#21707184 · 22 Sep 2010, 10:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვამბობთ რუსეთზე ერთმორწმუნე ერიაო, დასაფიქრებელია, როგორ შეიძლება `ერთმორწმუნე~ ერმა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ტკივილი მიაყენოს.საქართველოში გამწესებული `რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძრცვ მხარეს~. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია: ქართლში, კახეთში, სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში. 1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი, 800-ზე მეტი ეკლესია აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი. რუსეთის პოლიტიკა ჯერ კიდევ ძველი პარადიგმებით იკვებება. Uუბრალო ლოგიკით,ამ პოლიტიკის ამომავალი წერტილი გეოსტრატეგიაა, რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს მის მიერ კონტროლირებადი სივრცის შეუღწევადობა.ამ თვალსაზრისს თუ გავითვალისწინებთ, კავკასიაზე კონტროლის დაკარგვა რუსეთისთვის სტრატეგიული ინტერესების დათმობის ტოლფასია. აი რატომ არ აწყობს რუსეთს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რუსეთს თავის საზღვართან არ სურს იხილოს ე.გ `ნატოს ჯარები~. Kკავკასიური დერეფნის განვითარება კი საბოლოოდ შეასუსტებს რუსეთის გავლენას ევროპულ პოლიტიკაზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება მანამ სანამ რუსეთის დიქტატორული რეჯიმი არ `მოკვდება~ რუსეთი ამჩნევს იმას, რომ თუ მსოფლიოს ერთი პრობლემა (ენერგეტიკული) მის სასარგებლოდ მუშაობს მეორე-დემოგრაფიული მას დიდ საფრთხეს უქმნის მოკლედ რომ ვთქვათ ხედავს ტალღებს მაგრამ, ვერ ამჩნევს ზღვას რომელშიც მისი გემი იძირება და ასეთ დროს მას ჰგონია, რომ ეთნოწმენდა (ვთქვათ ქართველების დეპორტაცია).აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება-მიერთება იხსნის გარდაუვალი კრახისგან. ის სწორედ ამით დააჩქარებს თავისივე იმპერიის დაშლის პროცესს, რომელიც კარზეა მომდგარი. Uუცნაურია მაგრამ ბ_ნი პუტინი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იგივე მეთოდებით იხელმძღვანელოს როგორც ეს მან ჩეჩნეთში გააკეთა _ჯერ მიწასთან გაასწორა და პრაქტიკულად მისი გენოფონდი ამოჯლიტა. შემდეგ `რეფერენდუმი~ჩაატარა...ჩაატარეთ თქვენც რეფერენდუმი და ამით დამთავრდება საქმეო, გამოდის რომ ჩეენ უნდა დავანგრიოთ აფხაზეთი და შიდა ქართლი! საქართველო ამ გზას ვერ დაადგება და არც ომით აპირებს კონფლიქტის ამოწურვას.აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტებისა და შესაბამისად დაძაბულობის მოხსნა რუსეთზეც გადის. სწორედ რუსეთი შემოვიდა ცეცხლითა და მახვილით და ვიდრე ის არ გავა აქედან არამც თუ საქმიან შედეგებზე სეპარატისტებთან კონსტრუქციულ საუბრებზეც კი ზედმეტია ლაპარაკი. ახლა კი მიდის დისკუსია ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან “საზღვრების” ერთობლივი დაცვის შეთანხმებებს განიხილავს.შეთანხმებების განხილვის წინადადებით დუმას პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიმართა. მან შესაბამის დოკუმენტებს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების ლიდერებთან ერთად გასული წლის 30 აპრილს მოაწერა ხელი.შეთანხმების თანახმად, ორივე ე.წ. რესპუბლიკა მათ ე.წ. სახელმწიფო საზღვრებზე რუსეთის უფლებამოსილებებს აღიარებს, აფხაზეთი კი რუსეთის უფლებას “აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაშიც” ცნობს.სოხუმსა და ცხინვალში ვერ აცნობიერებენ იმ ისტორიულ პროცესებს რომლებიც კავკასიაში დაიწყო და რითაც ერთ მშვენიერ დღეს იგი თავისუფალი აღმოჩნდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ აფხაზებისა და ოსების ერთისა-გადაგვარება მეორისა კი- ფიზიკური განადგურების ფაქტი სახეზეა. განსაკუთრებული სისასტიკითა და უხეში ფორმებით ეპყრობოდა რუსეთი ქართველებსა და აფხაზებს, თუ შაჰაბასმა ქართველები საქართველოდან აჰყარა და ირანში გადაასახლა.რუსეთმა კი კავკასიის ხალხი და (მათ შორის აფხაზები)თურქეთისკენ გაუყენა, ნაწილი გზაში დაიღუპა ნაწილი – კი ადგილზე ჩასვლის შემდეგ მოტყუებულ მუჰაჯირებს(გადასახლებულ ქართველებს) შინ დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. ამ ფაქტს დღეს არც რუსები იხსენებენ და არც აფხაზები. მე ზემოთ ავღნიშნე, რომ აფხაზების და ოსების `დეგრადაციის~ ფაქტი სახეზეა. Aამ უკანასკნელთ კი რუსული პოლიტიკის სჯერათ და სწორედ ეს დაღუპავს მათ. რუსული პოლიტიკის თვით რუსეთის მოსახლეობას უნდა ეშინოდეს. Iიმიტომ, რომ რუსული პოლიტიკა გაიგივებულია ფაშისტურ სამყაროსთან. Lლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ აფხაზური სეპარატიზმი რუსული კოლონიზაციური პოლიტიკით არის ნასაზრდოები. ქართველი ერი, როგორც ჩვენი დედა ეკლესია ამბობს არის `ღვთივ დაცული ერი~ და ადრე თუ გვიან როგორც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობს,საქართველო გაერთიანდება რუსეთი კი თავისი ფაშისტური იდეოლოგიით დაიღუპება და მიწასთან გასწორდება რუსული დიქტატორული რეჯიმის `ნულიფიკაცია~ კავკასიიდან იწყება.
|