გამარჯობა,
ასეთი პრობლემა მაქვს:
კუდუსუნთან, სანამ "უკანალის ღარი"

დაიწყება 2-3 თვის წინ რაღაც გაღიზიანება დამემართა. თავიდან მუწუკი მეგონა, ცოტა სისხლი და ჩირქი წამომივიდა.
ნუ, არ მივაქციე ყურადღება, სპირტით ვისუფთავებდი.
რომ არ მომირჩა, ვიფიქრე თმის ჩაბრუნება ან რამე მსგავსი ხომ არაა-თქო და 2 კვირის წინ მივედი ვაკის ლეჩკომბინატში, დერმატოლოგთან.
ორ წამში შემხედა, სწრაფად (თავისთანვე) მაყიდინა რაღაც "სანჯღრის" მალამო და მითხრა, 10 დღე წაისვი, ინფექციაა შეჭრილი და ჯერ ეგ მოვარჩინოთ, მერე მოდი და ვნახოთ რა არისო.
ნუ, არ მომეწონა რაღაც, "კონვეირივით" იღებდა პაციენტებს, მარა დავნებდი

)
ვისვამ ამ მალამოს, მაგრამ შედეგი არაა.
ჰოდა რას მირჩევთ? მივიდე ისევ ამ დერმატოლოგთან?
მივიდე საერთოდ რომელიმე დერმატოლოგთან? თუ ქირურგთან?
თუ რა ვქნა?
მადლობა წინასწარ