა მათ წარმოდგენაში არსებულ მესიას), ებრალები ელოდენენ განმათავისუფლებელს და იმ პერიოდში რომის იმპერიიდან განიცდიდენ შევიწროებას აქ კი გამოჩნდა ადამიანი რომელიც ამბობს რომ არის ღვთის შვილი და ეუბნება მათ რომ "მიეცით კეისასრს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა" .ეს ის სიბრძნე არ გახლდათ რომელიც მესიისგან უნდა მოესმინათ ებრაელებს რადგან ეს ადამიანი ტრასცენდენტულ ცნებებს სთავაზობდა და არა კონკრეტულ შველას მაშინ როცა ასეთი ცნებები მათ ისედაც ჰქონდათ(მოსეს რჯულის კანონის სახით) და მის განახლებას ან შეცვლას ისინი სულაც არ აპირებდნენ ვიღაც ხელოსნის რჩევების გამო... 
მეორეც,  ჩვენ გვინდა წამოვიდგინოთ ქრისტე რომელიც ღმერთის შვილია და ზოგიერთს იმის წარმდენაც არ გვინდა რომ მას ალბათ ფიზიოლოგიური მოთხოვნები ქონდა, აბა წარმოდიგინეთ ეხლა იმ დროს მცხოვრები ადამიანი რომელიც ნახა "ღვთის შვილი" რომელსაც ჩვეულებრივი ადამინური სუნი, ფერი და შიმშილი ახასიათებს და ეუბნება მათ, რომ მე ვიჯდები "სასუფეველში მამის ჩემის გვერდზეო"... გაიზრეთ მეგობრებო რომ ეს შეუასაუკეებიც არ არის და ეს გახლავთ უკიდურესად თეოლოგიური საზოგადოება და მათ ღმერთის შეურაცხყოფა ყველაზე დიდ შეურაცხყოფად მიაჩნიათ და აქ ისინი ხედავენ აშკარად ადამიანს და არა ღვთის კაცს რომელსაც დაარტყავ და ეტკინება, სისხლი წარსკდება, არ დაიბანს სუნი აუვა საჭმელს შეჭამს ფიზილოგიური მოთხოვნაც როგორც მე შენ და კიდევ 6 მილიარდ ადამიანს, მასაც ისევე შეაწუხებს.... ნუთი ეს არის მესია?? იკითხეს მათ, ცხადია უპასუხეს არა.. უფრო ადვილი დასაჯერებელი იყო რომ ეს მესია კი არა, ვიღაც შარლატანია რომელიც ჩვენს რჯულის კანონს შეურაცხყოფს და ქადაგებს რომ "სანამ მე თქვენთან ვარ შეგიძლიათ წმინდა შაბათი არ დაიცვათ!!"
ამ კითხვებმა შედეგიც გამოიღო და იესო ჯვარს აცვეს, მაგრამ ჯვარს აცვეს "ძე კაცისა" თუ შარლატანი ამაზე რეალურად პასუხი არ გავაქვს რადგან როგორც არ უნდა გავიხეთ შუაზე.... ეს ისტორია ებრაულიაა და მოხდა იერისალიმში და სწორედ ებრალები არიან პირველ მოწმეები ამ ისტორიის და მათ იხილეს იესო და არ ირწმუნეს რადან მათ ნახეს ის როგორი იყო და შედეგიც ყველამ ვიცით. 
პარადოქსი ამ ისტორიაში ის არის, რომ ჩვენ უშუალო მოწმეს ვეუბნებით "შენ რა იცი? შენ აზრზე არ ხარ!!" და ჩვენ ვიჩემებთ ყველაფრის ცოდნას როცა მართლაც რომ აზრზე არ ვართ და არც არაფერი ვიცით და არც გვინახავს... 
მეორე უაღრესად საინტერესო და სადავო საკითხი ეს არის სახარებები...  ეკლესიას სურს დაგვარწმუნოს რომ მათეს სახარება  იყო თანამდროვე  იესოსი და იწერებოდა მათე  მოციქულის მიერ(მიუხედავად იმისა რომ მათეს ავტორობა თავად სახარებაში არც ერთხელ ხსენებული არ არის) თუმცა თანამდროვე კვლევამ დაადასტურა რომ  მათე, ისევე როგორც სხვა სახარებები დაწერილია მოგვიანებით ქრისტეს გარდაცვალაბიდან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მარკოზის სახარება დაწერილია ყველაზე გვიან ერთი საუკუნის შემდეგ!!  თავად წარმოდგინე ჟურნალისტური პრაქტიკა, თუ ჯურნალისტი მასალას "live" - ში არ აღწერს რამდენი შეცდომა და უზუსტობა იპარება, თუნდაც ეს მოვლენები ერთი წლის წინანდელი იყოს, სახარებები კი საუკუნის შემდეგ დაიწერა ქრისტეს ცხოვრებიდან, ეს ის დროა როცა არც დიქტოფონი და ვიდეო აპარატურა არ არსეობობდა შესაბამისად რა თქვა მართლა ქრისტემ და რა იქადაგა ზუსტად ალბათ არც ვიცით. 
