ჩემის აზრით ქართული კომპანიების მეტისმეტად იტყუებიან,
და აი რატომ
ვარ უცხიმო ხაჭოს ძალიან დიდი მოყვარული, რომ დავითვალო ალბათ 500-მდე უცხომო ხაჭო მექნება ნაჭამი, ანუ სადღაც 1 ტონა გამოდის რომ გადავიყვანო კილოგრამებში

არ ვხუმრობ.
მოკლედ ეკოფუდის უცხიმო ხაჭოს გემო ხანდახან არის ცხიმიანის, ცხიმიანიც მაქ გასინჯული და უცხიმოც, და რადიკალურად განსხვავდება, ყოველშემთხვევაში ჩამომიყალიბდა ინსტინქტი ტონაზე მეტი მაქ ნაჭამი და ვცნობ, ხოდა ზოგჯერ რამოდენიმე ქილა გამოერევა ხოლმე ცხიმიანი, მაგრამ ეტიკეტი უცხიმოსი აქ.
თემა რაზეა, ასე გულგრილად რომ უდგებიან საკითხს, გჯერათ რომ ეტიკეტზე რომ აწერია შეიცავს ამდენ ცილას, და ამდენ ცხიმს, გჯერათ ამის,
ეკოფუდს ისევე როგორც სანტეს აქვთ აღებული ჰასაპ სტანდარტი რომელიც მკაცრად ითხოვს შესაბამისობის პრინციპის დაცვას, ანუ არ უნდა იტყუებოდნენ ის კომპანიები ეტიკეტზე რომელთაც აქვთ ეს სტანდარტები დანერგილი, მაგრამ მეთვითონ ვიტყავი ISO სტანდარტების ბიზნესში და იმიტომ გამოვედი რომ კომპანიები ქრთამით იღებდნენ ამ სტანდარტებს და აზრი არ ქონდა, გავიხედე და 500 კაციან კომპანიას ვიღაც ნაგლმა სერთიფიკატი 1 კვირაშI მიცა, მოდი და ენდე მერე.
რას იტყვით როგორ შემიძლია გადავამოწმო რომ არ მატყუებენ შემცველობაში, ბოდიბილდინგს მივზდევ და თითო კალორიას ვითვლი რას ვჭამ, ხოდა ამათ ეტიკეტზე თუ "რიჟა" ციფრები წერია ამერევა ყველაფერი და ეგაა.
რაც შეეხება სანტეს, არასოდეს შემხვედრია უცხომი ხაჭოს შეფუთვაში ცხიმიანი ხაჭო.
კარგი იქნება თუ ვინმე ამ კომპანიებიდან დასაბუთებულ პასუხს დაწერს.