 უაღრესად საინტერესო ამ მხირვ აშკარა მეცნიერული რედაქტირება სახარების ტექსტების რომის კარზე... ამ მხრივ საინტერესოა იესოს დაბადება, რომელიც ცხადია თამადროვეც რომ ყოფილიყო სახარებები მაინც  თვითმხილველისგან არ დაიწერებოდა რადან დაბადების პერიოდში სახარების შედგენას არავინდ დაიწყებდა,  დაბადების  ისტორიის შედგენას ეტყობა იმ დროინდელი კულტურების და მითოლოგიების გავლენა,  და იესოს დაბადების დეტალები პარადოქსულად იმეორებს  მის წინარე ეპოქებში ყველა მითოლოგიური პერსონაჟის დაბადების თარიღს და დეტალებს რომელიც მიბაძვით გადმოტანილი გახლდათ ეგვიპტური მითოლოგიიდან კერძოდ "ჰორის"  დაბადება, რომელიც  საოცრად ემთხვევა  ქრისტესს ხოვრების ისტორიის დეტალებს 
(ვიდეო ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: 
http://avoe.ge/movies/one.php?mid=8298)დაიბადა 25 დეკემბერს
ჩასახვა მოხდა არა ხორციელად
მის ჩასახვას თან უძღოდა  მითიური ვარსკლავი და სამი ბრძენი (სინამდვილეში ეს  გახლავთ ასტროლოგიური მოვლენა ორიონის  სარტყლეიდან) 
საგულისხმოა, რომ ჰორის ლეგენდა მოხდა ქრისტეს დაბადებიდან რამოდენიმე ათასწლეუს წინ და  ეგვიპტური კულტურის დომინანტობის გამო რიგი რელიგიური თუ მითოლოგიური პერსონაჟებისა იმეორებს  იდენტურ დეტალებს:
კრშნა, დიონისე და სხვები... 
 ფილმ Zeitgeist-ში ეს გარემობა  აძლევთ მათ საშულებას რომ  ამტკიცონ თითქოს იესო არ არსეობობდა რაც რა თქმა უნდა მცდარია, რადგან ამგავარი დასკვნის საშულებას ეს მსგავსება არ იძლევა, არამედ ამტკიცებს მხოლოდ ქრისტეს დაბადების რედაქტირებას. სახარების ავტორებმა უბრალოდ შეავსეს  არარსებული ინფორმაცია  გამოყენებული  მითოლოგიური დეტალებით, ანუ უბრალოდ  და გასაგებად რომ ვთქვათ იპლაგიატეს.
და ბოლოს როგორ გახდა ქრისტინობა მსოფლიო რელიგია??? პასუხი არა იმდენად ქრისტეს მონდომებაში ან სწავლებებში უნდა ვეძიოთ არამედ რომის კარის გადაწყვეტილებაში.. რომ არა რომის  კარის კურსის შეცვლა ქრიტიანობის სასარგებლოდ ქრისტე როგორც პიროვნება ისტორიის მორევში უკვალოდ გაქრებოდა... რატომ მიიღო კონტატინემ ამგვარი გადაწყვეტილება?? პასუხი მარტივია: რომაული მითოლოგია როგორც პარადიგმა მოძველებული გალხდათ ამას არ შეეძლო ხალხის გაერთიანება, მას არ შეეძლო იდები გამოემუშავებინა. სახლემწიფოს კი შველა ჭირდებოდა,  რომელიც გახლეჩაზე იყო და კრიზისში გახლდათ რადგან ათასწლეულებით არსებული სოცილური სისტემა უკვე აღარ მუშაობდა მონათმფლობელური წყობილება უკვე გამოუსწორებელ კრიზიში იყო.  ჩნდებოდა ბატონყმური წყობილების  ჩანასახები და  მოვლენები უაღრესად მტკივნეულად ვიტარდებოდა იმპერიისთვის. აქ კი ქრისტიანობა, რომელიც აწვდის იდეებს რომელიც ღარიბებს და მორჩილებს მოთმინებას  უქადაგებს, ამავე დროს ქრისტონობა არ არის მისი ვასალი რეგიონის რელიგია რადგან იგი უარყოფილია იუდეველების მიერ(ებრელებს ქრისტე რომ მიეღოთ რომი არასდროს დაიმცირებდა თავს და რეგიონის რელიგიას არ აღიარებდა!)მეტიც ის არავის რელიგიაა!  რომმა იგძნო რომ მას მისდა უნებურად მოაკითხა ლანაგრზე ახალმა სოციაულრ-პოლიტკურმა პარადიგმამ რომელსაც შეუძლია ხალხის გაერთინება და სახელწმიფოსთვის სისხლის გადასხმა და თან ეს პარადიგმა არავის ეკუთვნის... ეს არის ახალი პროგრამა რომელმაც უნდა შეუძღვება მას ახალ ათასწლეულში.
 დიდი ანალიზის შემდეგ მიხვდნენ რომ ეს ნამვილი ბედის საჩუქარია და მისი დევნა შეწყვიტეს....
 ნუ მერე რაც მოხდა ეს უკვე ყველამ ვიცით 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრება, დაიბადა ეკლესიის ინსტიტუტი და დაიბადა ქრისტეანობა!!!!! 
პატივცემულო ფორუმელებოო მე მინდა ჩემი პრაიმ პოსტი კრიტიკის ქარცეცხლში გავატაროთ, დავსვათ უამრავი კითხვები და ერთად ვიპოვოთ პასუხები.
ველი თქვენს გამოხმაურებას
წინასწარ გამადლობთ 
This post has been edited by mepar on 19 Sep 2010, 23:59